-
ქართული ანბანი
მარიამ წიკლაური
ეს მშვენიერი წიგნი ერთდროულად არის ქართული ანბანი, ილუსტრირებული ლექსიკონი და საბავშვო ლექსების კრებული. თქვენი პატარა ამ წიგნით დიდხანს გაერთობა: ისწავლის ასოებს, ნახატების დახმარებით შეეცდება ლექსიკონის გვერდებიდან სიტყვების ამოცნობას, წაიკითხავს სახალისო ლექსებს თანატოლებზე, მხიარულ ფრინველებსა და ცხოველებზე.
ფასი: 19.9 ლარი
-
მხიარული რიცხვები
ამ მიმზიდველად გაფორმებული წიგნის მიზანია, დაეხმაროს ბავშვებს, ხალისით შეაბიჯონ რიცხვების ჯადოსნურ სამყაროში. დაათვალიერებინეთ თქვენს პატარას ეს წიგნი და იგი სულ ადვილად დაეუფლება თვლას, შეკრება-გამოკლებასა და გამრავლებას.
ფასი: 12.9 ლარი
-
გოგონების წიგნი
აქ თავმოყრილი ამბები პრინცეზებზე, გემრიელი კერძების საბავშვო რეცეპტები, წერა-კითხვისა და თვლის შესასწავლი სავარჯიშოები, საბავშვო თამაშები, სახატავი დავალებები, აპლიკაციები, კროსვორდები და სხვა უამრავი საინტერესო თავსატეხი, „გოგონების წიგნს“ ყველა პატარა გოგონას საოცნებო საჩუქრად აქცევს.
ფასი: 10.9 ლარი
-
მოვემზადოთ სკოლისათვის (მათემატიკის ჩანთა)
ეს ორიგინალური ჩანთა, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში, `ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტების~ მიხედვით არის შექმნილი და საუკეთესო საჩუქარია 4-6 წლის ბავშვებისათვის – პატარებისთვის, რომლებიც სკოლაში წასასვლელად `ემზადებიან~ და ასევე პირველკლასელთათვის .
ფასი: 26.9 ლარი
-
ქართული მითები და ზღაპრები
მაკა მიქელაძე
მითებზე ამბობენ, ნამდვილია, რადგან შეუძლებელიაო. რას არ შეხვდებით ქართული მითების სამყაროში: თეთრ ჯიხვებს, უჩინარ რაშებს, შუბლვარსკვლავა ირმებს, მოტაცებულ მზეთუნახავებსა და მათ გამომხსნელ მონადირეებს; ცხრავაჟიან ქალებს, ცხრათვალა მზეს, ცხრა წყაროს, ცხრათავიან დევს, ცხრა კარასა და ცხრა მთას; ვერცხლის ტბას, ტბიდან ამოფრენილ მტრედსა და ამოვარდნილ ქარიშხალს...
ფასი: 19.9 ლარი
-
მოდი, ვნახოთ ვენახი
ცნობილი ქართული ხალხური ზღაპრის ახალი, ორიგინალური გამოცემა ახალგაზრდა მხატვრის ია ნინოშვილის ილუსტრაციებით.
ფასი: 12.9 ლარი
-
აი, მე ვხატავ ზღვის ცხოველებს
ისწავლე ზვიგენების, კუებისა და დელფინების ხატვა ოთხ მარტივ ეტაპად. ლამინირებული გვერდები ნახატის წაშლისა და თავიდან დახატვის საშუალებას იძლევა, ამიტომ ბავშვებს შეუძლიათ წიგნშივე ივარჯიშონ, სანამ ნახატს დახვეწენ.
ფასი: 8.9 ლარი
-
პატარა ფერმა
დაათვალიერებინეთ პატარებს სასაცილო და უცნაური არსებები, შეახამებინეთ სხვადასხვა ცხოველის ნაწილები და მათთან ერთად იპოვეთ ორი ნახევარი, რომელთა შეერთებითაც თქვენთვის ნაცნობ ცხოველს აღმოაჩენთ.
ფასი: 6.9 ლარი
-
ცხოველები (დაშალე და შეაერთე)
დაათვალიერებინეთ პატარებს სასაცილო და უცნაური არსებები, შეახამებინეთ სხვადასხვა ცხოველის ნაწილები და მათთან ერთად იპოვეთ ორი ნახევარი, რომელთა შეერთებითაც თქვენთვის ნაცნობ ცხოველს აღმოაჩენთ.
ფასი: 6.9 ლარი
-
აი, მე ვხატავ გარეულ ცხოველებს
ისწავლე ლომების, ჟირაფებისა და მაიმუნების ხატვა ოთხი მარტივი ეტაპის დახმარებით. ლამინირებული გვერდები ნახატის წაშლისა და თავიდან დახატვის საშუალებას იძლევა, ამიტომ ბავშვებს შეუძლიათ ივარჯიშონ, სანამ ნახატს ბოლომდე დახვეწავენ.
ფასი: 8.9 ლარი









