ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი ჟან რადვანი  ნიკოლოზ ბერუჩაშვილი  კალათში დამატება ფასი: 15.9 ლარი
  • თამრო ბესო ხვედელიძე 

    წიგნი ბესო ხვედელიძის ორ მცირე რომანს ("თამრო" და "უზარმაზარი ბაზარი") აერთიანებს. მკითხველი ორივე რომანში შეხვდება ბევრისთვის ნაცნობ კოლორიტულ სახეებს, უკვე სადღაც მოყოლილ ამბებს, თუმცა სიზმრები და ხილვები, რომლებიც ამ ამბებს დაყვება თან, სრულიად რეალურ ისტორიებს დაუჯერებლობის ბურუსში ხვევს.

     

    კალათში დამატება ფასი: 6.9 ლარი
  • სესილია და ნატვრის ხე ნათია მაქაცარია 

    სესილია ჩვეულებრივი გოგონაა, რომელიც რეალურ სამყაროში ცხოვრობს: დადის სკოლაში-უკვე მერვე კლასშია, ცურავს, ხატავს, ოცნებობს... თუმცა, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით; სინამდვილეში ის მუდამ მზად არის არაჩვეულებრივი თავგადასავლებისთვის... მისი თავგადასავალი კი თითქოს ჩვეულებრივია რეალობის და ფანტაზიის შერწყმით შექმნილ უცნაურ, მაგრამ მშვენიერ, ფერადოვან სამყაროში...

    მართალია, წიგნის მთავარი პერსონაჟი გოგონაა, მაგრამ წიგნი სულაც არ არის მხოლოდ გოგონებისთვის, არც მხოლოდ მოზარდებისთვის; ეს ძალიან კეთილი ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თანაბრად ააღელვებს ყველა ასაკის ადამიანს.

    კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • პილატეს სახარება ერიკ-ემანუელ შმიტი  კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • ულისე ბაღდადიდან ერიკ-ემანუელ შმიტი  კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • ვარმშტადული პარადოქსი ჯაბა ზარქუა 

    ჯაბა ზარქუა დაიბადა 1988 წელს. სწავლობს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. რამდენიმე წელია წერს მოთხრობებს. მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებში. 2009 წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის "ალუბლობა 2009" პირველი პრემიის მფლობელი; 2010 წელს ლიტსახელების კონკურსში "მეტრო" მოიპოვა პირველი ადგილი; მისი მოთხრობები შესულია კრებულებში: "წერო", "თხუთმეტ-თხუთმეტი" და "15 საუკეთესო". "ვარმშტადული პარადოქსი" ჯაბა ზარქუას პირველი კრებულია.

    კალათში დამატება ფასი: 6.9 ლარი
  • ტუალეტში საკითხავი დათო ქარდავა 

     

    ტუალეტი განუყოფელი ნაწილია კულტურული სივრცისა, სადაც ადამიანი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს. ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი სურათია ტუალეტში საკითხავით განმარტოებული ადამიანი, რომელსაც დროის ფუჭად კარგვა ენანება და, თავის შექცევის თუ თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, გაზეთს, ჟურნალს ან სულაც, მძიმეწონიან წიგნს ეძალება. დათო ქარდავას „ტუალეტში საკითხავით“ ყველაზე მეტად ამგვარი ჩვევის მქონე ადამიანები გაიხარებენ; თუმცა წიგნში წარმოდგენილი, ტუალეტთან დაკავშირებული ლინგვისტური, ლიტერატურული თუ ისტორიული მასალა და საინტერესო ფაქტები "აკადემიურ სივრცეში" კითხვის მოყვარულ ბიბლიოფილსაც დააინტერესებს. 

     

    კალათში დამატება ფასი: 6.9 ლარი
  • გელუჩა (ტუალეტში სხარტად წასაკითხი ამბავი) დათო კოვზირიძე 

    წინამდებარე წიგნი დათო კოვზირიძის სადებიუტო რომანია – როგორც ავტორი საგანგებოდ გვაფრთხილებს, ტუალეტში სხარტად წასაკითხი. სამი დამოუკიდებელი ამბავი პარალელურად ვითარდება და დროდადრო იკვეთება, ეპილოგში კი ერთიანდება. "გელუჩა" – ესაა დღევანდელი საზოგადოების სარკე და პაროდია. ძალიან სასაცილო და კომიკური რომანი-მოზაიკა, რომელიც მოგვითხრობს თითქოს განსხვავებულ, სინამდვილეში კი შემაწუხებლად ერთნაირ ადამიანებზე.

    კალათში დამატება ფასი: 5.9 ლარი
  • განთიადი სტეფანი მეიერი 

    მომხიბლავი ვამპირისა და თინეიჯერი გოგონას სიყვარულის ეს უაღრესად ემოციური და გულისამაჩუყებელი ამბავი "განთიადით" სრულდება. საგის ბოლო, დასკვნით ნაწილში კვანძი იხსნება.

     

    კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • აგვისტოს პასიანსი აკა მორჩილაძე 

    "აგვისტოს პასიანსი" 2001 წელს გამოვიდა. უბრალოდ დეტექტიურ სიუჟეტს თხრობის გასაოცარი ოსტატობა შესანიშნავ ნაწარმოებად აქცევს.

    "იმისთვის, რომ "აგვისტოს პასეანსი" მოგეწონოს, საჭიროა უბრალო მკითხველი იყო და სხვა არაფერი. ამ წიგნს ვერ გაიგებს ის, ვინც თავს ინტელექტუალად და ზომაზე მეტად განათლებულად თვლის.  მე ჯერ არ წამიკითხავს წიგნი, რომელიც საკუთარი ძმაკაცივით შენთან ერთად ჩამოჯდება, დააბირჟავებს და გენიალურ თბილისურ ამბებს მოგიყვება."

    www.forum.ge AKACIA

    კალათში დამატება ფასი: 7.9 ლარი