- 2024
- 450
- 14.5 X 21.5
- 9789941983757
- რბილი
მუსიკა – ამბოხის, სირცხვილისა და მითვისების ისტორია
წიგნში „მუსიკა – ამბოხის, სირცხვილისა და მითვისების ისტორია” ტედ ჯიოია მეამბოხეების, აუტსაიდერებისა და პროვოკატორების ამბავს გვიყვება. გვაჩვენებს, თუ როგორ უპირისპირდება მუსიკა გაბატონებულ წესრიგს და გარდაქმნის სამყაროს. ამ წიგნში საფოსაც შეხვდებით, ბახსაც და კურტ კობეინსაც. თუმცა, მისი მთავარი გმირი მაინც თავად მუსიკაა – ნგრევისა და შენების უდიდესი ძალა, რომლის დამორჩილებასაც მუდამ ცდილობენ, მაგრამ არასოდეს გამოსდით. ეს წიგნი მუსიკის ფანების გარდა ისტორიის მოყვარულებსაც დაგაინტერესებთ. ჯაზი გიყვართ, პანკი თუ ტექნო – აქ ნახავთ, თუ საიდან წარმოიშვა თქვენი საყვარელი სიმღერები და რა გავლენა ჰქონდა კულტურასა
და პოლიტიკაზე.
„მუსიკის რეალური ისტორია რესპექტაბელური არ არის. სრულებითაც არა. არც მოსაწყენია. წინსვლა თითქმის ყოველთვის მოდის პროვოკატორებისა და მეამბოხეებისგან. ამასთან, ისინი უბრალოდ ახალ სიმღერებს კი არ გვთავაზობენ, არამედ ხშირად საზოგადოების ფუნდამენტს არყევენ. როდესაც მუსიკალურ სცენაზე ჩნდება რაღაც ჭეშმარიტად ახალი და განსხვავებული, ძალაუფლების წარმომადგენლები ფრთხებიან და მის შეჩერებას ცდილობენ. ეს ყველამ ვიცით, იმიტომ, რომ მოვსწრებივართ. თავად გვინახავს, როგორ უპირისპირდება მუსიკა სოციალურ ნორმებს და აშფოთებს სტატუს-კვოს მცველებს – იქნებიან ეს პოლიტიკური ბოსები თუ რელიგიური ლიდერები.“
თანამედროვე ამერიკელი მწერალი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ტედ ჯიოია კულტურის მკვლევარი, მუსიკის ისტორიკოსი, მუსიკალური პროდიუსერი და ჯაზ პიანისტია. მრავალფეროვანი კარიერის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს თორმეტი წიგნი მუსიკასა და მუსიკის ისტორიაზე, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.
ჯიოიას შემოქმედების მთავარი გმირი მუსიკაა, განსაკუთრებით კი ჯაზი და ბლუზი, მისი წიგნები კი დროთა განმავლობაში მელომანების საყვარელ საკითხავად იქცა.
37,90 ₾
მარაგში