გოგონა ობობას ქსელში

მკითხველი უკვე კარგად იცნობს ჰაკერ ლიზბეთ სალანდერს (“გოგონა დრაკონის ტატუთი”, „გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა“, „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“).
ჟურნალისტმა ბლუმკვისტმა უნდა გაარკვიოს, სად არის ლიზბეთი და დაეხმარება თუ არა ისევ, ლიზბეთმა კი უნდა გამოიკვლიოს, რა დარჩა მამამისის შექმნილი კრიმინალური იმპერიისგან.
მთავარი გმირები აღმოჩნდებიან ობობას ქსელში, რომელსაც ჯაშუშები, ათასი ჯურის დამნაშავეები, სხვადასხვა ქვეყნის კორუმპირებული თანამდებობის პირები ქმნიან. თავიანთი საიდუმლოს დასაცავად ისინი არც მკვლელობას ერიდებიან…
2004 წლის 9 ნოემბერს ჟურნალისტი სტიგ ლარსონი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ვერ მოესწრო საკუთარი რომანების არნახულ წარმატებას მსოფლიო მასშტაბით – დაიბეჭდა 75 მლნ ეგზემპლარზე მეტი.
შვედმა ჟურნალისტმა და მწერალმა დევიდ ლაგერკრანცმა ისე გააგრძელა მილიონობით მკითხველისთვის საყვარელი პერსონაჟების თავგადასავალი, რომ ავტორის სტილი დაიცვა და თან არც მის ფანტაზიას უღალატა. რომანი ისეთ გასაიდუმლოებულ პირობებში იწერებოდა, რომ ლიზბეთ სალანდერსაც კი შეშურდებოდა. წიგნი ერთდროულად გამოსცა მსოფლიოს 25-მა გამომცემლობამ და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერი გახდა.

არ არის მარაგში

14,90 

არ არის მარაგში

  • 2016
  • 484
  • 14.50 X 21.50
  • 9789941236242
  • რბილი
  • დეტექტივი, რომანი