-
აივენჰო II ნაწილი
უოლტერ სკოტი
ისტორიული რომანების კლასიკოსის – უოლტერ სკოტის "აივენჰო" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. ერთმანეთთან დახვეწილად შერწყმული მე-12 საუკუნის ინგლისის ისტორია და ცნობილი, დასამახსოვრებელი პერსონაჟების ამაღელვებელი ამბები მკითხველს შუა საუკუნეების "მხიარულ ინგლისში" მოგზაურობას ჰპირდება.
ISBN: 978-9941-15-237-5 კატეგორიები: საბავშვო საკითხავი მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის ტეგები: გვერდების რაოდენობა: 312 ყდა: რბილი ფორმატი: 13X20 გამოცემის თარიღი: 2010
სამეფო კარის ინტრიგების, ნორმანთა მიერ დაპყრობილი საქსონელების უძველესი სამეფო დინასტიის აღდგენისთვის ბრძოლისა და რაინდული ასპარეზობების პარალელურად ცნობილი მეფე-ჯვაროსანი – რიჩარდ ლომგული ქვეყანაში დახეტიალობს და „შავი რაინდის" სახელით ებრძვის მტრებს. მეფისა და მისი ერთგული რაინდის – მამაცი უილფრედ აივენჰოს, მშვენიერი ებრაელი მკურნალი ქალის – რებეკას, კეთილშობილი, ლეგენდარული ყაჩაღის – რობინ ჰუდისა და მრავალი საინტერესო პერსონაჟის თავგადასავალი ყველა თაობის მკითხველს ერთნაირად იზიდავს.
ფასი: 6 ლარი
გაზიარება









