ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • ფლორენციელი ჯადოქარი სალმან რუშდი 

    სერ აჰმედ სალმან რუშდი 1947 წლის 19 ივნისს, მუმბაიში, მუსლიმურ ოჯახში დაიბადა. მწერალი ამჟამად ინგლისის მოქალაქე და მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია.

    კალათში დამატება ფასი: 14.9 ლარი
  • სოლარისი სტანისლავ ლემი 

    პოლონელი მწერლის, მეცნიერისა და ფილოსოფოსის, სტანისლავ ლემის რომან „სოლარისს“ სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრს უწოდებენ. იდუმალი პლანეტა სოლარისი – მოაზროვნე ოკეანე – აუხსნელი მოვლენებით აოცებს და უამრავ თავსატეხს უჩენს უცხო ცივილიზაციებით დაინტერესებულ დედამიწელებს. მეცნიერთა მცდელობას, კომუნიკაცია დაამყარონ უცნაური სუბსტანციით დაფარულ პლანეტასთან, თან სდევს უჩვეულო ამბები და ძნელია იმის განსაზღვრა, სად გადის ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის... ან იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის წარმოსახვით სამყაროში ხდება. შოტლანდიელი ლიტერატორის, დევიდ ფრინგლის მიერ შედგენილ ფანტასტიკური ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებთა ასეულში სტანისლავ ლემის „სოლარისი“ მეხუთე ადგილზეა. ნაწარმოების ორგზის ეკრანიზაციას – ანდრეი ტარკოვსკისა (1972 წ.) და სტივენ სოდერბერგის (2002 წ.) მიერ – კინოსამყაროში აღიარება მოჰყვა.

    კალათში დამატება ფასი: 8.9 ლარი
  • მეხის ქურდი (პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები) რიკ რიორდანი 

    პერსი ჯექსონი ნიუ-იორკელი ბიჭია, რომელსაც დისლექსიის გამო კითხვა უჭირს. პერსი ჰიპერაქტიურია და უკვე რამდენიმე სკოლიდან გარიცხეს. მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ მძიმდება, როცა მუზეუმში ექსკურსიაზე მყოფს ბერძნული მითოლოგიის ურჩხული დაესხმება თავს.

    კალათში დამატება ფასი: 12.9 ლარი
  • მცირე ანდერძი. ვრცელი ანდერძი. ლირიკა ფრანსუა ვიიონი 

    ფრანსუა ვიიონი, მე-15 საუკუნის პოეტი, ყველა შემდგომმა საუკუნემ, ზოგმა მეტად, ზოგმა ნაკლებად, ცნო და აღიარა, მაგრამ რაღაც ძნელად მოსახელთებელი თვისებით, რაღაც უხილავი სიმით, ყველაზე ახლობელი მაინც ჩვენი ეპოქისთვის აღმოჩნდა, რომელმაც იგი ლამის თავის თანამედროვედ, ლამის თავის მესიტყვედ მიიჩნია. არადა, მის პოეზიაში თითქოს არაფერია ისეთი, რაც მაინცდამაინც დღევანდელ ყოფას მოგვაგონებდეს.

    კალათში დამატება ფასი: 10.9 ლარი
  • ფორესტ გამპი უინსტონ გრუმი 

    ფორესტ გამპი საკუთარ თავს იდიოტს უწოდებს და გულღიად გვიამბობს საკუთარი ცხოვრების ამბავს იმ დროიდან, როცა ჭკუასუსტობის გამო სკოლაშიც არ იღებდნენ. მაგრამ მერე ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ყველაფერი გამოუვიდა. "ცხოვრება შოკოლადის ყუთს ჰგავს - არასოდეს იცი, რა შეგხვდება", - ამბობს ფორესტი და სპორტსმენის, მოხეტიალე მუსიკოსის, ომის გმირის, მოგზაურის, მილიონერის... როლებში აღმოჩნდება. ფორესტ გამპის ისტორია მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლების ამერიკელი ახალგაზრდების ფსიქოლოგიური დრამაა - ვიეტნამის ომი და მისგან გამოწვეული იმედგაცრუება, რომელმაც ამერიკაში საპროტესტო ტალღა წარმოშვა.

    კალათში დამატება ფასი: 7.9 ლარი
  • საუზმე ტიფანისთან ტრუმენ კეპოტი 

    ტრუმენ კეპოტიმ 1958 წელს გამოაქვეყნა თავისი ცნობილი მოთხრობა "საუზმე ტიფანისთან" - ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები, რაც კი ადამიანური სურვილების შესახებ დაწერილა. ხშირად ლაპარაკობენ ნაწარმოების ოსტატურად აგებულ სიუჟეტურ ქარგაზე, ავტორის მიერ პერსონაჟის ხასიათის ფსიქოლოგიურად წვდომის უნარზე, მაგრამ უმთავრესი მაინც მთავარი გმირის სახეა. ჰოლი გოლაითლი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფიგურაა, როგორც ლიტერატურულ, ისე კინოგმირთა შორის.

    კალათში დამატება ფასი: 6.9 ლარი
  • აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი პაულო კოელიო 

    იერუსალიმი ჯვაროსნებისგან შეტევას ელოდება. ჰაერი შიშითა და სისხლის სურნელითაა გაჟღენთილი. ქალაქის კედლებს შიგნით ყოველი ასაკისა და რელიგისს ადამიანი შეკრებილა, რომ ისმინოს იდუმალებით მოცული სწავლულის - კოპტის სიტყვები. ისინი ბრძენს ეკითხებიან საკუთარ შიშზე, იმედზე, მარცხსა და ბრძოლაზე, სილამაზესა და სექსზე, მისი პასუხები კი საუკუნეთა შემდგომაც ფასეულია და კვლავ შეგვახსენებს მარადიულ ადამიანურ ღირებულებებს.

    კალათში დამატება ფასი: 6 ლარი
  • ფორა ლევან ბერიძე 

    "ხტონურ ენერგიას ასხივებს "ფორა", რომლის ენაში ერთდროულად არსებობს ნეიტრალურ-დამკვირვებლური, მაკონსტატირებელი დაუნდობლობა და პარადოქსული სახით, ბრწყინვალე მანერიზმი."

    ნორმუნდს ნაუმანისი (კრიტიკოსი)

    კალათში დამატება ფასი: 8.9 ლარი
  • ვაგნერის საოპერო შემოქმედება ჩარლზ ოსბორნი  კალათში დამატება ფასი: 12.9 ლარი
  • სანჩოს გასეირნება ჰალდუნ თანერი 

    ცნობილი თურქი მწერალი ჰალდუნ თანერი (1916-1986 წწ) თავდგირიძეთა არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, შესაფერი განათლებაც მიიღო - ფართო დიაპაზონის, დიდი განათლების მქონე მწერალი, რეჟისორი, ჟურნალისტი, ევროპული ლიტერატურის მკვლევარი - ასე იცნობს მას მკითხველი.

    ითვლება, რომ ჰალდუნ თანერი იუმორისტი მწერალია, მაგრამ მკვლევართა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ "მის ნოველებში სევდა სჭარბობს სიცილს“. თუმცა, დავამატებდით - სიცილს კი არა - ღიმილს, ადამიანებისადმი დიდი სიყვარულით ნასაზრდოებ თანაგრძნობის ღიმილს. დიახ, თანერი არასოდეს იცინის. იგი სევდიანი ღიმილით გვესაუბრება ღრმად ფილოსოფიურ საკითხებზეც კი. ღიად, პირდაპირ არ ამბობს სათქმელს. მის ნოველებში მთავარია ის ბევრისდამტევი ქვეტექსტი, რომელსაც მწერალი ძუნწი, მაგრამ ზუსტი ფსიქოლოგიური დეტალებით ქმნის.

    ჰალდუნ თანერის ნოველების კრებული ქართულ ენაზე მეორედ გამოდის. ის ახალი თარგმანებითაა შევსებული.

    ლია ჩლაიძე

    კალათში დამატება ფასი: 7.9 ლარი