- 2026
- 164
- 13.00 X 19.50
- 9789941379147
- რბილი
მიაჩნია პერეირას
„უსამშობლოები“ – ასე მოიხსენიებდნენ ფორმიანი თუ ადამიანის ფორმადაკარგული პოლიციელები 1938 წლის პორტუგალიაში მათ, ვინც ბედავდა და ხმას იმაღლებდა, მიწისქვეშეთიდან იბრძოდა თუ ქუჩებსა და ტროტუარებზე ამაყად დგებოდა დიქტატორ სალაზარის, მოახლოებული ფაშიზმის, ცენზურის, ჩანერგილი აგენტურის, მოსმენისა და ყველაფერი ადამიანურის წაშლის წინააღმდეგ.
ნობელის პრემიის პრეტენდენტად არაერთგზის მოხსენიებული იტალიელი მწერლისა და პორტუგალიური ენის პროფესორ ანტონიო ტაბუკის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, „მიაჩნია პერეირას“, სწორედ მაშინ გამოსცეს, როდესაც ოლიგარქი სილვიო ბერლუსკონი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ვადით მოვიდა. ისტორიული კონტექსტის მქონე რომანი მკითხველმა უმალ აღიქვა ერთგვარ წინასწარმეტყველებად, რომელიც ჯერ იტალიაში ახდა, სხვადასხვა დროს კი მუწუკებივით ამოიზარდა განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალებში.
