- 2023
- 492
- 14.50 X 21.50
- 9789941371783
- მაგარი
- კლასიკა, რომანი
ჩევენგური
„ჩევენგური“ პლატონოვის ცნობილი რომანია. ჩევენგურელ ბოლშევიკებს კომუნიზმის დამყარება სურთ. მათ მიაჩნიათ, რომ ამისთვის ქონება უნდა მოსპონ.
რადგან ქონება შრომით იქმნება, ადამიანმა არ უნდა იშრომოს. მისი საზრდოობა მზეს უნდა დაეკისროს. რომანის გმირები მქონებლებს (ბურჟუებს) ერთიანად ამოჟლეტენ. ისინი მხოლოდ უქონლებს (პროლეტარებს) დატოვებენ. მაგრამ განახორციელებენ თავიანთ ოცნებას?
ანდრეი პლატონოვი (1899-1951) მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსია. მისი მოთხრობის სახელწოდების მიხედვით შეიძლება „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც ვუწოდოთ.
1929 წელს გამოქვეყნებული მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“ სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს დაატყდა ბოლშევიკური კრიტიკის ქარცეცხლი. რის გამოც მკითხველისკენ გზა დაეხშო.
ანდრეი პლატონოვის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები რუსეთში მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. ეს მას მერე მოხდა, რაც უცხოეთში დაიბეჭდა და კლასიკოსის სახელი მოუპოვა ავტორს.
20,90 ₾29,90 ₾
მარაგში