ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ჩემი პირველი პოსტი

ჩემ ბლოგზე პირველი პოსტის დაწერას სხვანაირად ვაპირებდი, მაგრამ აი ამ ბლოგზე საინტერესო კონკურსს წავაწყდი და გადავწყვიტე ჩემი პირველი პოსტი ბლოგოსფეროში საკონკურსოდ დავწერო სათაურით ”100 სიტყვა ერთი წიგნის შესახებ”. მით უმეტეს, რომ კონკურსში გამარჯვებულს თურმე საჩუქრად ჩემ მიერვე გამოცემული წიგნ(ებ)ი ელის.

აი, ეს 100 სიტყვაც:

ნორვეგიელი მწერალი ქალის, ნობელის პრემიის ლაურეატის, სიგრიდ უნსეტის ”ვიკინგებს” სიამოვნებით წაიკითხავს ყველა, ვისაც აინტერესებს უბრალოდ და გასაგებად დაწერილი ამბავი.

ერთი უცნაური სიყვარულის ტრაგიკული ისტორია ყოველგვარი ტვინის ჭყლეტვის და ზიზილ-პიპილოების გარეშეა მოთხრობილი. თხრობის მანერა ისეთივე სადაა, როგორც ისლანდიურ საგებში, ხოლო რომანში გათამაშებული ვნებები – მძაფრი და ღრმა, როგორც ნორვეგიული პეიზაჟი.

ყველაფერი – სისხლიანი ორთაბრძოლები, სიყვარული, ეგზოტიკური რაინდული თავგადასავლები – მარტივად და ცივადაა მოთხრობილი, მაგრამ გატაცებით იკითხება. ასეთი წიგნის კითხვა თუ დაიწყე, ვეღარ შეწყვეტ – ბოლომდე უნდა ჩაიყვანო.

”ვიკინგების” წაკითხვას ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში მაინცადამაინც არ გირჩევთ – უმჯობესია, განმარტოვდეთ და ორიოდე საათი მშვიდ კითხვას დაუთმოთ. მომცრო წიგნია და წინ ჭეშმარიტი სიამოვნება გელით.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to ჩემი პირველი პოსტი

  1. batono bakur

    1. Tqven WeSmaritad did saqmes akeTebT mozardi Taobis ganaTleba-ganviTarebisaTvis, magram Tqveni gamocemebis kidev ufro gaumjobesebisaTvis gTavazobT ramdenime mosazrebas: 1. cxovelTa qarTul saxelwodebebs ojaxis nebismieri wevri waukiTxavs da daaswavlis bavSvebs, magram inglisuri saxelwodebebis sworad wamkiTxvel-warmomTqmeli jerjerobiT didi iSviaTobaa CvenTan. amitom bRavilis, yefis, knavilis da a.S. nacvlad – anda maT win – bavSvma unda gaigonos cxovelTa sanimuSod warmoTqmuli inglisuri saxelwodebebi, Tanac winadadebaSi – it is a …(es aris …)
    2. tvini muSaobs sistemurad, amitom gaumarTlebelia sxvadasxva, erTmaneTTan arafriT ardakavSirebul cxovelTa erTad warmodgena. cxovelebi wignSi unda ganlagdnen Tematurad – gareuli cxovelebi, Sinauri cxovelebi da maTi naSierebi, mwerebi, Tevzebi da a.S., Temis SigniT ki qarTuli saxelwodebebi unda daiwyos anbanurad, rac anbanis dauflebeasac waadgeba.
    3. termini “martorqa” miuRebelia ori TvalsazrisiT. jer erTi, martorqa erTrqians niSnavs, magram es cxoveli orrqianic arsebobs da bunebrivia mas orrqian erTrqians ver vuwodebT. garda amisa, erTi Tu ori rqa am cxovels cxvirze aqvs da mis saxelwodebebSi yvela enaze, garda qarTulisa, figurirebs sityva cxviri. amitom “martorqis” nacvlad unda vixmaroT “rqacxvira”, miTumetes rom am saxelwodebis xoWoc arsebobs.
    4. aqve minda gTxovoT 10 wuTi da piradad gaecnoT Cem mier Sedgenil qarTul, rusul da inglisur enaTa Semswavlel damxmare saxelmZRvanelos zoolotos saxiT, romelic bavSvebs aswavlis yvelaze gavrcelebul cxovelTa saxelwodebebs aRniSnul enebze da avarjiSebs maT am cxovelebis Sesaxeb SemecnebiT saubrebSi.

    gTxovT mipasuxoT telefonze 2-39-12-91

    pativiscemiT, akaki mumlaZe

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>