ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • "ველური დასავლეთის" მხედრები ირაკლი მახარაძე 

    ირაკლი მახარაძე კინორეჟისორი, მკვლევარი. 

    თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული. გადაღებული აქვს დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები: "ლელოს შემობრუნება", "უაილდ ვესთის მხედრები", "ვინც მოვიდა გაუმარჯოს!" "გურული ფირალები", "დიმიტრი შევარდნაძე". 

    არის ავტორი წიგნებისა: "გურული მხედრები ამერიკაში", "ერთი მუჭა ვესთერნი", "გურული ფირალები", "რუსულ-ქართული ტერორი 1880-1924", "ქართველები ამერიკაში". მისი სტატიები იბეჭდება ქართულ და ამერიკულ ჟურნალებში. არის ავტორი საფოსტო მარკისა "გურული მხედრები ამერიკაში".

    კალათში დამატება ფასი: 6.9 ლარი
  • თოვლი ორჰან ფამუქი 

    "ეს რომანიც პოსტმოდერნისტულია. მე არ გეუბნებით, აი, სიმართლე, აი, რეალობა-მეთქი. მე ვწერ იმას, რაც უბრალოდ სარკეში ირეკლება და როგორც შემიძლია, ვკამათობ ამაზე."  

    ორჰან ფამუქი

    გერმანიიდან 12 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული პოეტი კა თვითმკვლელი გოგონების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად საზღვრისპირა ქალაქ ყარსში ჩადის. ყარსში გადაუღებლად თოვს და გზები იკეტება. კა ქუჩა-ქუჩა, დუქნიდან დუქანში დადის და ცდილობს, გაიცნოს ქალაქი და მისი მოსახლეობა. ყარსის ჩაიხანები უსაქმურებითაა სავსე. საინტერესო თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ მოულოდნელად ვითარება იცვლება – ანკარიდან ჩამოსული პატარა თეატრალური დასი, თავგადაკლული ისლამისტები, სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები, პოლიტიკური დაჯგუფებების წევრები, სასტუმრო "ქარპალასის" მეპატრონე და მისი ქალიშვილები კასთან ერთად სისხლიანი გადატრიალების მონაწილენი ხდებიან.

    კალათში დამატება ფასი: 15.9 ლარი
  • LATERNA MAGICA ინგმარ ბერგმანი 

    "წარსულის თითოეულ სურათს ლუპით ვაკვირდები და ვცდილობ, ჩემს ბუნდოვან გრძნობებში გავერკვე". 

    ინგმარ ბერგმანი

    თეატრისა და კინოს ცნობილი შვედი რეჟისორი, ინგმარ ბერგმანი, რომელიც არაერთი თეატრალური და კინოპრემიის ლაურეატია, მემუარული ჟანრის წიგნში "LATERNA MAGICA" მკითხველს გულახდილად უამბობს თავისი უაღრესად საინტერესო და ვნებებით სავსე ცხოვრების შესახებ და დაწვრილებით იხსენებს ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი ფილმებისა თუ სპექტაკლების შექმნის დეტალებს. LATERNA MAGICA სპეციალურად ქართველი მკითხველისთვის შვედურიდან ითარგმნა და პირველად გამოდის ქართულ ენაზე.

     

    კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • მოცემულობა დავით ქართველიშვილი 

    ამ მცირე რომანის მთავარ გმირად "მოცემულია" დეტექტივი გახარია. იგი არაა ჩვეულებრივი დეტექტივი – შეუძლია უკვე გამოძიებული მკვლელობის დეტალებს ჩაუღრმავდეს არა საქმის გახსნის მიზნით, არამედ იმიტომ, რომ მოკლულის ახლობლებთან საუბრით ცხოვრებისეული დასკვნები გამოიტანოს. მეოცნებე და საკუთარ სამყაროში გამოკეტილი დეტექტივი სხვადასხვა როლს ირგებს, რომელთა საშუალებით არა ჩახლართულ საქმეებს, არამედ საკუთარ თავსა და ცხოვრებას, როგორც არსებობის ყველაზე მთავარ მოცემულობას, აანალიზებს. 

    კალათში დამატება ფასი: 5.9 ლარი
  • მოგზაურობა სიზმარეთში დავით ზურაბიშვილი 

     

    გიორგი და ანასტასია წითელი აგურის პატარა, კოხტა სახლში ცხოვრობენ. ძალიან უყვართ ზღაპრები, განსაკუთრებით ჯადოქრებზე, ურჩხულებსა და პრინცესებზე. ხშირად დაქრიან ოთახებში სათამაშო ხმლებით, სახაზავებით, საბერტყი ჯოხებით და ეომებიან წარმოსახვით "ბოროტებს". ხან ჩხუბობენ კიდეც და უფროსებსაც აბრაზებენ. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი ბავშვები არიან...

    ერთ დღესაც ამ ონავარ ბავშვებს ფერია გამოეცხადებათ და საოცარი ქვეყნის, სიზმარეთის შესახებ უამბობს... ამ ქვეყანაში თურმე ჯადოქრები, ჭინკები, ქაჯები, მაქციები, ვამპირები და სხვა უცნაური არსებები ბინადრობენ. მათ შორის ყველაზე საშიში იდუმალ-ავბედითი ქვეყნის, შავეთის იმპერატორი საურ-მაგია, რომელსაც განუზრახავს, სრულიად სიზმარეთის იმპერატორი გახდეს და ყველგან წყვდიადის მეუფება დაამყაროს, მერე კი დედამიწასაც შემოუტიოს და მთელ მსოფლიოს დაეპატრონოს. ბავშვებს ზუსტად სამი დღე და სამი ღამე აქვთ ჯადოსნური სიზმარეთისა და დედამიწის გადასარჩენად. 

     

    კალათში დამატება ფასი: 11.9 ლარი
  • მათემატიკა მაგნიტური ციფრებით

    ისწავლეთ შეკრება და გამოკლება მაგნიტური  "მათემატიკით"!

    ფერადი საბავშვო ილუსტრაციებით გაფორმებული "მათემატიკა" მაგნიტური ციფრებით, ყველა პატარას საინტერესო სავარჯიშოებით მოხიბლავს.

    კალათში დამატება ფასი: 14.9 ლარი
  • ჩანთა

    ეს ორიგინალური ჩანთა, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში, "ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტების" მიხედვით არის შექმნილი და საუკეთესო საჩუქარია უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის, რომლებიც სკოლაში წასასვლელად "ემზადებიან".

    კალათში დამატება ფასი: 26.9 ლარი
  • ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი – სიკვდილის ღრუბელი ენდრიუ ლეინი 

    შერლოკ ჰოლმსი – ამ სახელის გაგონებისას უთუოდ წარმოგიდგებათ ლაბადამოსხმული ახოვანი მამაკაცი ინგლისური ქუდითა და პირში ჩიბუხით. ართურ კონან დოილმა შერლოკ ჰოლმსის შესახებ 56 მოთხრობა და 4 რომანი დაწერა. პირველ მოთხრობაში ჰოლმსი 33 წლისაა, უკვე დეტექტივი, ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევების მქონე, ბოლო მოთხრობაში – დაახლოებით სამოცისა, საგამომძიებლო საქმეს აღარ ეწევა და სასექსის სანაპიროზე ფუტკრები ჰყავს მოშენებული. თანამედროვე ინგლისელმა მწერალმა, ენდრიუ ლეინმა კი შექმნა მთელი სერია წიგნებისა, რომლებშიც მოთხრობილია, როგორი იყო შერლოკ ჰოლმსი მანამ, სანამ ართურ კონან დოილი გააცნობდა მას მსოფლიოს; რომელ სკოლაში დადიოდა; ვინ იყვნენ მისი მეგობრები; სად და როდის ისწავლა ის ყველაფერი, რასაც მოგვიანებით ავლენდა – ლოგიკური აზროვნება, კრივი, ფარიკაობა, ვიოლინოზე დაკვრა; როდის იმოგზაურა უცხოეთში; რის ეშინოდა და ვინ უყვარდა... "სიკვდილის ღრუბელი" მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დეტექტივის პირველი "საქმეა", რომლის გახსნასაც 14 წლის შერლოკ ჰოლმსი თავის თანატოლ ბიჭთან, მეთიუ არნეტთან ერთად ცდილობს.

    კალათში დამატება ფასი: 7.9 ლარი
  • ძველი ეგვიპტე იმდროინდელი წარწერებისა და დოკუმენტების მიხედვით

     

    ძველი წელთაღრიცხვის XXXI - IV საუკუნეებში მდინარე ნილოსის ნაყოფიერ სანაპიროზე ძველი ეგვიპტე ყვაოდა. 

    აქ შეიქმნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და დიდებული ცივილიზაცია კაცობრიობის ისტორიაში.

     

    კალათში დამატება ფასი: 10.9 ლარი
  • ძველი საბერძნეთი იმდროინდელი წარწერებისა და დოკუმენტების მიხედვით

    ბერძნული ცივილიზაცია ხმელთაშუაზღვისპირეთში ძვ.წ. მესამე ათასწლეულიდან გავრცელდა ჯერ კრეტასა და მიკენში, შემდეგ კი – ათენში, კორინთოსა და მაკედონიაში.

    კალათში დამატება ფასი: 10.9 ლარი