ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • ეს საოცარი საქართველო გოგა ჩანადირი 

    შეიყვარე საქართველო ხელახლა!

    ამ წიგნში თავმოყრილ ყველა ღირსშესანიშნაობას თამამად შეგვიძლია საქართველოს საოც­რებები ვუწოდოთ. ახალგაზრდა ფოტოგრაფის, გოგა ჩანადირის საავტორო შთამბეჭდავი ფოტოები, თითოეული ღირსშესა­ნიშნაობის შესახებ მოკლე, საინტერესო ინფორმაცია და რუკები დაუვიწყარ მეგზურობას გაგიწევთ ჩვენს ქვეყანაში, მას სულ სხვა თვალით დაგანახვებთ და სურვილს გაგიჩენთ, ფოტოზე აღბეჭდილი არქიტექტურული, კულტურული, ეთნოგრაფიული თუ ბუნებრივი ძეგლი ფეხდაფეხ შემოიაროთ და საკუთარი თვალით იხილოთ.

     

    კალათში დამატება ფასი: 12.9 ლარი
  • სოფელში (ხხმოვანი წიგნი)

    გადაუშალეთ ეს მშვენიერი წიგნი თქვენს პატარას, მოასმენინეთ ცხოველების საოცარი ხმიანობა და წაუკითხეთ ყველასათვის საყვარელი და ცნობილი საბავშვო ნაწარმოებები ამოკრებილი იაკობ გოგებაშვილის "დედა ენიდან"

    კალათში დამატება ფასი: 35 ლარი
  • ჩემი პირველი ქართული ზღაპრები

    წაუკითხეთ თქვენს პატარას მოკლედ და ბავშვებისათვის გასაგები ენით დაწერილი ყველაზე ცნობილი ხალხური ზღაპრები და ეს კრებული თქვენი შვილის პირველ საყვარელ საკითხავ წიგნად იქცევა!

    კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • ჩანთა

    ეს ორიგინალური ჩანთა, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში, "ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტების" მიხედვით არის შექმნილი და საუკეთესო საჩუქარია უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის, რომლებიც სკოლაში წასასვლელად "ემზადებიან".

    კალათში დამატება ფასი: 26.9 ლარი
  • ჩემი პირველი ქართული ლექსები

    წიგნში თავმოყრილია ოდაათზე მეტი ქართული საბავშვო ლექსი. აჩუქეთ თქვენს პატარას ეს ილუსტრირებული წიგნი, წაუკითხეთ და ასწავლეთ მასში თავმოყრილი ლექსები და აზიარეთ ის ქართულ საბავშვო პოეზიას!

    კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • ჩემი პირველი მოთხრობები

    წაუკითხეთ თქვენს პატარას ეს ილუსტრირებული წიგნი და მასთან ერთად იმოგზაუროეთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების სამყაროში.

    კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • მოსწავლის პირველი ენციკლოპედია, წიგნი+ინტერნეტი (სრული)

    "მოსწავლის პირველი ენციკლოპედია" ცხრა ნაწილისგან შედგება, უამრავ საინტერესო საკითხს აერთიანებს და ასობით შეკითხვაზე შეიცავს პასუხს. მარტივი, ადვილად წასაკითხი ტექსტი და დეტალური ილუსტრაციები მსოფლიოს ისტორიის, გეოგრაფიის, ადამიანის ორგანიზმის, ცხოველთა სამყაროსა თუ კოსმოსის უკეთ შეცნობაში დაგეხმარება.
    თუ ინტერნეტზე ხელი მიგიწვდება, შეგიძლია ესტუმრო სხვადასხვა ვებგვერდსაც, რომელთა საშუალებითაც შეძლებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

    კალათში დამატება ფასი: 24.9 ლარი
  • ჩემი პირველი ქართული ანბანი

    ეს წიგნი ქართული ანბანის შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე პირველკლასელებს. აქ მოცემული სახალისო ნახატები და ამ ნახატების შესაბამისი სიტყვები კითხვის შესწავლის პროცესს საინტერესოს გახდის. აჩუქეთ პატარას ეს ილუსტირირებული ანბანი და შეაყვარეთ კითხვა.

    კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • საბავშვო ენციკლოპედია

    ეს საბავშვო ენციკლოპედია თქვენი შვილის პირველი სერიოზული წიგნი გახდება სამყაროს შეცნობის გზაზე. ბავშვისთვის გასაგები ენით გადმოცემულ და თემატურად დალაგებულ ყოვლისმომცველ ინფორმაციას თან ერთვის საუცხოო იუმორით შესრულებული ათასამდე ილუსტრაცია. ამ წიგნში ნახავთ პასუხებს თქვენი ცნობისმოყვარე შვილის თითქმის ყველა შეკითხვაზე.

    კალათში დამატება ფასი: 16 ლარი
  • მსოფლიოს ატლასი მოსწავლეთათვის

    მსოფლიოს ეს ატლასი მოსწავლეთათვისაა განკუთვნილი და ინფორმაციის შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს. მასში ასხულია ჩვენი პლანეტის ყველა ქვეყნის ლანდშაფტი, არქიტექტურა, კულტურა, რელიგია და ეკინომიკა. რუკები, დროშები, ფოტოები და ილუსტრაციები სრულყოფილ წარმოდგენას შეგიქმნით თანამედროვე მსოფლიოს შესახებ.

    • 300-ზე მეტი ფერადი ფოტო და ილუსტრაცია;
    • 30-ზე მეტი თანამედროვე, ციფრული რუკა;
    • ყველა ქვეყნის დროშა;
    • ყოვლისმომცველი სტატისიკა და უმთავრესი ფაქტები.
    კალათში დამატება ფასი: 20 ლარი