-
ციური მშვიდობის კარიბჭე
შან სა
შან სა ჩინელი მწერლის - იან ნის - ფსევდონიმია და ქართულად ,,ქარის ხმას” ნიშნავს.1989 წელს ტიანანმენის მოედანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ მწერალი საფრანგეთში გაემგზავრა და იმავე წელს საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია მოიპოვა.,,ციური მშვიდობის კარიბჭე” 1997 წელს გონკურის პრემიით დაჯილდოვდა.ეს რომანი პირველად გამოდის ქართულ ენაზე და სწორედ ტიანანმენის ტრაგიკული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს
ფასი: 4 ლარი
-
ნიუ-იორკული ტრილოგია
პოლ ოსტერი
"ნიუ-იორკული ტრილოგია" თანამედროვე ამერიკელი პოსტმოდერნისტი მწერლის, პოლ ოსტერის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, რომელსაც მრავალი ქვეყნის კრიტიკოსების აღიარება და არაერთი ჯილდო ხვდა წილად.
ფასი: 12 ლარი
-
ნადირობა ცხვარზე
ჰარუკი მურაკამი
"ნადირობა ცხვარზე" ჰარუკი მურაკამის პირველი ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.ეს რომანი ცნობილი "ვირთხას ტრილოგიის" ერთ-ერთი წიგნია. ნაწარმოების მთავარი გმირი, ახალგაზრდა კაცი, უცნაურ ამბავში გაეხვევა და ჰოკაიდოს მთებში მიდის ზურგზე ვარსკვლავგამოსახული ცხვრის საძებნელად. ძიების პროცესი ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას და გმირის ცხოვრებასაც ძირფესვიანად შეცვლის.
ფასი: 15 ლარი
-
პორტობელოელი ჯადოქარი
პაულო კოელიო
პაულო კოელიოს ახალი წიგნი ,,პორტობელოელი ჯადოქარი” ახალგაზრდა ქალის, ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული მშვენიერი არსების ტრაგიკული ცხოვრების ამბავია
ფასი: 7 ლარი
-
ნაივური.სუპერი
ერლენდ ლუ
25 წლის სტუდენტი ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მისმა ჩვეულებრივმა ცხოვრებამ და, საერთოდ, ყოფიერებამ აზრი დაკარგა.ის ვეღარ ხედავს საგნების ურთიერთკავშირს, აღარაფერი აღაფრთოვანებს... ბევრს ფიქრობს დროზე, კოსმოსზე, ადამიანებზე... თუმცა, ამავდროულად, ბავშვურად ცდილობს, თამაშით - ბურთის კედელზე სროლით თუ სათამაშო დაფის კაკუნით გაექცეს ყოველდღიურ ერთფეროვნებას.
ფასი: 7 ლარი
-
ვერნონ გენიოს ლითლი
დიბისი პიერი
ლიტერატურული პრემია ”საბას” გამარჯვებული 2007 წელს.
ტეხასის პატარა ქალაქ მარტირიოში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩვიდმეტი მოსწავლე ამოხოცეს.
თანაკლასელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილია 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლი, მანამდე არაფრით გამორჩეული მოსწავლე.
პოლიცია და საზოგადოება ვერნონისაგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვს, სასამართლო სიკვდილს მიუსჯის, მასმედია კი ცდილობს, იგი ახალი ლაივშოუს გმირად აქციოს...
ლიტერატურული კრიტიკის მიერ 21-ე საუკუნის ყველაზე შთამბეჭდავ დებიუტად აღიარებული "ვერნონ გენიოს ლითლის" ავტორმა, ავსტრალიელმა დიბისი პიერმა ამ რომანისთვის 2003 წელს ბუკერის პრემია მიიღო.
ფასი: 12 ლარი
-
ეშმაკი და სენიორიტა პრიმი
პაულო კოელიო
ქალი - ბედნიერების მაძიებელი. კაცი - დევნილი მტკივნეული წარსულიდან მოსული აჩრდილებით. ურთიერთობები - სიხარბით, სიმხდალითა და შიშით ნასაზრდოები...
ერთ მშვენიერ დღეს ყველა შეიძლება დადგეს დილემის წინაშე - სიკვდილი თუ ძალაუფლება - ყველამ საკუთარი გზა უნდა აირჩიოს. რას ირჩევენ ნაწარმოების გმირები: სიკეთეს თუ ბოროტებას?!
ფასი: 6 ლარი
-
კრძალვითა და ცახცახით
ამელი ნოტომი
"ბატონი ჰანრდა ომოჩის უფროსი იყო; ბატონი ომოჩი - ბატონი საიტოსი; ბატონი საიტო - ქალბატონი მორისა; ქალბატონი მორი კი - ჩემი. მე თვითონ არავისი უფროსი არ ვყოფილვარ.
ასე იწყება ამელი ნოტომის რომანი "კრძალვითა და ცახცახით", რომლისთვისაც ავტორმა 1999წელს საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია დაიმსახურა.
ბელგიელი მწერალი ამელი ნოტომი 1967 წელს დაიბადა იაპონიაში.
ამ რომანის მთავარი გმირიც ბელგიელი ახალგაზრდა ქალია, რომელიც იაპონიის ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ სწორედ ასე იწყებს თავისი თავგადასავლის თხრობას.
ფასი: 6 ლარი
-
თერთმეტი წუთი
პაულო კოელიო
სული და სხეული - სიყვარულის ალქიმია... სანამ ამას აღმოაჩენს, შვეიცარიაში ბედის საძიებლად ჩასული ბრაზილიელი მარია უამრავ მამაკაცს ხვდება, მაგრამ ვინც მის სულს ეხება, მის ხორცს ვერ აღაგზნებს, ვინც მის ხორცს ეხება, უძლურია, ჩასწვდეს მის სულს. ბედნიერებისაკენ მიმავალ გზაზე მარია ყოველგვარ დამცირებას ითმენს, მაგრამ ბოლოს მაინც ჰპოვებს საკუთარ თავსა და ნამდვილ სიყვარულს.
"თერთმეტი წუთი" ცნობილი ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს მსოფლიო ბესტსელერია.
ფასი: 7 ლარი
-
ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა
პაულო კოელიო
პაულო კოელიო დაიბადა 1947 წელს ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში.
ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მწერალია.
გამოქვეყნებული აქვს 14 წიგნი და მრავალი სტატია.
მის წიგნებს, რომლებიც 56 ენაზეა თრგმნილი, მსოფლიოში ათეულობით მილიონი ადამიანი კითხულობს.
”ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა” ტრილოგიის მეორე რომანია.
ფასი: 6 ლარი








