გერმანული 9

მოსწავლის წიგნი

გერმანული 9 Geni@l B1 მოსწავლის წიგნი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის,  რომლებიც გერმანულს სწავლობენ, როგორც მეორე უცხოურ ენას. სახელმძღვანელო ითვალისწინებს ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ ენის ნორმებს და ისეა აგებული, რომ მოსწავლემ სახელმძღვანელოს კურსის გავლის შემდეგ შეძლოს შესაბამისი დონის (Genial B1) წარმატებით დაძლევა.

მოსწავლის წიგნის ნაწილი შეიცავს აუდიოჩანაწერებს თითოეული თავისთვის. დავალებებისა და სავარჯიშოების ინტეგრალურ ნაწილს წარმოადგენს:

  • ინტერვიუები;
  • დიალოგები;
  • ნაწყვეტები რადიოგადაცემებიდან;
  • ლექსები;
  • სიმღერები.

სახელმძღვანელო კარგად ერგება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ სტანდარტს.

მოსწავლის რვეული

გერმანული 9 Geni@l B1 მოსწავლის რვეულის სავარჯიშოები თანმიმდევრულად მიჰყვება მოსწავლის წიგნის პარაგრაფებს და ეხმარება მოსწავლეს ახსნილი მასალის უკეთ დამახსოვრებაში.

მოსწავლის რვეულის აუდიომასალა შეიცავს არაერთ აუდიოჩანაწერს, სიმღერასა და სავარჯიშოს, რომლებიც მოსწავლეებმა ძირითადად სახლში უნდა დაამუშაონ. მოსწავლის რვეულის მრავალი სავარჯიშო შედგენილია აუდიო მასალაზე დაყრდნობით და მათ გარეშე სავარჯიშოების დამუშავება შეუძლებელია.

ტესტების რვეული

გერმანული 9 Geni@l B1 ტესტების რვეული განვლილი მასალის შესამოწმებლად და ცოდნის განსამტკიცებლად მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც დიდ დახმარებას გაგიწევთ. ტესტების რვეულის აუდიომასალა შეიცავს ტესტების მოსასმენ ნაწილს. ტესტების რვეულში ასევე  მოცემულია ტესტების სწორი პასუხები.

მარაგშია

6,90 16,90 

7-17 ქულა
  • 2012
  • 46-144
  • რბილი ყდა
  • 19.50 X 26.50
  • 9789941403682; 9789941403668; 9789941403675