- 2022
- 344
- 47.00 X 21.00
- 9789941308925
- რბილი
- ბიოგრაფიული
უბრალოდ, ბავშვები
„უბრალოდ, ბავშვები“ სასიყვარულო ამბად იწყება და ელეგიად სრულდება. წიგნი 60-70-იანი წლების ნიუ-იორკსა და იქაურ მდიდრებსა და ღარიბებს, თაღლითებსა და ხულიგნებს ეძღვნება. ესაა ნამდვილი ზღაპარი, რომელიც ასახავს ორი ახალგაზრდა ხელოვანის აღმასვლას დიდებისკენ.
„პატი სმითმა პოეტური შედევრით დაგვაჯილდოვა. ეს წიგნი იშვიათი
მოსაწვევია, რომელიც აქამდე ხელშეუხებელი განძის აღმოსაჩენად გვეპატიჟება“.
– ჯონი დეპი
კოლტრეინის გარდაცვალების ზაფხული იდგა; სიყვარულისა და ამბოხებების ზაფხული; ზაფხული, როდესაც ორი ახალგაზრდა ბრუკლინში ერთმანეთს შემთხვევით გადაეყარა. ამის შემდეგ დაადგნენ ორივენი ხელოვნების, თავდადებისა და ძიების გზას. პატი სმითი პოეტად და არტისტად იქცა, რობეტ მეპლთორპი კი, თავისი უკიდურესად პროვოკაციული სტილით, ფოტოგრაფად ჩამოყალიბდა. მათი, ამ უცოდველი ენთუზიასტების სამოქმედო არეალი კონი-აილენდიდან 42-ე ქუჩამდე ვრცელდებოდა. 1969 წელს წყვილი სასტუმრო „ჩელსიში“ დაბინავდა.
ისეთი გაფაქიზებული ცნობიერების ეპოქა დამდგარიყო, როდესაც პოეზიის, როკ-ენროლის, ხელოვნებისა და სექსუალობის პოლიტიკის სამყაროები ერთიმეორეს ეჯახებოდნენ და იმსხვრეოდნენ. ამ ყველაფრით გარემოცულნი, პატი და რობერტი ერთმანეთის ოცნებებითა და მიზნებით სულდგმულობდნენ, სულიერი შიმშილის წლებში კი ერთმანეთს აგულიანებდნენ და ასაზრდოებდნენ.
15,90 ₾19,90 ₾
მარაგში