ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • რომანი და პიესები ავგუსტ სტრინდბერგი 

    იუჰან ავგუსტ სტრინდბერგს (1849-1912), შვედური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელს, საერთაშორისო აღიარება ძირითადად დრამატურგიამ მოუტანა; თუმცა, მისი ორმოცწლიანი შემოქმედება მოიცავს სხვა ჟანრის ნაწარმოებებსაც. 

     

    სტრინდბერგის მთელი ლიტერატურული მემკვიდ­რე­ობა განმსჭვალულია ავტობიოგრაფიულობით. მისი რთული და ბობოქარი პირადი ცხოვრება და გატაცებები იმ დროის პოპულარული იდეებით (დარვინიზმითა თუ ოკულტიზმით) ხშირად უქმნიდა მას არაერთმნიშვნელოვან, სკანდალურ რეპუტაციას. წინააღმდეგობრიობა სტრინდბერგის ერთგვარი სამარკო ნიშანია. იგი მრავალი ხელოვანისთვის გახდა შთაგონების წყარო, მათ შორის გენიალური შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანისთვისაც.    

     

    კრებულში წარმოდგენილი სამი პიესიდან "ზმანება" სამართლიანად მიიჩნევა მოდერნისტული დრამატურგიის შედევრად; "ფრეკენ ჟული" კლასიკური ნატურალისტური დრამაა, რომელიც მსოფლიოს სათეატრო რეპერტუარში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმული პიესაა. საქართველოში ის 2012 წელს "სამეფო უბნის თეატრშიც" დაიდგა. "მასზე ძლიერი" კი სტრინდბერგის კიდევ ერთი ინოვაციის, მონოდრამის მცირე ნიმუშია.     

     

    კრებულში ასევე შესულია რომანი "ჰემსელები" – სტრინდბერგის შემოქმე­დების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. მასში აღწერილია სტოკჰოლმის არქიპელაგის კუნძულ ჰემსეს მცხოვრებთა ყოველდღიური ყოფა და წინა პლანზეა წამოწეული საზოგადოებაში ადამიანის თვითდამკვიდრების პრობლემა, რასაც ავტორი ზედმიწევნით კარგად იცნობდა. რომანის მთავარი პერსონაჟების – მადამ ფლუდისა და მისი ვაჟის, გუსტენის პროტოტიპებიც რეალური პიროვნებები არიან. თავის დროზე სტრინდბერგი მკაცრად გააკრიტიკეს პროვინციული შვედეთის ყოველდღიური ცხოვრების მისეული აღქმის გამო – იმდენად, რომ რომანის გამოცემის შემდეგ (1887 წ.) მწერალს არქიპელაგზე ჩასვლაც კი აუკრძალეს.

     

    მთარგმნელები: ლიკა ჩაფიძე, ბაკურ სულაკაური, დათო გაბუნია

     

    ISBN: 978-9941-15-778-3 კატეგორიები: თარგმნილი პროზა  მსოფლიო კლასიკა  ტეგები: რომანი და პიესები  ავგუსტ სტრინდბერგი  თარგმნილი პროზა  მსოფლიო კლასიკა  გვერდების რაოდენობა: 343 ყდა: მაგარი ფორმატი: 15x22 გამოცემის თარიღი: 2013 კალათში დამატება ფასი: 15.9 ლარი

    ასევე შეიძინეთ ელექტრონული ვერსიები

    გაზიარება