-
ბუნება (ილუსტრირებული ლექსიკონი)
მაია ბლიაძე
ლია თევზაძე
ბუნების ილუსტრირებული ლექსიკონი საუკეთესო დამხმარე საშუალებაა დაწყებითი სკოლის მოსწავლეთათვის, რომლებიც პირველად ეცნობიან საბუნებისმეტყველო საგნების – ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ფიზიკისა და ქიმიის საფუძვლებს.წიგნში ნათლად და გასაგები ენითაა განმარტებული 750-მდე საბუნებისმეტყველო ტერმინი და ცნება, ამასთან ისეთი სალექსიკონო ერთეულებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში დამკვიდრდა, აქტუალურია და ფართოდ გამოიყენება საზოგადოებაში.
ფასი: 9.9 ლარი
-
მათემატიკა მაგნიტური ციფრებით
ისწავლეთ შეკრება და გამოკლება მაგნიტური "მათემატიკით"!
ფერადი საბავშვო ილუსტრაციებით გაფორმებული "მათემატიკა" მაგნიტური ციფრებით, ყველა პატარას საინტერესო სავარჯიშოებით მოხიბლავს.
ფასი: 14.9 ლარი
-
ჩანთა
ეს ორიგინალური ჩანთა, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში, "ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტების" მიხედვით არის შექმნილი და საუკეთესო საჩუქარია უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის, რომლებიც სკოლაში წასასვლელად "ემზადებიან".
ფასი: 26.9 ლარი
-
ძველი ეგვიპტე იმდროინდელი წარწერებისა და დოკუმენტების მიხედვით
ძველი წელთაღრიცხვის XXXI - IV საუკუნეებში მდინარე ნილოსის ნაყოფიერ სანაპიროზე ძველი ეგვიპტე ყვაოდა.
აქ შეიქმნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და დიდებული ცივილიზაცია კაცობრიობის ისტორიაში.
ფასი: 10.9 ლარი
-
ძველი საბერძნეთი იმდროინდელი წარწერებისა და დოკუმენტების მიხედვით
ბერძნული ცივილიზაცია ხმელთაშუაზღვისპირეთში ძვ.წ. მესამე ათასწლეულიდან გავრცელდა ჯერ კრეტასა და მიკენში, შემდეგ კი – ათენში, კორინთოსა და მაკედონიაში.
ფასი: 10.9 ლარი
-
ქალაქი მოგზაურობა დროში
პიტერ კენტი
"ქალაქი, მოგზაურობა დროში" დეტალურად მოგვითხრობს, როგორ იქცევა უძველესი დასახლება თანამედროვეობის ხმაურიან მეტროპოლისად.
დააკვირდი ნახატებს, ნახე, როგორ ენაცვლება ახალი შენობები ძველ, ოდესღაც გრანდიოზულ ნაგებობებს, როგორ თანდათანობით ქრება სიძველეები, შრეებად ილექება მიწაში და როგორ უძლებს ზოგიერთი შენობა საუკუნეების გამოცდას.
ფასი: 9.9 ლარი
-
მითიური ურჩხულები
ამ წიგნში თავმოყრილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შემზარავი არსებები, რომლებიც უხსოვარი დროიდან დღემდე აშინებენ ადამიანს.
ფასი: 12.9 ლარი
-
წივ! წივ! ჩამოსაკიდებელი ხმოვანი წიგნი
დააჭირეთ ხელი ღილაკს და მიიქციეთ თქვენი პატარას ყურადღება ხმოვანი წიგნით!
ფასი: 7.9 ლარი
-
დედა ენა მაგნიტური ასოებით
ისწავლე წერა–კითხვა მაგნიტური "დედა ენით"!
ფერადოვანი საბავშვო ილუსტრაციებით გაფორმებული "დედა ენა"
ყველა პატარას საინტერესო სავარჯიშოებით მოხიბლავს:
ფასი: 14.9 ლარი
-
მოსწავლის პირველი ენციკლოპედია, წიგნი+ინტერნეტი (სრული)
"მოსწავლის პირველი ენციკლოპედია" ცხრა ნაწილისგან შედგება, უამრავ საინტერესო საკითხს აერთიანებს და ასობით შეკითხვაზე შეიცავს პასუხს. მარტივი, ადვილად წასაკითხი ტექსტი და დეტალური ილუსტრაციები მსოფლიოს ისტორიის, გეოგრაფიის, ადამიანის ორგანიზმის, ცხოველთა სამყაროსა თუ კოსმოსის უკეთ შეცნობაში დაგეხმარება.
თუ ინტერნეტზე ხელი მიგიწვდება, შეგიძლია ესტუმრო სხვადასხვა ვებგვერდსაც, რომელთა საშუალებითაც შეძლებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
ფასი: 24.9 ლარი








