ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

მე, შიმშილის თამაშების მონაწილე

რამდენიმე დღის წინ ფილმის ტრეილერი ვნახე. აი, იმ კადრზე, ქეთნისი პრიმის ნაცვლად მოხალისედ რომ ჩაეწერება, დამბურძგლა. წავიკითხავ-მეთქი, გავიფიქრე, და facebook-ის გვერდზე კიდევ ერთხელ რომ დაგვისვეს კითხვა, როდის გამოცემთ ”შიმშილის თამაშებსო”, მივხვდი, მე ლოდინი არ მჭირდებოდა.

გამომცემლობაში მუშაობის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ წიგნის წაკითხვის საშუალება მის გამოცემამდე გეძლევა.

ორშაბათ საღამოს საკუთარ ოთახში მყუდროდ მოვკალათდი და პირველი ფრაზებიც ამოვიკითხე: ”დილით ვიღვიძებ და საწოლში ჩემს გვერდით ცივა. ხელს ვაფათურებ, რომ პრიმის თბილი სხეული ვიპოვო, მაგრამ მხოლოდ ლეიბზე გადაკრულ უხეშ ზეწარს ვეხები”.

ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მაგრამ თუ ჩემგან ცუდ მაგალითს აიღებთ და რამდენიმე ღამეს გაათენებთ, ”შიმშილის თამაშების” დახურვა 102-ე გვერდზე მოგიწევთ.

დილით ვიღვიძებ და საწოლში ჩემ გვერდით ცივა. სამსახურში 2 საათის შემდეგ უნდა მივიდე. კბილებს ვიხეხავ და ვკითხულობ. ვსაუზმობ და ვკითხულობ. ვიცვამ და… არა, ჩაცმის დროს ვერ ვკითხულობ. მაკიაჟის გაკეთებაზე უარს ვამბობ. ვკითხულობ კიბეებზეც (დედაჩემის კომენტარი – ”კისერს მოიტეხ!”), ტრანსპორტშიც. სამსახურსაც ოც წუთს მოვპარავ.

ვასრულებ.

მკის დღეა. უამრავ მოზარდს შორის ვდგავარ. ორი ჩვენგანი უნდა ამოირჩიონ. ორი ჩვენგანი ”შიმშილის თამაშებში” მიიღებს მონაწილეობას.

”საათმა ორი ჩამოჰკრა. მერი პოდიუმზე ადის და კითხვას იწყებს. ყოველ წელს ერთი და იგივეა. ის გვიამბობს პანემზე, სახელმწიფოზე, რომელიც ოდინდელი ჩრდილოეთ ამერიკის ფერფლიდან აღსდგა. ის აღწერს კატასტროფებს, გვალვებს, ქარიშხლებს, ხანძრებს, მიწებს, რომლებიც ადიდებულმა ზღვებმა შთანთქეს და მხეცურ ომს, რომელიც დარჩენილი მწირი რესურსების დასაუფლებლად გაიმართა. შედეგად პანემი მივიღეთ, ქვეყანა, რომელმაც მოქალაქეებს მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანა. პანემის ბრწყინვალე დედაქალაქი კაპიტოლიუმი ცამეტი რაიონითაა გარემოცული. შემდეგ პანემსაც დაუდგა “შავბნელი ხანა” – კაპიტოლიუმის წინააღმდეგ რაიონები აჯანყდნენ. კაპიტოლიუმმა თორმეტი რაიონი დაამარცხა, ხოლო მეცამეტე საერთოდ აღგავა პირისაგან მიწისა. საზავო შეთანხმებამ სიმშვიდის შესანარჩუნებლად ახალი კანონები დაგვიწესა. ხოლო იმის შესახსენებლად, რომ “ბნელი ხანა” აღარ უნდა გამეორდეს “შიმშილის თამაშები” ტარდება”.

და, აი, პრიმს ირჩევენ, 12 წლის გოგონას…

ყოველ კადრს ვხედავ.

ხეზე ვიძინე, კენწეროდან კენწეროზე გადავსკუპდი, მშვილდ-ისრით თევზი მოვინადირე, თავზე ვარდისფერი პარიკიც მოვირგე, გრძელი თმაც დავიწენი, კაჭკაჭჯაფარებთან ერთად ვიმღერე, ყველის ნაჭერიც ავწაპნე მოწინააღმდეგეს, ჩემი ცხედარი ფერადი ყვავილებით მორთეს, მშიერ გოგონას ორი დაბრაწული პური გადავუგდე და კაპასი დედისგან მომხვდა კიდეც, ცისფერი კაბით შევიმოსე, დამჭრეს, მარცხენა ყურით აღარ მესმოდა.

მე ვიყავი ის, ვინც ეკრანზე თვალს შოუს ადევნებდა, ის, ვისაც შუბი ესროლეს, ის, ვინც დანესტრეს, ის ვინც კლავდა და ის, ვისაც მისდევდნენ, მე ვიყავი შიმშილის თამაშების 24 მონაწილე.

ვიცი, მოუთმენლად ელით. ღირს, მერწმუნეთ.

მოკლე ინფორმაცია ”შიმშილის თამაშების’’ შესახებ:

 

თანამედროვე ამერიკელი მწერლის სიუზენ კოლინზის ”შიმშილის თამაშების ტრილოგიის’’ პირველი წიგნი. მსოფლიო ბესტსელერი, დღემდე 2.9 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. პირველად გამოიცა 2008 წელს.

2012 წლის მარტში გამოვიდა წიგნის ეკრანიზაცია.

This entry was posted in თარგმნილი პროზა, მსოფლიო ბესტსელერი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

22 Responses to მე, შიმშილის თამაშების მონაწილე

  1. მეც ველოდები.

  2. rodis gamova?wigni?

  3. ლიზი says:

    rodis gamova da ra egireba ?

    • stavrogin says:

      რამდენიმე დღეში გამოვა, ლიზი. :) ფასს ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით.

  4. male gamova?

  5. rodis gamova da ra egireba ???

  6. gamovidaa?ki ukve wavikitxe magram qartuladac minda wakitxva :) ukve iyideba?

  7. meore da mesame nawils gadatargmnit da rodis?

    • გადავთარგმნით :) ჯერ ზუსტად ვერ გიპასუხებთ, როდის. თუ მკითხველში დიდ მოწონებას დაიმსახურებს მეორე ნაწილს წლის ბოლომდე გამოვცემთ.

  8. Pingback: ლიტერატურული გარჩევები | Kafka on the Shore

  9. წლის ბოლომდე? წიგნი ეხლა დავამთავრე და ძალიან მომეწონა…და უფრო ადრე არ შეგიძლიათ?

    • შეიძლება უფრო ადრეც იყოს:) ბევრი მკითხველი თუ მოიწონებს და მოითხოვს:))

  10. Pingback: შიმშილის თამაშები. დიიდი სპოილერი | Kafka on the Shore

  11. mailit kitxva gamovagzavne imis shesaxeb gqondat tu ara wignis danarcheni nawili, momweres rom ukve agar iyo tqven ki ambobt wlis bolomde gamovao vis davujero?

    • stavrogin says:

      უკაცრავად, ვერ გავიგე კითხვა. წიგნის პირველი ნაწილი უკვე გამოცემულია. მეორე ნაწილი შეიძლება გამოიცეს რამდენიმე თვის შემდეგ. შემოდგომამდე ნამდვილად ვერ გამოიცემა.

  12. ამ წიგნს მართლა დიდი ხანია ველოდები და მხოლოდ დღეს გავიგე რომ გათაუთარგმნიათ უკვეე! ფილმიც ჯერ არ მინახავს , უპირველესყოვლისა უნდა წაავიკითხო!

  13. მეც შევიძინე! ძალიან მომეწონა და არამარტო მე.. ჩემი წიგნი უკვე 8 ადამიანმა წაიკითხა და დამიჯერეთ გულგრილი არცერთი დაუტოვებია! სუულ რაღაც 1 დღეში დავასრული მისი კითჱხვა. ღირს რომ წაიკითხო… მეორე ნაწილი როდის გამოვა?

  14. mec minda wakitxva,eseigi ukve gamoushvit da bevri kitxulobs???

  15. 2 re nacili rodis gamova? semodgomac gavida da 2012 i celic : )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>