ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • ჩემი პირველი ქართული ლექსები გივი ჭიჭინაძე 

    წიგნში შესულია გივი ჭიჭინაძის ყველა დროის საუკეთესო ლექსები. სახალისო, საუცხოო ილუსტრაციებით გაფორმებული ეს ლექსები თქვენი შვილის პირველ საყვარელი საკითხავ წიგნად იქცევა. 

     

    კალათში დამატება ფასი: 29 ლარი
  • ილუსტრირებული სათავგადასავლო მოთხრობები ბავშვებისათვის

    საბავშვო სათავგადასავლო მოთხრობების ილუსტრირებულ გამოცემაში შესულია ხუთი ძალიან ცნობილი ნაწარმოების შემოკლებული და ბავშვებისათვის გამარტივებული ენით მოთხრობილი ვერსიები. პატარა მკითხველი გაეცნობა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი გმირების თავგადასავალს, ნახავს მათი ფათერაკებით სავსე ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ პატარა მკითხველები შეიყვარებენ სახელგანთქმულ რაინდებს და მომავალში მათ შესახებ უფრო მეტის გაგებას მოინდომებენ.

    კალათში დამატება ფასი: 19.9 ლარი
  • უილიამ შექსპირის პიესები ბავშვებისათვის

    "მეთორმეტე ღამე", "რომეო და ჯულიეტა", "ქარიშხალი", "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მაკბეთი", "ჰამლეტი" – მხიარული ნახატებით გაფორმებული და მარტივი, ბავშვებისთვის გასაგები ენით მოთხრობილი უილიამ შექსპირის ექვსი ყველაზე ცნობილი პიესა  დამწყებ მკითხველებს მსოფლიოს ყველა დროის ამ უდიდესი დრამატურგის საოცარ სამყაროს შეაყვარებს; თითოეულ პიესაში უხვად ართული, ქართული კლასიკური თარგმანებიდან აღებული ციტატები კი ამ თარგმანების სრულად გაცნობის სურვილს აღუძრავს.

    კალათში დამატება ფასი: 19.9 ლარი
  • პატარა ობობას საათი ეკა ტაბლიაშვილი 

    პატარა ობობა ათ საათზე იღვიძებს და მერე მთელ დღეს ძალიან აზრიანად ატარებს; სულ რაღაცას საქმიანობს; სულ სადღაც მიეჩქარება, თანაც ყველა წუთი და წამი დაგეგმილი და წინასწარგანსაზღვრული აქვს. 

    კალათში დამატება ფასი: 12.9 ლარი
  • მდინარე თამარ ნადარეიშევილი 

    "ყველა ბავშვს აქვს საყვარელი ადგილი, სხვებისთვის არაფრით განსაკუთრებული. მისთვის კი ძალიან მიმზიდველი..." – ამის შესახებ ალბათ შენც გსმენია; იქნებ გაქვს კიდეც შენთვის ძალიან ძვირფასი ადგილი, სადაც საათობით ჯდომა არასოდეს მოგბეზრდება. 

     

     

    კალათში დამატება ფასი: 12.9 ლარი
  • ლაშას და ლუკას თავგადასავალი სოფო კირთაძე 

    არ გეგონოს, რომ ეს ამბავი ორ პატარა ბიჭზეა, სულაც არა! აქ ერთი ბიჭისა და მისი მეგობარი კურდღლის თავგადასავალია მოთხობილი.

    ერთ დღეს ლაშა და ლუკა აგარაკზე მიდიან და მთავარი ამბავიც სწორედ აქედან იწყება. ლუკა აგარაკზე ჩასვლის პირველივე ღამით მოულოდნელად გაუჩინარდება. ლაშა კი მეგობრის მოსაძებნად უკუნ ღამეში უღრანი ტყისაკენ გაემართება, მაგრამ მისი თავგანწირვა უშედეგოდ მთავრდება, ლუკას კვალიც კი არსად ჩანს.

    კალათში დამატება ფასი: 11.9 ლარი
  • ლუკა – მარტოდმარტო ქვეყანაზე სოფიო კინწურაშვილი 

    ლუკა ხუთი წლისაა და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. თუმცა, ერთ მშვენიერ დილას იღვიძებს და ხვდება, რომ შინ მარტოა: მხოლოდ სახლი კი არა, ქუჩაც ცარიელია, ტრანსპორტიც, მაღაზიებიც, ატრაქციონების პარკიც... ერთი სიტყვით, მის გარდა მთელ ქალაქში არავინაა. 

    კალათში დამატება ფასი: 12.9 ლარი
  • აი, ია სონია ელიაშვილი 

    ეზოში მეგობრები შეკრებილან: ია, ირინა და ოთარი. თამშობენ, თუმცა არც ისე მხიარულად, რადგან ია პატარაა და უფროსი მეგობრებივით მარდად თამაშს ვერ ახერხებს. ვერც კალატაში აგდებს ბურთს და არც დაჭერობანას თამაში გამოსდის; აი, ძაღლის გასეირნება კი ისე მთავრდება, რომ ია საბოლოოდ იბუტება: "მორჩა! აღარ გეთამაშებით!"

    კალათში დამატება ფასი: 11.9 ლარი
  • ალადინი (სამგანზომილებიანი, ხმოვანი წიგნი)

    გაჰყევი ალადინს, იპოვე ჯადოსნური ლამპარი, იმოგზაურე საოცარი მფრინავი ხალიჩით და შეებრძოლე ბოროტ ჯადოსანს.პოლ ჰესის შესანიშნავი ილუსტრაციებით გაფორმებული, საოცარი სამგანზომილებიანი ხმოვანი წიგნი ყველასთვის ცნობილ და საყვარელ აღმოსავლურ ზღაპარს შენ თვალწინ გააცოცხლებს.

    კალათში დამატება ფასი: 29 ლარი
  • სოფელში (ხხმოვანი წიგნი)

    გადაუშალეთ ეს მშვენიერი წიგნი თქვენს პატარას, მოასმენინეთ ცხოველების საოცარი ხმიანობა და წაუკითხეთ ყველასათვის საყვარელი და ცნობილი საბავშვო ნაწარმოებები ამოკრებილი იაკობ გოგებაშვილის "დედა ენიდან"

    კალათში დამატება ფასი: 35 ლარი