-
ძილი ნებისა, ტოპო - ტიპ !
იცით, ტოპო-ტიპმა რამდენი რამე ისწავლა?
მშობლებს ეხმარება და არც მეგობრებს ტოვებს გასაჭირში.
თამაშიც ძალიან უყვარს და ფაფებსაც გემრიელად მიირთმევს.
მოისმინე ძილის წინ პატარა თაგუნას თავგადასავლები და ტკბილად დაგეძინება.
თან ფერად სიზმრებსაც ნახავ...
ძილი ნებისა!
ფასი: 19 ლარი
-
ტოპო–ტიპი დაიკოს უვლის
ტოპო–ტიპს ძალიან უყვარს უმცროს დაიკოსთან თამაში, მაგრამ პატარას ჯერ კიდევ საფენი უკეთია, რაც და–ძმას ხშირად უშლის ხელს გართობაში. დროა, ტოპო–ტიპი, როგორც უფროსი და ჭკვიანი ძამიკო, დედას არა მარტო დაიკოს გართობაში, აღზრდაშიც დაეხმაროს და პატარას ქოთანზე ჯდომა ასწავლოს.
ფასი: 9 ლარი
-
ილუსტრირებული მსოფლიო კლასიკა ბავშვებისათვის
მსოფლიო საბავშვო კლასიკის ილუსტრირებული გამოცემა დამწყები მკითხველებისთვის პირველი ნაბიჯია მსოფლიო ლიტერატურის სამყაროში.
მაქსიმალურად შემოკლებული და მარტივი, ბავშვებისთვის გასაგები ენით დაწერილი ექვსი ყველაზე ცნობილი საბავშვო ნაწარმოები აუცილებლად მოეწონებათ პატარა მკითხველებს და "აიძულებს" მათ, მსოფლიო შედევრების სრული ვერსიებიც დიდი ინტერესით წაიკითხონ.
ფასი: 19.9 ლარი
-
ტოლინები
კონ იგულდენი
როდისმე გინახავს ტოლინი? თუმცა, თუ ცისფერი სათვალე არ გაქვს, ტოლინს ვერაფრით დაინახავ. ტოლინები ფერიები არ გეგონოს. მართალია, ამათაც და იმათაც ფრთები აქვთ, მაგრამ ფერიები სუსტები არიან და ტოლინები მათ ხშირად იბრიყვებენ. თუმცა, არც ტოლინებს ადგათ კარგი დღე – ცისფერი სათვალით შეიარაღებული ადამიანები მათ შუშხუნებში ტენიან და აფეთქებენ... რომ არა გონიერი ტოლინი ბენგა, აქამდე ამ ონავართა სახსენებელიც არ იქნებოდა. ეს წიგნი სწორედ ბენგას სამი გმირობის ამბავს მოგვითხრობს.
ფასი: 24.9 ლარი
-
ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო
წიგნი-ნაძვის ხე ბავშვებისთვის საუკეთესო საახალწლო საჩუქარია. ფერადოვანი გასაშლელი ნაძვის ხე და შიგ თავმოყრილი ცნობილი ქართველი პოეტების პოპულარული საახალწლო ლექსები არაჩვეულებრივი ილუსტრაციებით ბავშვების საახალწლო განწყობას ერთი-ორად აამაღლებს.
ფასი: 19.9 ლარი
-
ცხოველები (ხმოვანი წიგნი)
მოისმინე 8 ცხოველის ხმიანობა
ფასი: 35 ლარი
-
შინ წასვლის დროა, ჩემო ბაჭიავ!
ემილი ჰოუკინსი
ამ წიგნში მოთხრობილია, როგორ დაუღამდა ტყეში ბაჭიას, რომელსაც სიბნელისა ეშინოდა; როგორ გაიცნო ტყის ბინადარი ცხოველები და როგორ მიხვდა, რომ ღამე სულაც არაა საშიში, მაგრამ ჯობია, ღამით შინ გეძინოს, მეგობრებთან თამაშს კი დღისითაც მოასწრებ.
ფასი: 19.9 ლარი
-
ვიმღეროთ ერთად!
დააკვრევინეთ თქვენს პატარას საყვარელი მელოდიები და იმღერეთ მასთან ერთდ!
ფასი: 17.9 ლარი
-
დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა
ანე-კატარინე ვესტლი
ნორვეგიელმა საბავშვო მწერალმა ქალმა, ანე–კატარინე ვესტლიმ, რომელსაც თანამემამულეები "მთელი ნორვეგიის ბებიას" უწოდებენ, წიგნების მთელი სერია შექმნა ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილსა და ხალისიან ოჯახზე.
"დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა" ამ სერიის პირველი წიგნია.
ფასი: 12.9 ლარი
-
დეტექტივი კალე ბლუმკვისტი რისკზე მიდის
ასტრიდ ლინდგრენი
ბაკურ სულაკაურის გამომცელობა კალე ბლუმკვისტის თავგადასავლის მეორე წიგნის განახლებულ, შევსებულ გამოცემას გთავაზობთ.
14 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ბანდიტებით სავსე ჩიკაგოში ცხოვრობს და არც ლონდონის ჯურღმულებში... ის მშობლებთან ერთად შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს.
შესაძლოა გეგონოს, აბა, ასეთ პატარა და მიყრუებულ ადგილას საინტერესო რა უნდა მოხდესო. სხვათა შორის, ამ ქალაქის მცხოვრებლებსაც ასე ეგონათ მანამ... სანამ აქ საზარელი მკვლელობა არ მოხდა.
ჰოდა სწორედ აქ იწყება ნამდვილი თავგადასავალი. მკვლელობის საქმე დეტექტივ კალე ბლუმკვისტს აჰყავს პირად კონტროლზე, თუმცა გამოძიება გასაიდუმლოებულია და პოლიციის ძიების პარალელურად მიმდინარეობს. მიჰყევი ძიების კვალს და მიადევნე თვალი, როგორ იპოვის ნამდვილ დამნაშავეს 14 წლის დეტექტივი.
ფასი: 11.9 ლარი








