- 2024
- 513
- 17.00 X 24.00
- 9789941374289
- ისტორიული, რომანი
ეშმაკის ბორბალი
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვედ მოაზროვნე მწერლის, გურამ ფანჯიკიძის რომანი „ეშმაკის ბორბალი “ პირველად 90-იან წლებში გამოიცა, მცირე ტირაჟით და თანაც ისეთ დროს, როცა საქართველოში ომისა და უკიდურესი გაჭირვების ფონზე წიგნისთვის არავის ეცალა, ამიტომ გურამ ფანჯიკიძის შემოქმედების მოყვარულთა საკმაო ნაწილისთვის რომანის ახალი გამოცემა სიახლედ შეიძლება იყოს აღქმული.
„ეშმაკის ბორბალი“ აღწერს სტალინის მმართველობის პერიოდიდან სსრკ-ის ნგრევის დასაწყისამდე გორდელების ოჯახის ოთხი თაობის ამბავს. ავტორი ბევრ ისტორიულ ფაქტს ეხმაურება, მათ შორის 1937 წლის რეპრესიებს, სტალინის სიკვდილის შემდეგ თბილისში მიტინგის მონაწილეთა დახვრეტას და ამ სისხლისღვრის შემდეგ საქართველოში ხრუშჩოვის თავხედურ ვიზიტს, ქართველების მიერ ხრუშჩოვის აფეთქების მცდელობას, ავღანეთის ომსა და სხვა.
ისტორიული ფაქტებისა და ნამდვილი ამბების მიღმა რომანი აღწერს პერსონაჟების რთულ შინაგან რეალობებს და პიროვნულ ცვლილებებს, რაც განაპირობა საბჭოთა დიქტატურამ და სტალინიზმმა. მწერალი გვიჩვენებს, რომ ხშირად, რეპრესიებს ფიზიკურად გადარჩენილი, მაგრამ შიშით დეგრადირებული ადამიანის ტრაგედია, არანაკლებ დრამატული შეიძლება იყოს, ვიდრე მათი ბედი, ვინც გადასახლებიდან უფრო ძლიერი და ზოგჯერ საკუთარ თავს აღმატებული ბრუნდება.
22,90 ₾
მხოლოდ 12 ცალია მარაგში