ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

წაგიკითხავთ ‘‘ოქროს კომპასი’’?

წაგიკითხავთ ‘‘ოქროს კომპასი’’?
ან გინახავთ?
იქნებ, გისარგებლიათ კიდეც?!

არც ფილმი მენახა. არც ფილმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მახსოვს. ჯერ წავიკითხე, ფილმი შემდეგ ვნახე. ლამაზი, მაგრამ უღიმღამოა ფილმი, მთავარი იდეაც დაკარგულია.

12 წლის ლაირა, ოქროს კომპასით ხელში, ჩრდილოეთ პოლუსზე მიემგზავრება გატაცებული ბავშვების გამოსახსნელად. ლაირას ეხმარებიან ბოშები, რომელთა შვილებიც გაიტაცეს, ალქაჯები და ჯავშნიანი დათვი.

მოქმედება ხდება სხვა სამყაროში, სადაც ადამიანთა სულებს დემონების – სხვადასხვა ცხოველის ფორმა აქვთ მიღებული. ლაირას დემონის, პანტელეიმონის, ფორმა ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ხან მუქი ყავისფერი ფარვანაა, ხანაც კატა, თაგვი, თოლია თუ დელფინი.

თუმცა, მის ცხოვრებაშიც დადგება დრო, როდესაც დემონის ფორმის ცვალებადობა მობეზრდება და მის ჩამოყალიბებას ისურვებს. საკუთარი თავის შეცნობას მხოლოდ დემონის ჩამოყალიბების შემდეგ თუ მოახერხებს. პერსონაჟების შინაგან სამყაროზე მათი დემონები მეტყველებენ, ლაირას ბიძის, ლორდ აზრიელის დემონი თეთრი ლეოპარდია, მაგისტრის – შავი ყორანი, მისის კოულტერის – ოქროსფერი მაიმუნი…

დემონსა და ადამიანს ერთმანეთთან დიდ მანძილზე დაშორება არ შეუძლიათ. დემონზე მიყენებულ დარტყმებს ადამიანიც გრძნობს (”გვტკივა!” – შესძახებს გოგონა, როდესაც მისის კოულტერის დემონი პანტელეიმონს მოიმწყდევს).

ადამიანისა და დემონის დამოუკიდებლად არსებობა წარმოუდგენელია.

‘‘დავხედე თუ არა, კინაღამ გავგიჟდი – დემონი არ ჰყავდა… ეს იგივე იყო, რომ ეთქვა, თავი არ ჰქონდაო. დემონის არყოლის უბრალო გაფიქრებაც კი შემზარავი იყო”.

ლაირა ის ბავშვია, რომელსაც ‘‘დიდი მისია აკისრია, ოღონდ არა ამ სამყაროში, არამედ სადღაც შორს. ამ ბავშვის გარეშე ყველა დავიღუპებით… მაგრამ ამ გოგონამ ისე უნდა აღასრულოს თავისი დავალება, რომ თვითონ ვერაფერს მიხვდეს, რადგან სწორედ მის უცოდინრობაშია ჩვენი ხსნა’’.

ლაირას სამყაროში, ბიბლიაც კი სხვაგვარია. ‘‘ღმერთმა მათ ხილის ჭამა იმიტომ აუკრძალა, რომ თუ შეჭამდნენ, დაიხოცებოდნენ. გაიხსენე, ბაღში ისინი ბავშვებივით იყვნენ, სიშიშვლისა არ ერიდებოდათ, მათი დემონები კი ნებისმიერ ფორმას იღებდნენ, რასაც მოისურვებდნენ.

ამაზე უთხრა გველმა ქალს: ‘‘არა, არ მოკვდებით, რადგან იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ, თქვენი დემონები თავიანთ ნამდვილ ფორმას მიიღებენ და თქვენ ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით’’.


მცირე ინფორმაცია ‘‘ოქროს კომპასის’’ შესახებ:

 

1995 წელს ბრიტანეთში ფილიპ პულმანის ტრილოგიის ‘‘The Dark Materials’’ პირველი რომანი ‘‘Northen Lights’’ გამოიცა. ამ წიგნს ჩრდილოეთ ამერიკაში ‘‘ოქროს კომპასის’’ სახელწოდებით იცნობენ.

2007 წელს კინოსტუდიამ New Line Cinema წიგნის მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, ნიკოლ კიდმანის, დენიელ კრეიგის, ევა გრინისა და სხვათა მონაწილეობით.

2008 წელს ფილმმა საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის ოსკარი და BAFTA მიიღო.

This entry was posted in თარგმნილი პროზა, მსოფლიო ბესტსელერი and tagged , , , . Bookmark the permalink.

One Response to წაგიკითხავთ ‘‘ოქროს კომპასი’’?

  1. წამიკითხავს რომელია… ნანახიც მაქვს და ტრილოგიაც გადავაბულბულე. მეორე და მესამე ნაწილებიც ძალიან მაგარია. პირველსაც კი სჯობს. კიდევ არის ცალკე პატარა წიგნი, უკვე გაზრდილ ლაირაზე… მაგრამ სულ რაღაც 60 გვერდიანი… ფილმი დიდად არ მომწონს, მაგრამ იმედია, ოდესმე შემდეგ ნაწილებსაც გადაიღებენ. და საერთოდაც, წავედი, ჩემს ბლოგზე დავწერო ამ ნაწარმოების შესახებ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>