ფასდაკლება!
  • 11+

ბასკერვილების ძაღლი

სერ ჩარლზ ბასკერვილის გვამი მისსავე საგვარეულო მამულში, დევონშირში, იპოვეს. ექიმი მორტიმერის გადმოცემით, გარდაცვლილს შიში ჩასდგომოდა თვალებში. სიკვდილის მიზეზი ბურუსით იყო მოცული, მხოლოდ ერთადერთი და საკმაოდ უცნაური სამხილი იპოვეს: უზარმაზარი ცხოველის ნაკვალევი.

ჰოლმსის თხოვნით, უოტსონი ბასკერვილ-ჰოლში მიემგზავრება და ცდილობს გაარკვიოს, რა კავშირია იმ ლეგენდებსა და სიმართლეს შორის, ბასკერვილების საგვარეულოს რომ უკავშირდება. გამოძიებისას უოტსონის სიცოცხლეც კი საფრთხეშია, თუმცა მას შერლოკ ჰოლმსი იხსნის თავისი განუმეორებელი ინტუიციისა და გამჭრიახობის წყალობით.

„ბასკერვილების ძაღლი“ ართურ კონან დოილის ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი და მომაჯადოებელი ნაწარმოებია.

მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.

მარაგშია
ფასდაკლება

8,70 10,90 

მარაგში

  • 2022
  • 235
  • 14.5 X 21.5
  • 9789941370946
  • რბილი