- 2022
- 139
- 13 X 19.5
- 9789941849855
- რბილი
თეორია კინგ კონგი
„თეორია კინგ კონგი“ ვირჟინი დეპანტის ყველაზე ცნობილი და სკანდალური ტექსტია. ავტორი განვლილი ცხოვრებით ამსხვრევს სექსუალური ძალადობისა თუ პროსტიტუციის შესახებ არსებულ წარმოდგენებს. დეპანტი განიხილავს სექსისა და გენდერის საკითხებსა და მათ შესახებ არსებულ სტერეოტიპებს. „თეორია კინგ კონგი“ ის ავტობიოგრაფიაა, რომელიც, ამავდროულად, ამბოხისკენ მოწოდება და პანკფემინიზმის მანიფესტია.
„ქალურობაში ხელმოცარული ქალის სახე ჩემთვის არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ არსებითია. ზუსტად ისე, როგორც სოციალურად, ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად ხელმოცარულის სახე. მე ვამჯობინებ მათ, ვინც ამ ყველაფერს თავს ვერ ართმევს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც თავად გამომდის კარგად ეს ყველაფერი. და იმიტომაც, რომ ზოგადად, იუმორი და წარმოსახვა უფრო ჩვენ მხარესაა. როცა სამატრაკვეცო არაფერი გაქვს, უფრო შემოქმედებითი ხდები. როგორც ქალი, უფრო კინგ კონგი ვარ, ვიდრე კეიტ მოსი“ – ვირჟინი დეპანტი
17,90 ₾
მარაგში