ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • განწყობის ანთროპული თეორია შოთა ნადირაშვილი 

    „განწყობის ანთროპული თეორია“ აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის ეპოქალური  ნაშრომია, რომელშიც  მან განავითარა და ახალ საფეხურზე აიყვანა უზნაძის განწყობის თეორია.

    კალათში დამატება ფასი: 20.9 ლარი
  • მოდის ახალი წელი!

    ეს ფერადი წიგნი თოვლის პაპას ქვეყანაში გამოგზაურებს. იქ წინასაახალწლოდ დიდი აურზაურია. ყდაზე მოთავსებულ პატარა წიგნუკებში მოთხრობილი სახალისო ამბები კი უფრო ახლოს გაგაცნობს თოვლის ბებოს და თოვლის პაპას.

    კალათში დამატება ფასი: 11.9 ლარი
  • კეთილი სელაპი

    ეს პატარა, კეთილი სელაპი მალე გახდება თქვენი შვილის საყვარელი მეგობარი. მასთან ერთად ისწავლის, რომ მეგობრების დახმარება კარგი საქციელია.

     

    აიქნიეთ და დაიქნიეთ წიგნი ყუაზე მითითებული ისრების მიმართულებით და ბავშვებს სელაპის ყუყუნა ხმა მოასმენინეთ.

    კალათში დამატება ფასი: 7.9 ლარი
  • ცნობისმოყვარე ჭუკი

    ეს პატარა ცნობისმოყვარე ჭუკი მალე გახდება თქვენი შვილის საყვარელი მეგობარი. მასთან ერთად აღმოაჩენს, რა საინტერესო და ლამაზია ცხოვრება.

     

    აიქნიეთ და დაიქნიეთ წიგნი ყუაზე მითითებული ისრების მიმართულებით და ბავშვებს ჭუკის ყიყინი მოასმენინეთ.

    კალათში დამატება ფასი: 7.9 ლარი
  • დრუსილა ზაზა ბიბილაშვილი 

    ბავშვობის ასაკიდან ახალგამოსული სანდრო ხელაია აღმოაჩენს, რომ საკუთარი ტყუპისცალი და უყვარს. მალე სანდრო მოულოდნელი შეთქმულების მსხვერპლი ხდება, რაც საბედისწეროდ განსაზღვრავს მის დანარჩენ ცხოვრებას. უნებლიეთ ამბოხებული მთავარი გმირის გზა სავსეა შფოთით, შემთხვევითობით, ტაბუირებული კითხვებით, შურისძიების წყურვილით, რეალური განცდებითა და სიურეალური ისტორიებით... "დრუსილა" არის ფანტასმაგორიული რომანი ღმერთზე და სიყვარულზე, რომელიც აღწერს ერთი ადამიანის ორ ცხოვრებას, დასაწყისიდან დასასრულამდე.

    კალათში დამატება ფასი: 11.9 ლარი
  • ორპირი თბილისი სტოკჰოლმი ზურა ოდილავაძე 

    ზურა ოდილავაძის ახალი რომანი თანამედროვე საქართველოში მცხოვრები მამაკაცის ამბავს მოგვითხრობს. საქართველოს ერთ-ერთი რაიონის - ორპირის მკვიდრი დავითი ("ჯორდანო") ვაშაკიძე მომაკვდავი სნეულიდან ნობელის პრემიამდე საინტერესო გზას გადის. რომანი შეფარული ირონიით გვიამბობს, როგორ სძლევს მთავარი გმირი საბჭოეთიდან გადმოყოლილ მითოლოგიურ,მ უკრიტიკო და ბატონყმურ ცნობიერებას. დავით ვაშაკიძის შემდგომი წინსვლა ორი გზით მიდის: 1. შემოქმედებითი ზრდა და 2. საპირისპირო სქესთან წარმატება. ქართულ "სექსუალურ რევოლუციის" კვლევასთან ერთად, რომანი საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სხვა ასპექტსაც ეხება: მის "სულს" - ეკლესიას; "თავს" - მმართველ ელიტას; "კიდურებს" - ხალხს; უმთავრესი მაინც მკითხველისთვის იმის ჩვენებაა, თუ როგორ შეძლო ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა საბჭოური ინერტულობისაგან თავის დაღწევა და უიმედობის დამარცხება.

    კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • ქათამო, კვერცხი დადე!

    ერთხელ ერთმა ზარმაცმა ქათამმა კვერცხის დადება არ მოისურვა და მის გამო მთელი ქვეყანა აირ-დაირია - კატამ კინაღამ თაგვი შეჭამა, თაგვმა ქამარი დაღრღნა, ქამარმა მჭედელი დაახრჩო, მჭედელმა დანა გადაადნო, დანამ ხარი დაკლა, ხარმა მთელი წყალი დალია, წყალმა ცეცხლი ჩააქრო, ცეცხლმა წკეპლა დაწვა, წკეპლამ კი ზარმაცი ქათამი მიტყიპა. არა, მართლა კი არა, კინაღამ...

    კალათში დამატება ფასი: 1 ლარი
  • იმპერატორის ახალი ტანსაცმელი

    ერთ პრანჭია იმპერატორს ორმა ყალთაბანდმა უთხრა, ისეთ დახვეწილ ტანსაცმელს შეგიკერავთ, ბრიყვებს მისი დანახვის უნარი არ ექნებათო. გაიხარა იმპერატორმა, საუცხოო ტანისამოსიც მექნება და ჩემს სამეფოში რამდენი ბრიყვი ცხოვრობს, იმასაც შევიტყობო. თუმცა, როცა ქუჩაში ტრუსისამარა გაბრძანდა, მიხვდა, როგორ გაასულელეს. ამ ყველაფერს დაწვრილებით ზღაპრიდან შეიტყობ.

    კალათში დამატება ფასი: 1 ლარი
  • ბაბაიაგა

    ავმა დედინაცვალმა ტაშა კუდიან ბაბაიაგასთან გაგზავნა. იფიქრა, დედაბერი გოგონას შეჭამს და მასზე ზრუნვა აღარ დამჭირდებაო. მაგრამ მოხერხებულმა გოგონამ თავი დააღწია ბავშვიჭამია კუდიანის მოჯადოებულ სახლ-კარს და შინ, მამასთან დაბრუნდა. როგორ მოახერხა ტაშამ ეს, ზღაპრიდან დაწვრილებით შეიტყობ.

    კალათში დამატება ფასი: 1 ლარი
  • სინდბად-მეზღვაურის მოგზაურობა

    ღარიბ მებარგულ სინდბადს ბედმა გაუღიმა: ის მდიდარმა მეზღვაურმა სინდბადმა გაიცნო, დაუმეგობრდა და თავისი თავგადასავალიც უამბო. საოცარი ცხოვრება გამოევლო მეზღვაურ სინდბადს, გემით რამდენჯერმე ემოგზაურა და რა არ გადახდენოდა თავს. მისი ამბავი მთელი მსოფლიოს ბავშვებმა იციან. წაიკითხე და შეიტყვე შენც.

    კალათში დამატება ფასი: 1 ლარი