წესები და პირობები & პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ დოკუმენტს. „სულაკაურის გამომცემლობის“ საიტით სარგებლობისას ან კომპანიასთან ნებისმიერი ფორმით ხელშეკრულებით ურთიერთობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ საიტის წესებსა და პირობებზე და პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკაზე.

„სულაკაურის გამომცემლობის“ საიტზე არსებულ ინფორმაციაზე ან/და მომსახურებაზე წვდომით/გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით კომპანიის პოლიტიკას, მასში ასახული პირობები გასაგები და ნათელია და ეთანხმებით მათ. ასევე, „სულაკაურის გამომცემლობის“ სისტემაში რეგისტრაციისა და მომსახურებებით სარგებლობის დაწყების შემდგომ, წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული პირობები ხდება გამომცემლობასა და თქვენ შორის მომსახურების განუყოფელი ნაწილი და მოქმედებს მასთან ერთად. 

ზოგადი დებულებები

დოკუმენტი განკუთვნილია:

  • შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მომხმარებლ(ებ)ისთვის (მათ შორის, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი). 
  • მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენლების ან საკონტაქტო პირებისთვის. 
  • ნებისმიერი პირისთვის, რომელიც უკავშირდება შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ ან/და გამოხატავს ინტერესს კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურების მიმართ. 
  • სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია  საქმიანობის განსახორციელებლად ან პროდუქტების გასაუმჯობესებლად. 
ტერმინთა განმარტებები

  • გამომცემლობა/სულაკაურის გამომცემლობა/კომპანია – შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ 
  • მომხმარებელი/კლიენტი – ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელსაც სავაჭრო/სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვს გამომცემლობასთან. 
  • ნივთი/საქონელი – გამომცემლობის ნებისმიერი ნივთი, რომელიც მომხმარებელმა შეიძინა/შეიძენს კომპანიის სავაჭრო ობიექტში ან დისტანციურად. 
  • სავაჭრო ობიექტი – შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ სასაქონლო ნიშნით – „სულაკაურის წიგნის მაღაზია“ – მოქმედი სავაჭრო დაწესებულება (მაღაზია), რომელშიც გამომცემლობის ნივთები იყიდება. 
  • სავაჭრო ობიექტში ნივთის შეძენა – გამომცემლობის მაღაზიაში მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ნივთის ყიდვა ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით. 
  • დისტანციური ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც დაიდო გამომცემლობასა და მომხმარებელს შორის სავაჭრო ობიექტის გარეთ, გამომცემლობის ოფიციალურ ვებსაიტზე. 
  • ნაკლის მქონე ნივთი – გამომცემლობის სავაჭრო ობიექტში ან დისტანციური ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ნივთი, რომელიც დაზიანებულია, არ შეესაბამება მოთხოვნილ საქონელს ან პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ აღწერას, შეუძლებელია მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ ან/და ნივთი შეიცავს იმგვარ დეფექტს, რომელიც აშკარაა ან საშუალო დონის ობიექტური მომხმარებლის თვალში აღნიშნული ნივთი აღიქმება ნაკლის მქონედ და აღნიშნული ნაკლის არსებობის შესახებ წინასწარ ცოდნის შემთხვევაში, მომხმარებელი უარს იტყოდა ნივთის ყიდვაზე. ნივთი ნაკლის მქონედ არ მიიჩნევა, თუკი იგი შეიცავს უმნიშვნელო ნაკლს ან თუკი შეძენილი ნივთის შინაარსი მიუღებელია მომხმარებლისთვის. 
  • უმნიშვნელო ნაკლი ისეთი ნაკლი, რომელიც არ ცვლის ნივთის ერთიანობას, კონსისტენციას, შინაარს, ფორმას, ფერს, გამოყენების დანიშნულებას/მიზნობრიობას ან შეუძლებელს არ ხდის ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. 
  • ხელშეკრულებიდან გასვლა მომხმარებლისგან ხელშეკრულებაზე უარის თქმა გამომცემლობისთვის ნივთის უკან დაბრუნების გზით, ხოლო გამომცემლობის მიერ მომხმარებლისთვის ნივთში გადახდილი თანხის მომხმარებლისთვის უკან დაბრუნება (უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით). 
  • ნაკლის მქონე ნივთის ჩანაცვლება – იგივე ან მსგავსი ნივთით ნაკლიანი საქონლის ჩანაცვლება ან ამ ნაკლის უსასყიდლოდ შეკეთება. 
  • ნაკლის მქონე ნივთის ჩანაცვლება − ანალოგიური ან მსგავსი ნივთით ნაკლიანი საქონლის ჩანაცვლება ან არსებული ნაკლის უსასყიდლოდ შეკეთება. 
  • პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით. 
  • მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება გამომცემლობის მიერ.
  • სიახლეების გამოწერა − მარკეტინგული მიზნით მომხმარებლის მონაცემების დამუშავება. 
  • მარკეტინგი − ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით. 
  • ვებსაიტი/საიტი – გამომცემლობის ოფიციალური ვებსაიტი: www.sulakauri.ge 

დამატებითი დებულებები
  • ეს დოკუმენტი საჯაროა, გამოქვეყნებულია „სულაკაურის გამომცემლობის“ ოფიციალურ ვებსაიტზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის. 
  • ინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პირობები სავალდებულოა შესასრულებლად ხარეებისთვის და მოქმედებს უვადოდ.
  • გამომცემლობას უფლება აქვს, ეს დოკუმენტი და პირობები ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს. შეცვლის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება გამომცემლობის ოფიციალურ ვებსაიტზე, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც მომხმარებელს ნებისმიერ დროს ექნება. 
  • მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ წესრიგდება ამ დოკუმენტით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით. 
საკონტაქტო ინფორმაცია

შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“

საიდენტიფიკაციო კოდი: 204931164

რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #150

ელფოსტა: info@sulakauri.ge; support@sulakauri.ge

ტელეფონის ნომერი: +995 32 291 11 65 

Facebook: https://www.facebook.com/sulakauripublishing; https://www.facebook.com/sulakauribookshop

Instagram: https://www.instagram.com/sulakauri_publishing/; https://www.instagram.com/sulakauri_kids/

წესები და პირობები

საიტზე რეგისტრაცია

მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დისტანციური ელექტრონული არხების მეშვეობით ესტუმროს გამომცემლობის ვებსაიტს. ვებსაიტზე მოხვედრის შემდეგ, მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება „წესებსა და პირობებს“ და აძლევს გამომცემლობას თანხმობას დაამუშავოს მისი მონაცემები, მათ შორის Cookie ფუნქციონალები (მზა ჩანაწერები), საიტზე არსებული „პერსონალური მონაცემების დამუშავების“ პოლიტიკის შესაბამისად. 

საიტზე მოხვედრის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს წიგნების კატალოგს და თავად წიგნების შესახებ ინფორმაციას, აირჩიოს შესაბამისი კატეგორია (მხარტვრული და არამხატვრული ლიტერატურა, საბავშვო წიგნები, საგანმანათლებლო წიგნები), მოიძიოს ინფორმაცია გამომცემლობის მაღაზიების შესახებ (ადგილმდებარეობა, სამუშაო საათები), გაეცნოს ინფორმაციას ავტორების შესახებ, გაეცნოს ბლოგებს, სერიებს, მოიძიოს ინფორმაცია ფასდაკლებების, დაგროვილი ქულების, ანგარიშის დეტალების, გამომცემლობის საქმიანობისა და მისი ისტორიის შესახებ, გაეცნოს საიტის „წესებსა და პირობებს“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ პოლიტიკას, მოიძიოს საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტა), ასევე საკუთარი სურვილით გამოიწეროს სიახლეები ველში „გამოიწერე“ საკუთარი ელფოსტის განთავსების გზით ან რეგისტრაციისას შესაბამისი ველის მონიშვნით. 

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საიტზე და შექმნას პირადი პროფილი, რისთვისაც უნდა მიუთითოს თავისი ელფოსტის მისამართი და სასურველი პაროლი. მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს Google ან Facebook რეგისტრაციით. 

რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს გაეხსნება კუთვნილი ანგარიში (პროფილი) და კალათა, რის შემდეგაც ეძლევა შესაძლებლობა შეარჩიოს მისთვის სასურველი ლიტერატურული ნაწარმოები/ნივთი კალათაში განსათავსებლად. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელი შეძლებს ქულების დაგროვებას და სასურველი პროდუქტის „ჩემი სურვილების“ სიაში დამატებას, მოგვიანებით შესაძენად. Მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს გამომცემლობის ნივთი რეგისტრაციის გავლის გარეშეც.   

შეუძლებელია მომხარებელმა ერთი და იმავე ელფოსტით შექმნას ორი ან მეტი ანგარიში (პროფილი). 

საიტით სარგებლობის დროს მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს სასურველი პროდუქტი, სადაც დეტალურად გაეცნობა პროდუქტის შესახებ ინფორმაციას. 

მომხმარებელს უფლება აქვს დაამატოს სასურველი რაოდენობისა და სახეობის პროდუქტი კალათაში.  

კალათაში დამატების შემდეგ მომხმარებელი ხედავს და ეცნობა შეკვეთის ჯამური ღირებულების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ: 

  • პროდუქტების ღირებულება; 
  • მიწოდების საფასური; 
  • ჯამური ფასი; 
  • მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეძენის დროს ისარგებლოს ფასდაკლების კუპონით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ასევე, რეგისტრაციის გავლის გზით შეძენის შემთხვევაში, დააგროვოს ქულები. 

მხმარებელს უფლება აქვს შეძენამდე ნებისმიერ დროს გააუქმოს კალათაში არჩეული პროდუქცია. 

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მომხმარებელი გადავა გადახდის გვერდზე, სადაც იგი ვალდებულია დეტალურად შეავსოს შესაბამისი ნიშნით (* – ნიშანი ვარსკვლავი) განსაზღვრული ველები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებს სასურველი ნივთის შეძენას. 

სავალდებულო მონაცემები, რომელიც უნდა შეივსოს შეკვეთის გაფორმებისას:  

  • სახელი 
  • გვარი 
  • ელფოსტა 
  • ტელეფონი 
  • ქალაქი/მუნიციპალიტეტი 
  • ქუჩის მისამართი 
  • საფოსტო ინდექსი 
  • მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის გასაფორმებლად მონიშნოს ღილაკი გავეცანი: წესები და პირობები & პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებს შეკვეთის განთავსებას. 

გთხოვთ, შეკვეთის განთავსებამდე დეტალურად გაეცნოთ კალათაში არსებულ პროდუქციასა და გადახდის გვერდზე თქვენ მიერ შეყვანილ პერსონალურ ინფორმაციას. არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, გამომცემლობა იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მომხმარებლის წინაშე. 

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს გადახდის ორი მეთოდი: ბარათით გადახდა ან საბანკო გადარიცხვა. ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს შესაბამისი საბანკო ბარათის მონაცემები. საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში მომხმარებელმა თანხა უნდა გადარიცხოს გამომცემლობის ანგარიშის ნომერზე, რომელიც შეკვეთის გაფორმების შემდეგ გაეგზავნება მითითებულ ელფოსტაზე. ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში. შეკვეთის განთავსების შემდეგ მომხმარებელს ელფოსტაზე მიეწოდება შესაბამისი ინვოისის დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს შეკვეთის და გადახდილი/გადასახდელი საფასურის შესახებ ინფორმაციას. ასევე, ინფორმაცია შეკვეთის შესახებ მომხმარებელს მიუვა ტელეფონის ნომერზე. 

ანგარიშზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ შეძლებს სასურველი წიგნის შეკვეთას. 

შეკვეთის განთავსებამდე მომხმარებელი ვალდებულია დეტალურად და ყურადღებით გაეცნოს საიტზე არსებულ წესებსა და პირობებს, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას, წიგნის/ნივთის შესახებ საიტზე არსებულ ინფორმაციას და შეკვეთის დეტალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამომცემლობა პასუხს არ აგებს არასასურველი ნივთის შეძენაზე, გარდა წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 

უფლებები და ვალდებულებები
  • კლიენტი ვალდებულია, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს დისტანციური მომსახურების არხების გამოყენებას.
  • კლიენტი პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერ ოპერაციაზე, რომელიც ჩატარდება დისტანციური მომსახურებით. 
  • გამომცემლობა არ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა დისტანციური მომსახურების არხით კლიენტის უზრუნველყოფა კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების, მათ შორის, გამომცემლობის სისტემის ან დისტანციური მომსახურების არხის შეფერხების, სისტემის განახლების ან/და გაუმჯობესების, გამო. 
  • კლიენტი უფლებამოსილებას ანიჭებს გამომცემლობას, შეასრულოს ყველა ზეპირი ან ელექტრონული მითითება, რომელსაც კლიენტი გასცემს (ან ჩანს, რომ გასცა) დისტანციური მომსახურების არხის საშუალებით, მათ შორის კლიენტი თანახმაა და უფლებამოსილებას ანიჭებს გამომცემლობას, კლიენტის მიერ დისტანციური მომსახურების არხით გაგზავნილი დავალების საფუძველზე უზრუნველყოს კლიენტისათვის დაგროვების ბარათის გახსნა გამომცემლობის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. 
  • დისტანციური მომსახურებისას გამომცემლობა არ არის პასუხისმგებელი: ა) კლიენტის მოწყობილობების ან პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობით გამოწვეულ ნებისმიერ შეფერხებაზე; ბ) ვირუსზე ან სხვა მსგავს პრობლემაზე, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დისტანციური მომსახურებით სარგებლობასთან. 
  • გამომცემლობა უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეაჩეროს/შეწყვიტოს დისტანციური მომსახურება. კომპანია მიიღებს ზომებს, რათა კლიენტს შეატყობინოს დისტანციური მომსახურების დროებით შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე ელექტრონული შეტყობინების ან სხვა საშუალებით, თუმცა აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა არ იწვევს კომპანიის პასუხისმგებლობას. 
დისტანციურად დადებული ხელშეკრულება
  • მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსება და შეკვეთის საფასურის სრულად გადახდა დისტანციური ხელშეკრულების დადების საფუძველია. 
  • მომხმარებლის მიერ ღილაკზე „შეკვეთის განთავსება“ დაჭერისა და შეკვეთის წარმატებულად განთავსების შემთხვევაში, მხარეთა შორის იდება დისტანციური მომსახურების ხელშეკრულება. მომხმარებლისგან დისტანციური მომსახურების არხით გაცემული თანხმობა (გარიგების პირობებზე) უთანაბრდება შესაბამის გარიგებაზე კლიენტის ხელმოწერას და ეს თანხმობა ჩაითვლება სამართლებრივი ძალის მქონედ გამომცემლობის მიერ დისტანციური მომსახურების არხით კლიენტის თანხმობის მიღების მომენტიდან. 
  • დისტანციური ხელშეკრულების დადების შემდეგ, გამომცემლობა იღებს ვალდებულებას, მომხმარებელს მიაწოდოს მის მიერ შეკვეთილი პროდუქტი უნაკლო მდგომარეობაში. შეკვეთის მიწოდება თბილისის მაშტაბით ხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს, ხოლო რეგიონში მაქსიმუმ 6 სამუშაო დღის ვადაში. მიწოდების ვადები გამომცემლობის მიერ შესაძლებელია შეიცვალოს ცალმხრივად. 
  • შეკვეთის მიწოდების შემდეგ, მომხმარებელმა შეკვეთის მიღებიდან 14 დღის ვადაში უნდა  დააყენოს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიიჩნევა, რომ მომხმარებელმა მიიღო შესრულება, შეძენილი ნივთი უნაკლოა, ხოლო გამომცემლობა არ იქნება ვალდებული დაიბრუნოს შეძენილი ნივთი.  
დისტანციური ხელშეკრულებით შეძენილი ნივთის დაბრუნების პირობები
  • კლიენტს უფლება აქვს დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე უარი თქვას ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 
  • კლიენტი ვალდებულია 14 დღის ვადაში ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინოს გამომცემლობას ელექტრონული განცხადების (ფორმის) წარდგენით (მეილი ან სოციალური ქსელების დახმარებით). 
  • მომხმარებელი ვალდებულია ნივთის დაბრუნების შესახებ ელექტრონულ განაცხადში (ფორმაში) მიუთითოს:
    1. სახელი, გვარი;
    2. ელფოსტის მისამართი;
    3. ფაქტობრივი მისამართი, სადაც მიიღო შეკვეთა;
    4. შეკვეთის განთავსების თარიღი;
    5. შეკვეთის მიღების თარიღი;
    6. ხელმოწერა (თუ განცხადება ქაღალდზეა შევსებული);
    7. განცხადების შევსების თარიღი. 
  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ, მხარეთა შორის დადებული დისტანციური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ქარწყლდება, ხოლო მხარეები ვალდებულები არიან, დაუბრუნონ ერთმანეთს მიღებული ნივთი/თანხა. 
  • კლიენტის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის დროს, გამომცემლობა ვალდებულია, კლიენტს გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად (მათ შორის, მიწოდების ხარჯები), ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარულ დღეში. 
  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომცემლობას უფლება აქვს უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ ნივთს არ დაიბრუნებს ან კლიენტისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე მოხდება; გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამომცემლობამ თავად იკისრა ნივთის უკან წაღება. 
  • კლიენტს გადახდილი თანხა აუნაზღაურდება იმავე საშუალებით, რომელიც ნივთის შეძენისას გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი თანხმობას აცხადებს გადახდის სხვა საშუალებაზე და მას დამატებითი ხარჯი არ ექნება. 
  • კლიენტი ვალდებულია, განცხადების წარდგენის შემდეგ, 7 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუბრუნოს შეძენილი ნივთ(ებ)ი გამომცემლობას ან ნდობით აღჭურვილ მესამე პირს. დაბრუნება ხდება შეძენილი ნივთ(ებ)ის გამომცემლობის სავაჭრო ობიექტში ადგილზე მიტანის ან საფოსტო/საკურიერო კომპანიის მომსახურების საშუალებით, რომლის ხარჯებსაც ანაზღაურებს კლიენტი.  
  • იმ შემთხვევაში, თუკი გამომცემლობამ მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომსახურება სრულად გასწია, მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას. 

გამომცემლობას უფლება აქვს უარი უთხრას კლიენტს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, თუ დაბრუნებული ნივთი დაზიანებული ან შეცვლილია. 

სავაჭრო ობიექტში შეძენილი ნივთის დაბრუნების პირობები

კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს ადგილზე შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება ყოველგვარი საფუძველის გარეშე, შეძენის დღე. ამისთვის საჭიროა ადგილზე წარმოადგენოს შეძენილი ნივთი და მისი შეძენის დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტი (ჩეკი). 

ასევე, კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა ან შეძენილი ნივთის ჩანაცვლება, თუ შეძენილი ნივთი ნაკლის მქონეა. შეძენილი ნივთი ნაკლის მქონედ ჩაითვლება მაშინ, თუ სავაჭრო ობიექტში ადგილზე დათვალიერებით შეუძლებელი იყო ამ ნაკლის აღმოჩენა/შემჩნევა:

  • კლიენტმა ნაკლის აღმოჩენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიმართოს გამომცემლობის ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს და ადგილზე წარმოადგენოს შეძენილი ნივთი და მისი შეძენის დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტი (ჩეკი). კლიენტი, ასევე, ვალდებულია, დაადასტუროს ნაკლის არსებობა. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის შეუსრულებლობის/დარღვევის შემთხვევაში, გამომცემლობას უფლება აქვს, უარი თქვას წინა პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. ეს პუნქტი არ იქნება გათვალისწინებული, თუკი შეძენილი ნივთი შეიცავს უმნიშვნელო ნაკლს. 
  • გამომცემლობას უფლება აქვს, უარი უთხრას კლიენტს ნაკლის მქონე ნივთის ჩანაცვლებაზე, თუკი ეს ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია. 

გაყიდული ნივთის კლიენტისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით გაფუჭების რისკი. 

დაგროვების ბარათით სარგებლობის პირობები

საიტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ქულების დაგროვების სისტემაში. დაგროვების სისტემის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ყოველ შენაძენზე დააგროვოს ქულები, შემდგომში პროდუქტებში გადაცვლისა და ფასდაკლებების მიღების მიზნით, შემდეგი პირობებით: 

  • ქულები გროვდება ნებისმიერ შენაძენზე. ყოველი დახარჯული 1 ლარი 1 ქულის ტოლფასია, დაგროვილი 20 ქულა კი 1 ლარს უდრის. 
  • ქულების გამოყენება შეგიძლიათ კალათის ან გადახდის გვერდზე, შეკვეთის გაფორმების დროს. თქვენ მიერ დაგროვილი ქულები შეგიძლიათ ავტომატურად გადაცვალოთ ფასდაკლებაში. 
  • ქულების გადაცვლა შესაძლებელია ფასდაკლების ვაუჩერშიც – შეკვეთის გაკეთების გარეშე. ვაუჩერს კი, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს გაუგზავნით (ამისათვის უნდა შეხვიდეთ „ჩემ ანგარიშში“, შემდეგ – „მართე შენს ქულაში“. აქ დაგროვილი ქულების სასაჩუქრე კუპონში კონვერტაციას ადვილად შეძლებთ). 

შენიშვნა: საიტზე ქულებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ზოგადი დებულებები
  • წინამდებარე პოლიტიკა (შემდგომში – პოლიტიკა) ადგენს მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა და მათთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის დამუშავების, მათ შორის, შეგროვების, აღრიცხვის/ჩაწერის, ორგანიზების და შენახვის ძირითად წესებს. ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფარგლებს, მიზანს, წყაროს, მიმღებს და „სუალაკაურის გამომცემლობის“ მომსახურების მიღების
     დროს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან პირობებს. 
  • „სულაკაურის გამომცემლობა“, მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და ახორციელებს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს პერსონალური მონაცემების არასანქცირებული წვდომის, გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, ცვლილების, განადგურების ან სხვა უკანონო ქმედებებისგან დაცვის მიზნით. 
  • „სულაკაურის გამომცემლობის“ ვებსაიტზე არსებულ ინფორმაციაზე ან/და მომსახურებაზე   წვდომით/გამოყენებით პირი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პოლიტიკას, მასში ასახული პირობები გასაგები და ნათელია და ეთანხმება მათ. ასევე, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ სისტემაში რეგისტრაციისა და მომსახურებებით სარგებლობის დაწყების შემდგომ, აღნიშნული პოლიტიკა ხდება მომსახურების პირობების განუყოფელი ნაწილი და მოქმედებს მასთან ერთად. 
მონაცემების დამუშავების დანიშნულება, მიზანი და საჭიროება

გამომცემლობის მიერ მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მათი შესაბამისი მოცულობით. 

გამომცემლობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს კლიენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას მომსახურების გასაწევად, საბითუმო ვაჭრობისათვის, დაგროვების ბარათით სარგებლობისა და მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მარკეტინგის მიზნით სარეკლამო/მარკეტინგული შინაარსის შეტყობინებების გაგზავნისათვის. 

 

აღნიშნული მიზნით გამომცემლობა ამუშავებს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორებიცაა:

  • სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, კლიენტის Facebook ან Google პროფილი (ელექტრონული ავტორიზაციის განხორციელების მიზნით). 

 

გამომცემლობამ შესაძლებელია დაამუშავოს კლიენტის პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის: 

  • მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 
  • მონაცემთა სუბიექტისათვის შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნა/ჩაბარება; 
  • გამომცემლობის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება ან/და მონაცემთა სუბიექტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; 
  • მარკეტინგული მიზანი, რაც გულისხმობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობით გამომცემლობის მიერ სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას/დაგეგმვას; 
  • გამომცემლობის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად. 
  • ერთჯერადი გარიგების დასადებად; 
  • მომსახურების მისაწოდებლად (მაგ.: დაგროვების ბარათის გახსნა და სხვა), მათ შორის, შეკვეთის დამუშავებისთვის, მისი მოტანისთვის და სხვა; 
  • მომხმარებლის მომსახურების ინტერაქტიურ ფუნქციებში მონაწილეობის დასაშვებად, თუკი არსებობს შესაბამისი თანხმობა; 
  • მომსახურებისას ჩატარებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისთვის შესატყობინებლად; 
  • მომსახურების შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც, მათ შორის, გულისხმობს შეკვეთების, შენახული (მოწონებული) და კალათაში დამატებული პროდუქტების ანალიზს, სტატისტიკური მონაცემების ანალიზს, მომხმარებელთა ქცევას და სხვა; 
  • მომხმარებლის მიერ გამომცემლობის პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის; 
  • საიტზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გამოსაგზავნად, როგორიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელების ან ავტორიზაციის გავლის შეტყობინებები; 
  • კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის და აუდიტორული კომპანიებისთვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის; 
  • სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და რეპორტების მოსამზადებლად;  
  • ახალი პროდუქტების, სისტემებისა და მომსახურებების შესამოწმებლად; 
  • გამომცემლობის ბრენდების, პროდუქტების და მომსახურების განვითარებისთვის/გაუმჯობესებისთვის; 
  • გამომცემლობის სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის; 
  • დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის ანგარიშების შესადგენად; 
  • შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით;  
  • პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში მომხმარებლების დასახმარებლად; 
  • მომხმარებლის ანგარიშის ან/და გამოწერის, ვადის ამოწურვის და განახლების, ელფოსტით მისაღები მითითებების და ა.შ. შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის; 
  • გამომცემლობის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის; 
  • მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღებისა და პრობლემებზე რეაგირებისთვის. 

 

გამომცემლობა ამ დოკუმენტში მითითებული საფუძვლებით ამუშავებს ქვემოთ მოცემულ პერსონალურ მონაცემ(ებ)ს: 

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია − მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, საფოსტო ინდექსი, ქალაქი/მუნიციპალიტეტი;
  • სახელშეკრულებო ინფორმაცია − ინფორმაცია გამომცემლობის მიერ გაწეული მომსახურებისა და მოწოდებული პროდუქტების შესახებ;
  • კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები − ელექტრონული ფოსტით, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები;
  • საჯარო მონაცემები − საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია;
  • გამომცემლობის მიერ შექმნილი მონაცემები − გამომცემლობის მიერ კლიენტის შესახებ მონაცემების ანალიზის შედეგად შექმნილი მონაცემები (მაგ. მონაცემები კლიენტის ქცევის, პრეფერენციების, რისკის რეიტინგის და ა.შ. შესახებ);
  • ტექნოლოგიური მოწყობილობის შესახებ მონაცემები − IP მისამართი, მზა ჩანაწერები (cookies), აპლიკაციის ლოგები, ქცევითი მონაცემები, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა.
მონაცემების შეგროვების წყარო
  • გამომცემლობის მომსახურების ან/და პროდუქტის მიღების მიზნით მონაცემთა სუბიექტის გამომცემლობისათვის ნებისმიერი ფორმით მიმართვა; 
  • გამომცემლობის მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა; 
  • მონაცემთა სუბიექტის მიერ გამომცემლობის ოფიციალური ვებსაიტის და მისი ფუნქციონალების (მაგ. ჩათის) გამოყენება; 
  • საჯარო წყაროები და მესამე პირები, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას და საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. 
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

გამომცემლობის მიერ პერსონალურ მონაცემთა  დამუშავება ხორციელდება კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ (გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა) და მისი ღირსების შეულახავად, კანონმდებლობით ნებადართულ შემთხვევებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, მე-5 მუხლი, 24-ე და მე-12 მუხლების შესაბამისად.

 

დამუშავების საფუძვლებია: 

  • მონაცემთა სუბიექტის ნებაყოფლობითი თანხმობა, მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე. 
  • მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დადება. 
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, მათ შორის, კანონმდებლობით გამომცემლობაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. 
  • მომსახურების მიზნით მონაცემთა სუბიექტის განცხადების (მათ შორის ელექტრონული ფორმით) განხილვა, მისთვის მომსახურების გაწევა. 
  • გამომცემლობის ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა. 
  • მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა (მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა). 
ინფორმაციის გაზიარება მესამე პირებისათვის

კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, პერსონალური მონაცემები შესაძლოა გაზიარებულ იქნას: 

  • მონაცემთა სუბიექტის წარმომადგენლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის; 
  • გარიგების მონაწილე მხარეებისათვის; 
  • კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოებისათვის; 
  • Მომხმარებლის თანხმობისა და ინფორმირებულობის შემთხვევაში, სარეკლამო/მარკეტინგული კომპანიისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნას; 
  • მომსახურების პროვაიდერებისათვის – მათ შორის და არამხოლოდ: გამომცემლობის გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, საკურიერო ან/და კვლევით ორგანიზაციებს, IT სერვისის მომწოდებლებს (მაგ. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვისები), ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს; 
  • სხვა ფინანსური ორგანიზაციებისათვის (მაგ. კორესპონდენტი ბანკები, საერთაშორისო გადარიცხვებისას – შუამავალი ბანკები, ინვესტორები, visa, mastercard და ა.შ); 
  • გამომცემლობის პარტნიორებისათვის, რომლებიც გამომცემლობას უწევენ მომსახურებას (მათ შორის აუთსორსინგულ) ან/და ეხმარებიან მომხმარებლებისათვის საგადახდო/ფინანსური მომსახურების გაწევაში (მაგ: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია, Apple pay, Gpay, საბარათე ინსტრუმენტების მომწოდებელი და სხვა); 
  • სხვა მესამე პირისათვის მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. 
პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა

გამომცემლობა პერსონალურ მონაცემებს ინახავს: 

  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად – მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ 15 წლის განმავლობაში. 
  • ან ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში. 
მარკეტინგული მიზნით მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • გამომცემლობის ვებაიტზე რეგისტრაციის გავლისას, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მონიშნოს სიახლეების გამოწერა, რის შემდეგაც იგი აცხადებს თანხმობას გამომცემლობამ დაამუშავოს მისი მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნით. 
  • მარკეტინგული მიზნით გამომცემლობა ამუშავებს მომხმარებლის სახელს, გვარს, ელფოსტას და ტელეფონის ნომერს. 
  • მარკეტინგული მიზნით მონაცემთა დამუშავება გულისხმობს მომხმარებლის მონაცემთა დამუშავებას შემდგომში მის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე და ტელეფონის ნომერზე მარკეტინგული შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებების ან მეილების პერიოდულად მიღებაზე. 
  • გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, გამომცემლობას უფლება აქვს უარი გითხრათ იმგვარი მომსახურების გაწევაზე, რომელიც საჭიროებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას. 
  •  მომხმარებლის ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, მარკეტინგული მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მეშვეობით, რაც გულისხმობს, რომ პარტნიორ კომპანიას, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მარკეტინგის მიზნით გადაეცემა მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, შემდგომში უფლებამოსილი პირის მიერ მოკლეტექსტური შეტყობინებების მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე ან/და ელფოსტაზე გამოსაგზავნად. 
  • მომხმარებლის მიერ მარკეტინგული შინაარსის შეტყობინებების ელფოსტაზე მიღების შესახებ ინფორმირებული თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, „სულაკაურის გამომცემლობა“ იყენებს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „ბრევოს“ (https://www.brevo.com/) პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ავტომატური ელექტრონული შეტყობინებების (მეილების) დაგზავნას ადრესატის ელფოსტაზე (საკონტაქტო ინფორმაცია: contact@brevo.com). 
  • გამომცემლობას უფლება აქვს, მარკეტინგის მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემები დაამუშავოს 15 წლის ვადით, თუკი არ იქნება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შესახებ ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღარ იარსებებს მონაცემთა დამუშავების საფუძველი. გამომცემლობას ასევე უფლება აქვს მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს 15 წლის ვადით, ხოლო ამავე საფუძვლით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შესახებ მომხმარებლის წარდგენის შემთხვევაში, შეწყვეტიდან 1 წლის ვადით. 
მონაცემთა უსაფრთხოება
  • მონაცემთა სუბიექტის შესახებ დამუშავებული მონაცემების შენახვა ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 
  • გამომცემლობაში მიღებულია მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები (მათ შორის, მონაცემთა ფსევდონიმიზაცია, მონაცემებზე წვდომის აღრიცხვა, ინფორმაციული უსაფრთხოების მექანიზმები (კონფიდენციალურობა, მთლიანობა, ხელმისაწვდომობა) და სხვა). 
  • უზრუნველყოფილია პერსონალურ მონაცემთა დაცვა მონაცემთა დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, წაშლისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან. 
  • გამომცემლობას განსაზღვრული აქვს მისი ნებისმიერი თანამშრომლის უფლებამოსილებების შესაბამისად პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ფარგლები და ახდენს თანამშრომელთა მიერ პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების ფაქტების თავიდან აცილებას, გამოვლენასა და აღკვეთას, მათ შორის, ახორციელებს თანამშრომელთა ინფორმირებას მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხების შესახებ. 
  • გამომცემლობის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში ან რომელსაც აქვს პერსონალურ მონაცემებზე  წვდომა, ვალდებულია, რომ არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, დაიცვას პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოება და კონფიდენციალურობა, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების (მათ შორის, მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების)  შესაბამისად. 
ტექნიკური ინფორმაცია და მზა ჩანაწერები (Cookies)

საიტით სარგებლობისას გამომცემლობა ამუშავებს მომხმარებლის ტექნიკურ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს კომპიუტერის ინტერნეტ-პროტოკოლის მისამართს (IP მისამართს), ბრაუზერის ტიპს, ბრაუზერის ვერსიას, ჩვენი მომსახურების გვერდებს, საიტზე შემოსვლის დროსა და თარიღს, საიტის გვერდებზე გატარებულ დროს, მოწყობილობის უნიკალურ იდენტიფიკატორებს და სხვა დიაგნოსტიკურ მონაცემებს. 

გამომცემლობის ვებსაიტზე ყოფნისას გამომცემლობა მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი და გამოცდილება. შესაბამისად, გამომცემლობის ვებსაიტით სარგებლობისას გამომცემლობა აგროვებს ე.წ. მზა ჩანაწერებს ვიზიტორების შესახებ. 

მზა ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებსაიტით სარგებლობისას ვიზიტორის გამოცდილების პერსონალიზების და გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებგვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნებით. 

მზა ჩანაწერების მეშვეობით დგინდება ოპერაციული სისტემის ვერსია, მოწყობილობის მოდელი და მოწყობილობის სხვა უნიკალური იდენტიფიკატორები, ვებსაიტზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაცია, ონლაინ ნავიგაციის ისტორია, ბრაუზერის შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც გამომცემლობის ვებსაიტზე განხორციელდა, რა გეოლოკაციიდან განხორციელდა წვდომა და რა ენაზე მოხდა ინფორმაციის გაცნობა. 

გამომცემლობის ვებსაიტზე ვიზიტისას ვიზიტორს/კლიენტს აქვს შესაძლებლობა დაეთანხმოს/არ დაეთანხმოს მზა ჩანაწერების გამოყენებას, გარდა მკაცრად აუცილებელი cookies ფაილებისა, რომლებიც აუცილებელია, გამომცემლობის ვებსაიტზე სხვადასხვა ფუნქციების გამოყენებისათვის და ვებსაიტის მუშაობისთვის. მკაცრად აუცილებელი cookies ინახება ვიზიტორის კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში ან სხვა მოწყობილობაში, რომლითაც ხდება ვებსაიტზე ვიზიტი და მოქმედებს მხოლოდ შეზღუდული დროით. 

 

გამომცემლობა იყენებს შემდეგი სახის მზა ჩანაწერებს: 

  • სესიურ მზა ჩანაწერებს: სესიური ქუქი-ფაილები, რომლებიც გამოიყენება გამომცემლობის მომსახურების მართვისთვის. 
  • უპირატესობის მზა ჩანაწერებს: უპირატესობის მზა ჩანაწერებით ხდება იმ მონაცემის დამახსოვრება, რომელიც ადგენს თქვენს უპირატესობებს და გამოყენებულ პარამეტრებს. 
  • უსაფრთხოების მზა ჩანაწერებს: უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გამომცემლობა იყენებს უსაფრთხოების მზა ჩანაწერებს. 
  • სარეკლამო მზა ჩანაწერებს: სარეკლამო ქუქი-ფაილები გამოიყენება მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი სარეკლამო შეტყობინებების მისაღებად. 

 

გამომცემლობას უფლება აქვს, აუთსორისნგზე დაიქირაოს მესამე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კომპანიას დაეხმარება სპეციალური მომსახურების მიზნით (მომსახურების სრულყოფის ავტომატიზაციის, მომსახურების მონიტორინგის/მეთვალყურეობის და ანალიზის, ქცევითი რემარკეტინგის, საგადასახადო მომსახურებისთვის). გამომცემლობა არ ამუშავებს საგადასახადო მომსახურების დროს გამოყენებული ბარათის მონაცემებს. ამ ინფორმაციას პირდაპირ იყენებს მესამე პირი საგადასახადო სისტემების სახით, ის თქვენს პერსონალურ ინფორმაციას საკუთარი უსაფრთხოების/ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად გამოიყენებს. საგადასახადო სისტემების ეს მოქმედება შეესაბამება საგადასახადო ბარათების ინდუსტრიის (PCI) უსაფრთხოების სტანდარტების საბჭოს მიერ დადგენილ საგადასახადო ბარათების ინდუსტრიის მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტს (PCI-DDS). ეს საბჭო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Visa, Mastercard, American Express. 

გამომცემლობის მიერ შემოთავაზებულ მომსახურებას შეიძლება ჰქონდეს ბმული, რომელიც მომხმარებელს ამისამართებს სხვადასხვა საიტზე (მაგ. YouTube, Soundcloud და სხვ.). გამომცემლობა პასუხისმგებლობას არ იღებს სხვა საიტებზე გადამისამართების დროს მიყენებული ზიანის გამო. 

მონაცემთა სუბიექტის უფლებები

მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია: 

  • მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ. 
  • გაეცნოს გამომცემლობაში დაცულ მონაცემებს და მიიღოს პერსონალურ მონაცემთა შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით. 
  • მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება. 
  • მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ: 
  • გაითხოვს თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს. 
  • მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება. 
  • მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ. 
  • მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ: 
  • სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე. 
  • მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტს არ სურს მათი წაშლა და ითხოვს მხოლოდ მათ დაბლოკვას; 
  • მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი ესაჭიროება სამართალწარმოების მიზნით. 
  • მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა. 
  • არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა. 
  • ნებისმიერ დროს გაითხოვოს/უარი თქვას მონაცემთა დამუშავების თაობაზე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. გამომცემლობა შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას და წაშლის უკვე დამუშავებულ მონაცემებს, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 
  • თუ მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა და ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოს გამომცემლობისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემების პორტირება ანუ სტრუქტურირებული, გამოყენებადი და ელექტრონული ფორმით მიღება ან მათი სხვა დამმუშავებლისთვის გადაცემა. 
  • ავტომატიზებული საშუალებებით მონაცემთა სუბიექტის შესახებ ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს, მოითხოვოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართულობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ავტომატიზებული საშუალებებით მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის თანხმობით, აუცილებელია ხელშეკრულების დასადებად/შესასრულებლად ან გათვალისწინებულია კანონით. 
  • მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს. 
მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა

მონაცემთა სუბიექტის ზემოთაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის: 

  • სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს. 
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს. 
  • დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას. 
  • ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს. 
  • მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. 
  • მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას. 
  • სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას. 
  • სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას. 

 

უფლებების შეზღუდვის ზომას გამომცემლობა იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით. 

მომხმარებლის ვალდებულებები

მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.  

თუ გსურთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით ან განახორციელოთ დამატებითი ქმედება, გთხოვთ მოგვმართოთ გამომცემლობის ელფოსტაზე. თქვენი მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ გონივრულ ვადებში.