ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • შიმშილის თამაშები სიუზენ კოლინზი 

    თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის ტრილოგია "შიმშილის თამაშები" პირველად 2008 წელს გამოიცა და გამოსვლისთანავე დაიპყრო მსოფლიო თინეიჯერების გულები. წიგნი 27 ენაზე ითარგმნა. მსოფლიო ბესტსელერად ქცეული რომანის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო კინოეკრანებზე მის მიხედვით გადაღებული ფილმი გამოვიდა.

    კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • ფაუსტი იოჰან ვოლფგანგ გოეთე 

    მსოფლიო ლიტერატურის ეს ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც ადამიანური არსის შეცნობის პრობლემა, ღვთიურისაკენ მისი სწრაფვა მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხებითაა დახატული. დოქტორ ფაუსტსა და მეფისტოფელს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილის სიმბოლოდ, მეორე – ერთი და იმავე მოაზროვნე გონის ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარედ მიიჩნევს. საინტერესო, დრამატული ფაბულა და სულისშემძვრელი ტექსტი დღემდე აღაფრთოვანებს ლიტერატურის მოყვარულებს. ამჯერად ქართველ მკითხველს საშუალება აქვს, დავით წერედიანის ახალი თარგმანით კიდევ ერთხელ, უკეთ გაიცნოს მსოფლიო ლიტერატურის შედევრი.

     

    კალათში დამატება ფასი: 15.9 ლარი
  • ქალი ქვიშაში / ადამიანი ყუთი კობო აბე 

    „ქალი ქვიშაში“, კობო აბეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი, მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. მის მიხედვით რეჟისორმა ჰიროში ტეშიგაჰარამ 60-იან წლებში ფილმიც გადაიღო. რომანის მარტოსული გმირი, ქვიშაში ჩაფლულ სოფელში „დატყვევებული“ უბრალო მწერების შემგროვებელი ბედს არ ურიგდება და ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველანაირი ხერხით ცდილობს, რათა ნორმალურ ცხოვრებას და საკუთარ საქმეს დაუბრუნდეს, განსხვავებით „ადამიანი ყუთის“ მთავარი გმირისაგან, რომელიც საზოგადოებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაურბის, ყუთში იკეტება და ასეთი უჩვეულო ფორმით გამოხატავს პროტესტს გარე სამყაროს მიმართ.

     

     

     

    კალათში დამატება ფასი: 15.9 ლარი
  • გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა სტიგ ლარსონი 

    იძებნება სამმაგი მკვლელობისთვის! პოლიცია ეძებს ფსიქოპათ მკვლელს!

    კალათში დამატება ფასი: 10.9 ლარი
  • დედალი ვირთაგვა გიუნტერ გრასი 

    გიუნტერ გრასი – მწერალი, პოეტი, დრამატურგი, მხატვარი; ნობელის პრემიის ლაურეატი (1999 წ) დაიბადა 1927 წელს. სახელი გაითქვა პირველივე რომანით "თუნუქის დოლი", რომელიც 1959 წელს გამოვიდა. რომანში "დედალი ვირთაგვა" მწერალი  პოსტმოდერნისტული წერის მანერით უღრმავდება ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ომი და მშვიდობა, კაცობრიობის ბედი ატომური ბომბით გამოწვეული "დიდი ზათქის" შემდეგ, ეკოლოგიური კატასტროფები და სხვ. ამ შესანიშნავი თარგმანით ქართველი მკითხველი გიუნტერ გრასის შემოქმედების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს გაეცნობა.

    კალათში დამატება ფასი: 13.9 ლარი
  • ხმაური და მძვინვარება უილიამ ფოლკნერი 

     

    იოკნაპატოფას ციკლის რომანი, "ხმაური და მძვინვარება," 1929 წელს დაიწერა. ნაწარმოების სათაური აღებულია შექსპირის "მაკბეტის" ცნობილი მონოლოგიდან. მწერალი ურთიერთობის ორიგინალურ ფორმას სთავაზობს მკითხველს, რომელსაც იმდენად დიდი სამუშაოს შესრულება უხდება, უჩნდება თანაავტორობის უჩვეულო განცდა. ინფორმაციის მიღება ამ წიგნიდან უაღრესად შრომატევადი პროცესია. ფოლკნერი მიმართავს XX საუკუნის მოდერნისტული მწერლობისთვის დამახასიათებელ მეთოდს, რომელსაც ცნობიერების ნაკადს უწოდებენ. ცნობიერების ნაკადში აზრები, შეგრძნებები, მოგონებები, უეცარი ასოციაციები გამუდმებით ეჯახება ერთმანეთს. ხშირად საჭირო ხდება მიბრუნება და "ძირს დაბნეული" ნაწილების (მხედველობიდან გამორჩენილი დეტალების) აკრეფა, შეკრება, შესაბამის ადგილას ჩასმა, რითაც ამა თუ იმ ეპიზოდის, ფრაზის, პერსონაჟის ქმედების, ჟესტის  მნიშვნელობა განუზომლად, თვალსა და ხელს შუა იზრდება. 

     

    კალათში დამატება ფასი: 14.9 ლარი
  • ლურჯი ყვავილები რემონ კენო 

    სიდროლენს სამი ქალიშვილი ჰყავს; ჰერცოგ დ'ოჟსაც... სიდროლენს ცოლი დიდი ხანია, გარდაეცვალა, ჰერცოგ დ'ოჟსაც... სიდროლენს უყვარს გემრიელი სადილი და კამის ნაყენი, ჰერცოგ დ'ოჟსაც... სიდროლენს უყვარს ძილი, ჰერცოგ დ'ოჟსაც... სიდროლენს ესიზმრება, რომ ოჟის ჰერცოგია, ჰერცოგს ესიზმრება, რომ...

    იქნებ სიდროლენია ჰერცოგი დ'ოჟი? თუ პირიქით – ჰერცოგია სიდროლენი?

    და საერთოდ, რა შუაშია ლურჯი ყვავილები?

    კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • ჯადოსნური მთა თომას მანი 

    გერმანული ლიტერატურის შედევრად აღიარებული რომანი „ჯადოსნური მთა“  1924  წელს გამოვიდა. თავად ავტორის შეფასებით, ეს წიგნი უაღრესად გერმანულია, თუმცა ევროპული განმანათლებლური, აღმზრდელობითი რომანის მოდერნიზაციადაც შეიძლება ჩაითვალოს და ცოტათი – მის პაროდიადაც. 

    კალათში დამატება ფასი: 29.9 ლარი
  • ავღანური დღიურები დიანა იანსე 

    დიანა იანსე – 2010 წლიდან შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლამდე, 2004-2006 წლებში, შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლად მუშაობდა ქაბულში. სწორედ ავღანეთში გატარებულ წლებს ეხება მისი წიგნი "ავღანური დღიურები", რომელიც 2010 წლის იანვარში გამოიცა შვედეთში და ავტორს დიდი აღიარებაც მოუტანა.

    კალათში დამატება ფასი: 14.9 ლარი
  • თოვლი ორჰან ფამუქი 

    "ეს რომანიც პოსტმოდერნისტულია. მე არ გეუბნებით, აი, სიმართლე, აი, რეალობა-მეთქი. მე ვწერ იმას, რაც უბრალოდ სარკეში ირეკლება და როგორც შემიძლია, ვკამათობ ამაზე."  

    ორჰან ფამუქი

    გერმანიიდან 12 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული პოეტი კა თვითმკვლელი გოგონების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად საზღვრისპირა ქალაქ ყარსში ჩადის. ყარსში გადაუღებლად თოვს და გზები იკეტება. კა ქუჩა-ქუჩა, დუქნიდან დუქანში დადის და ცდილობს, გაიცნოს ქალაქი და მისი მოსახლეობა. ყარსის ჩაიხანები უსაქმურებითაა სავსე. საინტერესო თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ მოულოდნელად ვითარება იცვლება – ანკარიდან ჩამოსული პატარა თეატრალური დასი, თავგადაკლული ისლამისტები, სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები, პოლიტიკური დაჯგუფებების წევრები, სასტუმრო "ქარპალასის" მეპატრონე და მისი ქალიშვილები კასთან ერთად სისხლიანი გადატრიალების მონაწილენი ხდებიან.

    კალათში დამატება ფასი: 15.9 ლარი