-
ჩემი პირველი ქართული ზღაპრები
წაუკითხეთ თქვენს პატარას მოკლედ და ბავშვებისათვის გასაგები ენით დაწერილი ყველაზე ცნობილი ხალხური ზღაპრები და ეს კრებული თქვენი შვილის პირველ საყვარელ საკითხავ წიგნად იქცევა!
ფასი: 9.9 ლარი
-
ჩემი პირველი სიტყვები
ეს წიგნი იმ პატარებისთვისაა განკუთვნილი, ვინც ახლა იწყებს ლაპარაკს ან სულ ახლახან ამეტყველდა. თემატურად დალაგებული სიტყვები და მათი შესაბამისი ნახატები ბავშვს გაახალისებს და თან ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში დაეხმარება.
ფასი: 9.9 ლარი
-
ჩემი პირველი გამოცანები
ამ წიგნში თავმოყრილია ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქართული გამოცანები, რომელთა გამოცნობაში პატარებს ნახატები დაეხმარება – პასუხი იმავე გვერდზეა მოცემული ნახატებს შორის. ბავშვის ვერსიის გადამოწმება შეგიძლიათ წიგნის ბოლოში.
ფასი: 9.9 ლარი
-
ზოლემია
სოფო კირთაძე
ზოლემია, მამა ზებრას უცნაურ თავგადასავალზე გიამბობთ, ერთ დილასაც ის უცნაურ რამეს შეამჩნევს თავს. მისი სხეულიდან შავი ზოლები გაქრობას იწყებენ.
ფასი: 14.9 ლარი
-
მოგზაურობა სიზმარეთში
დავით ზურაბიშვილი
გიორგი და ანასტასია წითელი აგურის პატარა, კოხტა სახლში ცხოვრობენ. ძალიან უყვართ ზღაპრები, განსაკუთრებით ჯადოქრებზე, ურჩხულებსა და პრინცესებზე. ხშირად დაქრიან ოთახებში სათამაშო ხმლებით, სახაზავებით, საბერტყი ჯოხებით და ეომებიან წარმოსახვით "ბოროტებს". ხან ჩხუბობენ კიდეც და უფროსებსაც აბრაზებენ. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი ბავშვები არიან...
ერთ დღესაც ამ ონავარ ბავშვებს ფერია გამოეცხადებათ და საოცარი ქვეყნის, სიზმარეთის შესახებ უამბობს... ამ ქვეყანაში თურმე ჯადოქრები, ჭინკები, ქაჯები, მაქციები, ვამპირები და სხვა უცნაური არსებები ბინადრობენ. მათ შორის ყველაზე საშიში იდუმალ-ავბედითი ქვეყნის, შავეთის იმპერატორი საურ-მაგია, რომელსაც განუზრახავს, სრულიად სიზმარეთის იმპერატორი გახდეს და ყველგან წყვდიადის მეუფება დაამყაროს, მერე კი დედამიწასაც შემოუტიოს და მთელ მსოფლიოს დაეპატრონოს. ბავშვებს ზუსტად სამი დღე და სამი ღამე აქვთ ჯადოსნური სიზმარეთისა და დედამიწის გადასარჩენად.
ფასი: 11.9 ლარი
-
ჩანთა
ეს ორიგინალური ჩანთა, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში, "ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტების" მიხედვით არის შექმნილი და საუკეთესო საჩუქარია უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის, რომლებიც სკოლაში წასასვლელად "ემზადებიან".
ფასი: 26.9 ლარი
-
ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი – სიკვდილის ღრუბელი
ენდრიუ ლეინი
შერლოკ ჰოლმსი – ამ სახელის გაგონებისას უთუოდ წარმოგიდგებათ ლაბადამოსხმული ახოვანი მამაკაცი ინგლისური ქუდითა და პირში ჩიბუხით. ართურ კონან დოილმა შერლოკ ჰოლმსის შესახებ 56 მოთხრობა და 4 რომანი დაწერა. პირველ მოთხრობაში ჰოლმსი 33 წლისაა, უკვე დეტექტივი, ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევების მქონე, ბოლო მოთხრობაში – დაახლოებით სამოცისა, საგამომძიებლო საქმეს აღარ ეწევა და სასექსის სანაპიროზე ფუტკრები ჰყავს მოშენებული. თანამედროვე ინგლისელმა მწერალმა, ენდრიუ ლეინმა კი შექმნა მთელი სერია წიგნებისა, რომლებშიც მოთხრობილია, როგორი იყო შერლოკ ჰოლმსი მანამ, სანამ ართურ კონან დოილი გააცნობდა მას მსოფლიოს; რომელ სკოლაში დადიოდა; ვინ იყვნენ მისი მეგობრები; სად და როდის ისწავლა ის ყველაფერი, რასაც მოგვიანებით ავლენდა – ლოგიკური აზროვნება, კრივი, ფარიკაობა, ვიოლინოზე დაკვრა; როდის იმოგზაურა უცხოეთში; რის ეშინოდა და ვინ უყვარდა... "სიკვდილის ღრუბელი" მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დეტექტივის პირველი "საქმეა", რომლის გახსნასაც 14 წლის შერლოკ ჰოლმსი თავის თანატოლ ბიჭთან, მეთიუ არნეტთან ერთად ცდილობს.
ფასი: 7.9 ლარი
-
ალისა საოცრებათა ქვეყანაში
ლუის კეროლი
ახალი სერია "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისთვის" გაგრძელებაა სერიისა "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის", ამჯერად მსოფლიო ლიტერატურის შესანიშნავი ნიმუშებით უფრო პატარები დასაჩუქრდებიან.
წყლის პირას დასთან ერთად უსაქმოდ ჯდომით მოქანცულ ალისას ძილი მოერია... და უცებ ცხვირწინ თეთრმა თვალწითელა ბოცვერმა ჩაუქროლა.
განა ჟილეტში გამოპრანჭულ ბოცვერს თქვენ არ დაედევნებოდით?! ალისაც დაედევნა და უცნაური თავგადასავალიც დაიწყო. ის, რაც წესით უჩვეულო უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – ალისამ დაუჯერებელი რამეები ჩაიდინა: ესაუბრა წრუწუნას, ითამაშა ბანქოს მეფე-დედოფალთან, წამში გაიზარდა და წამშივე დაპატარავდა...
გაჰყევით წითელთვალება კურდღელს დადევნებულ პატარა გოგონას საოცრებათა ქვეყანაში და ის ამბები, რაც ალისას გადახდა, არასოდეს დაგავიწყდებათ.
ფასი: 6 ლარი
-
მიო, ჩემო მიო
ასტრიდ ლინდგრენი
ახალი სერია "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისთვის" გაგრძელებაა სერიისა "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის", ამჯერად მსოფლიო ლიტერატურის შესანიშნავი ნიმუშებით უფრო პატარები დასაჩუქრდებიან.
ეს არის ასტრიდ ლინდგრენის უმშვენიერესი ზღაპარი პატარა ბიჭზე. მისი სახელია ბოსე, სტოკჰოლმის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს და ჰგონია, რომ არავის უყვარს...
ბიჭი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში შორეული ქვეყნის უფლისწულია, ბოსე კი არა, მიო ჰქვია და ბავშვების გადასარჩენად სასტიკ მხედარ კიტოს უნდა შეებრძოლოს...
წაიკითხეთ ეს საოცარი თავგადასავალი და შეიყვარეთ მამაცი და კეთილი მიო!
ფასი: 6 ლარი
-
ძმები გრიმების ზღაპრები
ახალი სერია "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისთვის" გაგრძელებაა სერიისა "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის", ამჯერად მსოფლიო ლიტერატურის შესანიშნავი ნიმუშებით უფრო პატარები დასაჩუქრდებიან.
ძმები გრიმების მიერ მოთხრობილი გერმანული ხალხური ზღაპრები ყველა ბავშვისთვის ნაცნობი და საყვარელი საკითხავია.
შენ, ალბათ, იცნობ ჩექმებიან კატასა და ბრემენელ მუსიკოსებს, გულად თერძსა და საზრიან გრეტელს; შეიძლება ოქროს თევზისა და ჩიტბატონას ამბავიც გაგიგია... მაგრამ ის თუ იცი, რა გადახდა თავს შიშის სასწავლად გამგზავრებულ ბიჭს, ან ვინ იყვნენ პირითოვლისა და პირივარდისა?..
ამ კრებულში კიდევ ერთხელ შეხვდებით ძმები გრიმების სასაცილო, ჭკვიან, ზარმაც თუ მოხერხებულ გმირებს.
ფასი: 6 ლარი








