სუფთა ფურცელი | მოთხრობების კრებული აფხაზეთზე

ადამიანები, რომლებმაც მხატვრული ტექსტები აფხაზეთის თემაზე შექმნეს, ომის შემდეგ არიან დაბადებულნი. დაბადების თარიღით ისინი იმთავითვე უსწრებენ ტრამვებით, წყენით, ბრაზით ჩაკირულ წარსულს და ფლობენ თანდაყოლილ შესაძლებლობას, გაარღვიონ ძველი უნდობლობით ჩაკეტილი წრე. დღეს მათ შეუძლიათ ილაპარაკონ თავისუფლად, ლაღად, თავსმოხვეული სტერეოტიპების, პოლიტიკისა და ლოზუნგებად ქცეული ფრაზების გარეშე. მათ ხელეწიფებათ თქვან ის, რისი თქმაც უჭირს ომგამოვლილ, მწარე მეხსიერებით დაღდასმულ, დანაღმულ და დამძიმებულ ადამიანს. ავტორებში, რომლებიც ახალ თაობას წარმოადგენენ, წარსული და მომავალი ხომ ყველაზე უსაფრთხო და მშვიდი წონასწორობით თანაარსებობს. ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორია აფხაზეთი მათ ცნობიერებაში, სად არის, რა ადგილი უჭირავს ახალი აზროვნების სივრცეში, გონებისა და გულის რუკაზე.

ეკატერინე ტოგონიძე

არ არის მარაგში

9,90 

არ არის მარაგში

  • 2021
  • 156
  • 13.00 X 19.50
  • 9789941308871
  • რბილი
  • მოთხრობები