-
დიპლომატიის ისტორია XIX საუკუნე
თორნიკე შარაშენიძე
მე-19 საუკუნის ისტორიამ თავი მოუყარა ყველა დროის უდიდეს დიპლომატებს, მხედართმთავრებსა და მონარქებს, რომელთაც შეცვალეს მსოფლიოს რუკა, შემოიღეს დიპლომატიური ხელოვნების სტანდარტები და საერთაშორისო ურYთიერთობათა წესები. `დიპლომატიის ისტორია~ ცოცხალი და საინტერესო ენით გვიამბობს ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ, რომელიც იწყება ნაპოლეონის ომებით და სრულდება გერმანიის გაერთიანებით, რუსულ-თურქული ომითა და ბალკანური კონფლიქტებით. წიგნს შევყავართ გასაოცარი ინტრიგებისა და დიპლომატიური ტრიუკების დაუნდობელ სამყაროში, რომელშიც არ არის ემოციების, პირადი გრძნობების ადგილი და სადაც ყველაფერს სახელმწიფოებრივი ინტერესი განსაზღვრავს.
ფასი: 12.9 ლარი
-
სამი განზომილება
ჯაბა იოსელიანი
ჯაბა იოსელიანი მე-20 საუკუნის საქართველოს უკანასკნელი დეკადის ერთ-ერთი გამორჩეული, წინააღმდეგობრივი ფიგურაა,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია 90-იან წლებში მომხდარი თითქმის ყველა პოლიტიკური მოვლენა. ჯაბა იოსელიანის "სამი განზომილება" სწორედ ამ პერიოდის მოგონებების კრებულია. მასში ავტორი ნაწილობრივ დოკუმენტურად, ნაწილობრივ მხატვრულად აღწერს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. შესაბამისად, წიგნი უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პირველწყაროს წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მძიმე პერიოდის შესასწავლად.
ფასი: 12.9 ლარი
-
ჭეშმარიტი ვაგნერიანელი
ბერნარდ შოუ
"ჭეშმარიტი ვაგნერიანელობა იმას არ ნიშნავს, რომ ვაგნერის ისეთივე ერთგული უნდა იყო, როგორც ძაღლია პატრონის ერთგული. ეს წიგნი გახლავთ კომენტარები ვაგნერის მთვარი ნაწარმოებისა, "ნიბელუნგების ბეჭდისა". მე მხოლოდ ვცდილობ გამოვთქვა აზრები" © ბერნარდ შოუ
ფასი: 8.9 ლარი
-
Riders of the Wild West / გურული მხედრების თავგადასავალი
ირაკლი მახარაძე
ირაკლი მახარაძის შესანიშნავი დოკუმენტური ნაშრომი ამერიკის შოუებში მოჯირითე გურულ მხედრებზე. ორენოვანი წიგნი შესანიშნავი საჩუქარია, როგორც ქართველი ასევე უცხოელი მკითხველისათვის.
Fantastic documentary by Irakli Makharadze, which tells us about Georgian trick riders in Buffalo Bill’s Wild West Show. Bilingual book is a great gift for foreign reader.
ფასი: 12.9 ლარი
-
დანგრეული კედლის ჩრდილში
ზურაბ აბაშიძე
ასეთი წიგნის დაწერა იოლი საქმეა. მასში აღწერილი მოვლენები დაფაქტები ჩვენ თვალწინ, რაღაც 15-20 წლის წინ ხდებოდა; როგორციტყვიან, სულ ახლახანს. საკმარისია მოგონებები დაალაგო, შესაბამისლიტერატურასა და ვებგვერდებში ჩაიხედო, მერე ყველაფერამას "მარილი" და "წიწაკა" მოაყარო და წიგნიც მზად არის. თუ რაგამოვიდა ამისგან, უკვე მკითხველის შესაფასებელია.
ფასი: 9.9 ლარი
-
ნორმა
ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძის ამ წიგნში შეძლებთ წაიკითხოთ მისი წერილები, რომელთა უმეტესობა ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნდა სხვადასხვა დროს.
ფასი: 9.9 ლარი
-
ტერორისტები
ირაკლი მახარაძე
"1905 წლის 25 სექტემბერს ტერორისტებმა თბილისის სხვადასხვა უბანში 11 ყუმბარა ისროლეს...
...დღეს, 23 იანვარს, შუადღის ორ საათზე ბოქაულ ლოლაძეს ოცზე მეტი ტყვია დაახალეს და მაღაზიის წინ კარებთან მოჰკლეს. თავის ქალა ლოლაძეს ცხრილივით გაუხადეს...
...ამ დღეებში რკინის გზების სახელოსნოს მახლობლად იპოვეს უცნობი კაცის გვამი. უცნობს ყელი აქვს გამოჭრილი, ენაც ამოჭრილია..."
ფასი: 9.9 ლარი
-
სტალინი წითელი მეფის კარი
საიმონ სებაგ მონტეფიორე
წიგნი როგორც ცნობილ, ასევე გამოუქვეყნებელ დოკუმენტურ მასალებზეა აგებული. ავტორი თვითმხილველების, სტალინის კარის ბობოლებისა და მათი მემკვიდრეების ნაამბობსაც ეყრდნობა. წიგნს თან ერთვის მდიდარი ფოტომასალაც, რომელიც მკითხველს ,,წითელი მეფის’’, მისი ოჯახისა და უახლოესი წრის შესახებ დამატებით ცნობებს მიაწვდის.
ფასი: 24.9 ლარი
-
ქართლის ცხოვრება (ტომი III)
ქართლის ცხოვრება წარმოადგენს ძველ ქართულ საისტორიო თხზულებათა კრებულს, სადაც ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წყაროებია თავმოყრილი. წიგნი შეიცავს ქვეყნის ისტორიის გაბმულ თხრობას.
ფასი: 15 ლარი
-
ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები
გელა სულაძე
მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლები. რუსეთის იმპერიიდან საზღვარგარეთ დევნილები ანტისაბჭოთა პოლიტიკურ ემიგრაციას ქმნიან. განვითარებული მოვლენებისა და მათ მიმართ საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ უშიშროების ყოფილი თანამშრომლის მიერ დაწერილ ამ წიგნში უამრავ საინტერესო ფაქტს შეიტყობთ.
ფასი: 24.9 ლარი









