ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • ვენერას სიზმარი აკა მორჩილაძე 

    საღამოს პირზე გაღვიძებულმა ბუმ ტყეში მომხდარი ფათერაკების შესახებ მწერალს უამბო. მწერალმა ბუს ნაამბობს შენიშვნები და განმარტებები დაურთო, რამაც რომანს საინტერესო და ორიგინალური სახე მისცა.

    კალათში დამატება ფასი: 7 ლარი
  • მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი აკა მორჩილაძე 

    სანტა ესპერანსას მთავარი დეტექტივი მისტერ დიქსლი სანტა სიტიში მომხდარ მკვლელობას იძიებს. ის საქმის მასალებს ინახავს თავის სეიფში, რომლის გასაღებიც მკითხველის ხელშია.

    კალათში დამატება ფასი: 21 ლარი
  • ბოლო ზარი ლაშა ბუღაძე 

    თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, ნინჩოს, ოცდაერთი წლის კრიმინალი ნადრიკუჩა უყვარს, ამავე დროს ნინჩოს მოხიბვლას მისი კლასელი დემურიც ცდილობს.
    რითი ერთობიან თბილისელი თინეიჯერები, რატომ უნდა სკოლის აფეთქება ნუციკოს, ვის შეუყვარდება დემური და რით დასრულდება ეს ყველაფერი, შეიტყობთ ლაშა ბუღაძის პირველი რომანიდან ,,ბოლო ზარი".

    კალათში დამატება ფასი: 6.5 ლარი
  • სიტყვები ზაზა თვარაძე 

    ზაზა თვარაძე დაიბადა 1957 წლის 18 მაისს თბილისში.
    1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
    გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული ,,მოხეტიალე”, ლექსების კრებული ,,ტან-ცზი”.
    ,,სიტყვები” პირველად დაიბეჭდა 1994 წელს ჟურნალ ,,ცისკარში”.

     

    კალათში დამატება ფასი: 5 ლარი
  • მოგზაურობა ყარაბაღში აკა მორჩილაძე 

    ეს წიგნი პირველად 1992 წელს, თანამედროვე საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დროს გამოიცა.
    ამიტომ აკა მორჩილაძის პირველი რომანი ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა,მაგრამ ლიტერატურის მოყვარულებს დღემდე ახსოვთ იგი.
    ზოგი კი მიიჩნევს, რომ ”მოგზაურობა ყარაბაღში” მწერლის საუკეთესო რომანია.

    კალათში დამატება ფასი: 9 ლარი
  • ვაიმე, ჩემო ვენახო რეზო ჭეიშვილი 

    რეზო ჭეიშვილი დაიბადა 1933 წლის 24 აპრილს ქუთაისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ოთხი მოთხრობა გამოქვეყნა 1958 წელს უნივერსიტეტის ალმანახ "პირველ სხივში". გამოცემული აქვს წიგნები:
    "ბზიანეთი", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "ცისფერი მთები", "მუსიკა ქარში", "კუდიანი ვარსკვლავი", "დალი", "კვამლი" და სხვა. "ვაიმე, ჩემო ვენახო" პირველად დაიბეჭდა 1984 წელს ჟურნალ "ცისკარში".

    კალათში დამატება ფასი: 5 ლარი