- 2015
- 251
- 14.5 x 21.50
- 9789941233555
- რბილი
- 8+
ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
- მთარგმნელი: დავით გაბუნია
- სერია: ჰარი პოტერი
„ამ დღიურში საშინელი მოგონებები ინახება. ეს ამბები მიჩქმალეს. ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში მომხდარ ამბებს ვგულისხმობ.“ ტომ მერვოლო რიდლი
ჰარი პოტერის მეორე სასწავლო წელს ჰოგვორტსში შემაძრწუნებელი ამბები ხდება. ორმოცდაათი წლის წინ მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში მომხდარი ისტორია მეორდება – სტუდენტებს საშინელი, იდუმალი მონსტრი ესხმის თავს. საიდუმლო ოთახის ბინადარი მონსტრის მოძებნას ჰარი პოტერი მეგობრების დახმარებით ცდილობს.
ორ ათწლეულზე მეტი გავიდა, რაც ჰარი პოტერი უეცრად აღმოჩნდა კინგს ქროსის პლატფორმაზე 9 და 3/4 .
მასთან ერთად უამრავი მკითხველი ჩაითრია ჯოან როულინგის მიერ შექმნილმა ჯადოსნურმა სამყარომ:
- გავიდა წლები და ჰარი პოტერის სერიის შვიდი ბესტსელერი წიგნის 8 კინოადაპტაციაც ვიხილეთ.
- გამოვიდა პიესა, რომელმაც მაყურებლების გულები და ჯილდოები მოიგო.
- ეს-ესაა დაიწყო „ჯადოსნური ცხოველების“ სერია, რომლის ფარგლებშიც ხუთი ფილმი გამოვა.
ამ სამყარომ მოხიბლა და მოაჯადოვა სხვადასხვა ასაკის მილიონობით მკითხველი. ისინი ხომ პერსონაჟებთან ერთად გადავიდნენ ჯოან როულინგის უსაზღვრო ფანტაზიით შექმნილ მაგიურ განზომილებაში.
დღეისათვის პოტერომანების რაოდენობა კიდევ და კიდევ იზრდება.
12,70 ₾15,90 ₾
მარაგში