21–ე საუკუნის ქართული მოთხრობა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ერთ–ერთი ბოლო პროექტია. წიგნი 21–ე საუკუნის პირველ ათწლედში ლიტერატურულ პერიოდიკასა და “15 საუკეთესოში” შესულ მოთხრობებს აერთიანებს, ავტორების და მოთხრობების რაოდენობაც ისეა შერჩეული, რომ მკითხველს სრულყოფილად წარმოუდგება თანამედროვე სივრცეში ქართული მოთხრობის განვითარების გზა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამომცემლობა მსგავსი ტიპის წიგნის გამოცემას საუკუნის მეორე ათწლეულის დასასრულსაც აპირებს.
- 21–ე საუკუნის ქართული მოთხრობა, ყდაზე გამოყენებულია ეთერი ჭკადუას ნახატი “თამადა”
წიგნის პრეზენტაცია ზაფხულის ცხელი დღის დასასრულს, 12 ივლისს სიგრილეში, კარგი მუსიკის და ღვინის თანხლებით გაიმართა. გამომცემლობა არაჩვეულებრივი სივრცის დათმობისთვის ძალიან დიდ მადლობას უხდის კლუბ 33 ა–ს , პრეზენტაცია, რომელსაც ჩვენდა სასიხარულოდ ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო, გამომცემლობის დირექტორმა ქალბატონმა თინა მამულაშვილმა გახსნა, მასთან ერთად წიგნზე და მისი გამოცემის ისტორიასა თუ მნიშვნელობაზე ისაუბრა ბაკურ სულაკაურმაც, შემდეგ კი საღამოს შედარებით სახალისო და სასიამოვნო ნაწილი დაიწყო.
კონკურსი რამდენად კარგად იცნობენ მწერლები და მკითხველები თანამედროვე ქართულ ლიტერატურას თანაბრად საინტერესო აღმოჩნდა ყველასთვის. კონკურსის არსი ასეთი იყო, დამსწრეებს უნდა გამოეცნოთ წიგნში შესული მოთხრობებიდან ამოგლეჯილი ფრაზები და ციტატები. აღმოჩნდა, რომ მწერლებიც და უბრალო მკითხველებიც საკმაოდ კარგად იცნობენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და ფეხდაფეხ მიყვებიან მისი განვითარების გზას, რაც ორმაგად სასიხარულოა
გამარჯვებულებს კი საჩუქრად სტიგ ლარსონის მსოფლიო ბესტსელერის ქართული თარგმანი “გოგონა დრაკონის ტატუთი” გადასცა გამომცემლობამ.
კონკურსის დასასრულს კი სტუმრებისთვის Kung Fu Junkie-მ დაუკრა, კონცერტს სამწუხაროდ წვიმამ მოუსწრო, თუმცა ამას ხელი არც მუსიკოსებისთვის შეუშლია და არც მათი მსმენელებისთვის
დანარჩენი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფეისბუქზე, უფრო ვრცლად წიგნის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს საიტზე და ასევე გაზეთ 24 საათში . Kung Fu Junkie-ზე უფრო მეტი კი შეგიძლიათ გაიგოთ მათი გვერდიდან ფეისბუქზე











მიხარია, რომ ლიტერატურული პროცესები ვითარდება!