ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • ძველი საბერძნეთი იმდროინდელი წარწერებისა და დოკუმენტების მიხედვით

    ბერძნული ცივილიზაცია ხმელთაშუაზღვისპირეთში ძვ.წ. მესამე ათასწლეულიდან გავრცელდა ჯერ კრეტასა და მიკენში, შემდეგ კი – ათენში, კორინთოსა და მაკედონიაში.

    წიგნი ძველი ბერძნების სამყაროს აცოცხლებს და მოგვითხრობს ლაშქრობებზე, კანონებზე, მითებზე, რელიგიურ რწმენებსა და მემორიალებზე.

    წიგნში ნახავთ მინოსური "ხაზოვანი A", მიკენური "ხაზოვანი B" და ძველი ბერძნული დამწერლობების სხვა ნიმუშებს, რომელთაც თიხის ფირფიტებზე, ბრინჯაოს დეკორატიულ დისკოებზე, ტაძრების კედლებზე, კენჭისყრის დისკოებსა და თიხის ნაკეთობებზე ვხვდებით.

    წიგნში ნაჩვენებია რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლი, მათ შორის: მინოსური ფესტოსის დისკო, არქილოქეს მონუმენტი, აგორას კიდურა ქვები, გორტინის კოდექსი, ათენური ოსტრაკონები, არისტოტელეს ჰერმები და პაროსის მარმარილო.

    ISBN: 978-9941-15-445-4 კატეგორიები: საბავშვო შემეცნებითი  ტეგები: წარწერები  ბერძნული ცივილიზაციები  ათენი  კორინთო  მაკედონია  გვერდების რაოდენობა: 64 ყდა: მაგარი ფორმატი: 20 X 26 გამოცემის თარიღი: 2011 კალათში დამატება ფასი: 10.9 ლარი
    გაზიარება