-
მოთხრობები, წერილები, ესეები
რიჰარდ ვაგნერი
რიჰარდ ვაგნერი ასევე ცნობილია თავისი შრომებით ესთეტიკაში: ამ კრებულში დაბეჭდილი მოთხრობები, წერილები და ესეები მკაფიოდ გვიჩვენებენ კომპოზიტორის ლიტერატურულ შესაძლებლობებს. მათი წაკითხვისას ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით ხელოვანის მეამბოხე სულს და მარადი სიახლეებისაკენ მაყურებელ გენიოსს.
ფასი: 8.9 ლარი
-
ჭეშმარიტი ვაგნერიანელი
ბერნარდ შოუ
"ჭეშმარიტი ვაგნერიანელობა იმას არ ნიშნავს, რომ ვაგნერის ისეთივე ერთგული უნდა იყო, როგორც ძაღლია პატრონის ერთგული. ეს წიგნი გახლავთ კომენტარები ვაგნერის მთვარი ნაწარმოებისა, "ნიბელუნგების ბეჭდისა". მე მხოლოდ ვცდილობ გამოვთქვა აზრები" © ბერნარდ შოუ
ფასი: 8.9 ლარი
-
ტრაგედიები - ტომი X
ევრიპიდე
ევრიპიდე (ძვ. წ. 484-406) დიდ ბერძენ ტრაგიკოსთა მესამე,უმცროსი წარმომადგენელია. მისი 92 დრამიდან ჩვენამდე სრულად 17-მა ტრაგედიამ და ერთმა სატირულმა დრამამ მოაღწია. ფილოსოფიურ პრობლემებზე მსჯელობის გამო მისთვის თანამედროვეებს "ფილოსოფოსი სცენაზე" შეურქმევიათ. ევრიპიდე იყო არა მხოლოდ პოეტი, დრამატურგი, არამედ მუსიკოსიცა და მხატვარიც. მან წინ გაუსწრო თავის დროს და ტრაგედიებში გმირთა ფსიქოლოგიზმის წინ წამოწევით არა მხოლოდ ანტიკური, არამედ მსოფლიო დრამატურგიის განვითარებას მრავალსაუკუნოვანი გზა გაუხსნა. იგი არ ერიდებოდა საკუთარი ჩანაფიქრის მიხედვით თქმულებათა სიუჟეტების გარდაქმნას. "მედეაში" წინააღმდეგ მითოლოგიური ტრადიციისა, იმდენად ძლიერადაა დახატული ქმრის შურისმაძიებელი, მოტყუებული ქალის სახე, რომ მსოფლიო ლიტერატურამ მედეას სწორედ ევრიპიდესეული ინტერპრეტაცია მიიღო და შეისისხლხორცა.
ფასი: 15 ლარი
-
თებეს ტრაგედიები - ტომი IX
სოფოკლე
სოფოკლე (ძვ. წ. 496-406) ძველი საბერძნეთის კულტურის "ოქროს ხანის" სულიერების ყველაზე ნათლად გამომხატველი დრამატურგია. იგი დრამატურგიაში გაიწაფა ესქილეს ხელმძღვანელობით. მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. დაახლოებული იყო ათენის სახელმწიფოს თავკაცთან, "დემოკრატიის მამად" აღიარებულ პერიკლესთან. იყო ასკლეპიოსის კულტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი ქურუმ-მთავარი, რის გამოც ათენელებმა გარდაცვალების შემდეგ წმინდა ადგილის "გმირად" შერაცხეს და თაყვანს სცემდნენ როგორც ღვთაებას. სოფოკლეს ას ოცდაათამდე დრამიდან ჩვენამდე მოაღწია შვიდმა ტრაგედიამ. დრამატურგიაში მან შეიტანა რამდენიმე სახის სიახლე: ორი მსახიობის ნაცვლად გამოიყვანა სამი და ამით გაზარდა მოქმედების როლი; უარყო ტრაგიკულ აგონში (შეჯიბრებაში) ტეტრალოგიებით (ტრაგიკული ტრილოგიითა და 1 სატირული დრამით) მონაწილეობის ტრადიცია და დააწესა ცალკეულ ტრაგედიათა სიუჟეტური დამოუკიდებლობა.
ფასი: 15 ლარი
-
მიჯაჭვული პრომეთე / ორესტეა - ტომი VIII
ესქილე
ესქილეს (ძვ. წ. 525-456) მოღვაწეობის ხანა ბერძენსპარსელთა ომებისა და ათენის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერიოდს ემთხვევა. არისტოკრატიული წარმოშობის დრამატურგი თავად მონაწილეობდა მარათონის, სალამინის და პლატეის ბრძოლებში სპარსელთა წინააღმდეგ. "ტრაგედიის მამას" 90-მდე ნაწარმოები შეუქმნია, საიდანაც ჩვენამდე სრული სახით მოაღწია შვიდმა ტრაგედიამ. "ორესტეა", რომელიც დრამატურგს თავისი შემოქმედებითი გზის დასასრულს დაუწერია და ფილოსოფიური სიღრმითა და მხატვრული სრულყოფილებით გამოირჩევა, ჩვენამდე სრულად მოღწეული ერთადერთი ბერძნული ტრილოგიაა. ესქილესეული სახეები, განსაკუთრებით პრომეთესი, ფართოდ გავრცელდა მსოფლიო ლიტერატურაში, მხატვრობასა და მუსიკაში.
ფასი: 15 ლარი
-
ისტორია - ტომი VII
თუკიდიდე
თუკიდიდე (ძვ. წ. 465-400), ბერძენი ისტორიკოსი და წარჩინებული ოჯახის შვილი, ჰეროდოტეს უმცროსი თანამედროვეა. სოფისტების მოწაფე და მიმდევარი, იმ დროის ათენის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების აქტიური თანამონაწილე იყო. დიდად აფასებდა პერიკლეს – ათენის სახელმწიფოს აღიარებულ ლიდერს, იბრძოდა პელოპონესის ომში (ძვ. წ. 431-404). როგორც სტრატეგოსი, თრაკიის სანაპიროს დაცვისას ათენელთა ფლოტს მეთაურობდა. სპარტელებთან დამარცხების შემდეგ (ძვ. წ. 424) ათენიდან გააძევეს ოცი წლით. თავის მამულში – თრაკიაში შეუდგა "ისტორიის" წერას. თხზულება შედგება 8 წიგნისაგან და ეძღვნება პელოპონესის ომების ისტორიას, რასაც პირველი წიგნის სახით ახლავს შესავალი ნაწილი ("არქეოლოგია") – საბერძნეთის ისტორია უძველესი დროიდან პელოპონესის ომამდე. თხზულება დაუმთავრებელი დარჩა (გააგრძელა ქსენოფონმა).
ფასი: 15 ლარი
-
ისტორია - ტომი VI
ჰეროდოტე
ჰეროდოტე (ძვ. წ. 485-424), ძველი ბერძენი ისტორიკოსი, "ისტორიის მამად" წოდებული, წარჩინებულთა წრიდან იყო. ცხოვრობდა მშობლიურ ქალაქში, კუნძულ სამოსზე და ათენში. უმოგზაურია მცირე აზიაში, სიცილიაში, ეგვიპტეში, არაბეთში, ფინიკიასა და მესოპოტამიაში, სკვითიასა და კოლხეთში. მოგზაურობდა ძირითადად მეცნიერული მიზნით. ჰეროდოტემ ბერძენ-სპარსელთა ომები (ძვ. წ. V ს.) აღწერა. მას უნდოდა, ელინებისა და ბარბაროსების "გასაოცარი საქმეები და ბრძოლის მიზეზები" არავის დავიწყებოდა. ჰეროდოტეს ისტორია ცხრა წიგნადაა დაყოფილი და თითოეულს ცხრა მუზათაგან ერთ-ერთის სახელი ჰქვია. ნაწარმოები მხატვრული ენითაა დაწერილი. ძირითადი ისტორიული ამბავი შეიცავს ბევრ წიაღსვლას, ზოგი მათგანი ისტორიული ხასიათისაა, ზოგი ბელეტრისტულია (ავტორის მიერ შეთხზული ან ფოლკლორიდან მოტანილი). ამ ჩანართების მიხედვით ჰეროდოტე ევროპული ნოველისტიკის მამამთავრად გვევლინება.
ფასი: 15 ლარი
-
სენიორ პრეზიდენტი
მიგელ ანხელ ასტურიასი
მიგელ ანხელ ასტურიასი (1899-1974), ცნობილი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი და დიპლომატი, დაიბადა და გაიზარდა გვატემალაში, მაგრამ შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში – სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში გაატარა. განათლება გვატემალაში, პარიზსა და ლონდონში მიიღო.
ფასი: 15.9 ლარი
-
მე წითელი მქვია
ორჰან ფამუქი
თურქი მწერალი ორჰან ფამუქი 1952 წელს სტამბოლში დაიბადა. ის უზომოდ პოპულარულია როგორც თავის ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მიღებული აქვს არაერთი ევროპული და ამერიკული ლიტერატურული ჯილდო, 2006 წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში. ფამუქის ათამდე რომანიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული, "მე წითელი მქვია", რომელიც 30-მდე ენაზეა თარგმნილი, პირველად 1998 წელს გამოვიდა და სამ კვირაში 85 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.
ფასი: 10.9 ლარი
-
რომანი და პიესები
ავგუსტ სტრინდბერგი
იუჰან ავგუსტ სტრინდბერგს (1849-1912), შვედური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელს, საერთაშორისო აღიარება ძირითადად დრამატურგიამ მოუტანა; თუმცა, მისი ორმოცწლიანი შემოქმედება მოიცავს სხვა ჟანრის ნაწარმოებებსაც.
სტრინდბერგის მთელი ლიტერატურული მემკვიდრეობა განმსჭვალულია ავტობიოგრაფიულობით. მისი რთული და ბობოქარი პირადი ცხოვრება და გატაცებები იმ დროის პოპულარული იდეებით (დარვინიზმითა თუ ოკულტიზმით) ხშირად უქმნიდა მას არაერთმნიშვნელოვან, სკანდალურ რეპუტაციას. წინააღმდეგობრიობა სტრინდბერგის ერთგვარი სამარკო ნიშანია. იგი მრავალი ხელოვანისთვის გახდა შთაგონების წყარო, მათ შორის გენიალური შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანისთვისაც.
ფასი: 15.9 ლარი









