გერმანული 7

მოსწავლის წიგნი

სახელმძღვანელო Wir Neu A2.1 განკუთვნილია VII კლასისთვის. ეს სახელმძღვანელო მიზნად ისახავს Wir Neu A1.1 და Wir Neu A1.2-ში ნასწავლი მასალის განმტკიცებას და უკვე გავლილი A1 განშტოების ლექსიკური მარაგისა და გრამატიკის ცოდნის შემდგომ გამყარებას.

წიგნი კარგად ერგება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ სტანდარტს.

სახელმძღვანელო Wir Neu A2.1 განკუთვნილია 10-15 წლის მოზარდებისთვის. წიგნში წარმოდგენილი თავების თემატიკა შეესაბამება მათ ასაკობრივ ინტერესებს. თემატიკის მსგავსად, გრამატიკაც სრულად შეესაბამება ამ ასაკობრივი ჯგუფის ენობრივ და კოგნიტიურ შესაძლებლობებს. ვინაიდან დღევანდელი უცხო ენის გაკვეთილის მთავარი მიზანი შესასწავლ ენაზე მოსმენილის გაგება და ამ ენაზე კომუნიკაციაა, მოსწავლის წიგნში მოცემული უამრავი დავალება თუ სავარჯიშო სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

მოსწავლის რვეული

გერმანული 7 Wir Neu A2.1 მოსწავლის რვეული სავარჯიშოები თანმიმდევრულად მიჰყვება მოსწავლის წიგნის პარაგრაფებს და ეხმარება მოსწავლეს ახსნილი მასალის უკეთ დამახსოვრებაში.

რვეული გათვლილია როგორც კლასში, ისე სახლში სამუშაოდ, ახალი მასალის განმტკიცების ან განვლილი მასალის გასამეორებლად.

მასწავლებლის წიგნი

სახელმძღვანელო Wir Neu A2.1 განკუთვნილია VII კლასისთვის და მიზნად ისახავს Wir Neu A1.1 და Wir Neu A1.2-ში ნასწავლი მასალის განმტკიცებას და უკვე გავლილი A1 განშტოების ლექსიკური მარაგისა და გრამატიკის ცოდნის შემდგომ გამყარებას. წიგნი კარგად ერგება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ სტანდარტს.

სახელმძღვანელო Wir Neu A2.1 განკუთვნილია 10-15 წლის მოზარდებისთვის. წიგნში წარმოდგენილი თავების თემატიკა შეესაბამება მათ ასაკობრივ ინტერესებს. თემატიკის მსგავსად, გრამატიკაც სრულად შეესაბამება ამ ასაკობრივი ჯგუფის ენობრივ და კოგნიტიურ შესაძლებლობებს. ვინაიდან დღევანდელი უცხო ენის გაკვეთილის მთავარი მიზანი შესასწავლ ენაზე მოსმენილის გაგება და ამ ენაზე კომუნიკაციაა, მოსწავლის წიგნში მოცემული უამრავი დავალება თუ სავარჯიშო სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

მასწავლებლის წიგნი კი დაგეხმარებათ, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და გაიმარტივოთ სახელმძღვანელოთი სწავლების პროცესი.

ელექტრონული ვერსიის სანახავად დააჭირე აქ

მარაგშია

7,00 10,00 

7-10 ქულა
  • 2019
  • 52-91
  • რბილი ყდა
  • 21.00 X 29.50
  • 9789941304071; 9789941304088; 9789941304095