გერმანული 10

მოსწავლის წიგნი

მოსწავლის წიგნი Wir neu (B1.1) განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც გერმანულს სწავლობენ, როგორც მეორე უცხოურ ენას. სახელმძღვანელო ითვალისწინებს ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ ენის ნორმებს და ისეა აგებული, რომ მოსწავლემ კურსის გავლის შემდეგ შეძლოს გოეთეს ინსტიტუტის სასერტიფიკატო გამოცდისა (Fit in Deutsch 1) და ავსტრიული ენის დიპლომის (KID 1) წარმატებით ჩაბარება.

სახელმძღვანელოს მიზანია, მაქსიმალურად გაუადვილოს მოსწავლეებს უცხოური ენის შესწავლა.

სახელმძღვანელო მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ენის შესწავლის პროცესი მარტივად მოარგონ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.

მოსწავლის რვეული

მოსწავლის რვეულის სავარჯიშოები თანმიმდევრულად მიჰყვება მოსწავლის წიგნის პარაგრაფებს და ეხმარება მოსწავლეს ახსნილი მასალის უკეთ დამახსოვრებაში.

მოსწავლის რვეულის აუდიომასალა შეიცავს მრავალრიცხოვან აუდიო-ჩანაწერს, სიმღერებსა და სავარჯიშოებს. ისინი მოსწავლეებმა ძირითადად სახლში სამუშაოდ უნდა გამოიყენონ.

მოსწავლის რვეულის მრავალი სავარჯიშო შედგენილია აუდიო მასალაზე დაყრდნობით და მათ გარეშე სავარჯიშოების დამუშავება შეუძლებელია.

მასწავლებლის წიგნი

მასწავლებლის წიგნი შეიცავს მთელ მოსწავლის წიგნს შემცირებული ფორმით.

ცალკეული დავალებების შესასრულებლად მოცემული კომენტარები უშუალოდ დავალებების გვერდით წერია.

მასწავლებლის წიგნი შეიცავს ძირითად რჩევებს და დამატებით ქვეყანათმცოდნეობით ინფორმაციას.

აუდიომასალა მოცემულია მოსწავლის წიგნის თითოეული თავისთვის და შეიცავს მრავალრიცხოვან აუდიო-ჩანაწერს, სიმღერებსა და სავარჯიშოებს. ისინი მოსწავლეებმა ძირითადად სახლში სამუშაოდ უნდა გამოიყენონ.

მარაგშია

7,00 10,00 

7-10 ქულა
  • 2022
  • 40-95
  • რბილი ყდა
  • 21.0 X 28.0
  • 9789941370366; 9789941370373; 9789941370380

აუდიომასალა