ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • ბერძნულ-რომაული მითები (11-12 წლიდან) მაკა მიქელაძე 

    მითები ახალი არ არის, ამიტომ, შესაძლოა, უკვე არაერთი მითოლოგიური წიგნი წაგიკითხავს და იცი, რომ ჭექა-ქუხილის ღმერთი ზევსია, სიყვარულისა – აფროდიტე, სიბრძნისა – ათენა, ომისა – არესი... მაგრამ ის თუ იცი, როგორ გაჩნდა სიყვარულის ყვავილი ვარდი? როგორ დაარსდა ულამაზესი ქალაქი რომი და ვინ ან რამ იხსნა იგი განადგურებისგან? როგორ გაჩნდა ფარშევანგი და რატომ ტირის ტირიფი? წაიკითხე ეს პატარა, საინტერესო ამბები ღმერთების, გმირებისა და უბრალო მოკვდავების შესახებ და ყველა ამ კითხვაზე პასუხი გეცოდინება.

    ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ შემოთავაზებული სერია "მოსწავლის ბიბლიოთეკა" 50-ზე მეტ წიგნს აერთიანებს  და განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე იციან კითხვა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს წიგნის შინაარსის, თემატიკისა და სიდიდის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ, "მოსწავლის ბიბლიოთეკა" სამ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა:

    7-8    წელი - წიგნები  მარტივი შინაარსითა და ლექსიკით
    9-10   წელი - წიგნები მარტივი შინაარსით და უფრო რთული ლექსიკით
    11-12  წელი - რთული ფაბულის მქონე სქელტანიანი წიგნები

    მოსწავლის ბიბლიოთეკა დაეხმარება მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.

    ISBN: 978-9941-15-974-9 კატეგორიები: საბავშვო საკითხავი  ტეგები:   გვერდების რაოდენობა: 160 ყდა: რბილი ფორმატი: 14,5X21.5 გამოცემის თარიღი: 2013 კალათში დამატება ფასი: 5.9 ლარი
    გაზიარება