International Playwriting Competition 2011
ახალგაზრდა ქართველი მწერალი და დრამატურგი bbc-ის International Playwriting Competition 2011–ის გამარჯვებული გახდა. 6 კაცისგან შემდგარმა ჟიურიმ მისი პიესა "ნავიგატორი" 1000 სხვა პიესას შორის გამოარჩია.
მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ უყუროთ დაჯილდოვების ცერემონიალს, ასევე პიესის ჩაწერის პროცესს და მოუსმინოთ ინტერვიუს ლაშა ბუღაძესთან.
აქ კი შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ ჟიურის წევრებს.
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" ულოცავს ლაშა ბუღაძეს ამ დიდ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.








