ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ბლოგი
წაგიკითხავთ ‘‘ოქროს კომპასი’’?
წაგიკითხავთ ‘‘ოქროს კომპასი’’?
ან გინახავთ?
იქნებ, გისარგებლიათ კიდეც?!
არც ფილმი მენახა. არც ფილმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მახსოვს. ჯერ წავიკითხე, ფილმი შემდეგ ვნახე. ლამაზი, მაგრამ უღიმღამოა ფილმი, მთავარი იდეაც დაკარგულია.
12 წლის ლაირა, ოქროს კომპასით ხელში, ჩრდილოეთ პოლუსზე მიემგზავრება გატაცებული ბავშვების გამოსახსნელად. ლაირას ეხმარებიან ბოშები, რომელთა შვილებიც გაიტაცეს, ალქაჯები და ჯავშნიანი დათვი.
მოქმედება ხდება სხვა სამყაროში, სადაც ადამიანთა სულებს დემონების – სხვადასხვა ცხოველის ფორმა აქვთ მიღებული. ლაირას დემონის, პანტელეიმონის, ფორმა ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ხან მუქი ყავისფერი ფარვანაა, ხანაც კატა, თაგვი, თოლია თუ დელფინი.
თუმცა, მის ცხოვრებაშიც დადგება დრო, როდესაც დემონის ფორმის ცვალებადობა მობეზრდება და მის ჩამოყალიბებას ისურვებს. საკუთარი თავის შეცნობას მხოლოდ დემონის ჩამოყალიბების შემდეგ თუ მოახერხებს. პერსონაჟების შინაგან სამყაროზე მათი დემონები მეტყველებენ, ლაირას ბიძის, ლორდ აზრიელის დემონი თეთრი ლეოპარდია, მაგისტრის – შავი ყორანი, მისის კოულტერის – ოქროსფერი მაიმუნი…
დემონსა და ადამიანს ერთმანეთთან დიდ მანძილზე დაშორება არ შეუძლიათ. დემონზე მიყენებულ დარტყმებს ადამიანიც გრძნობს (”გვტკივა!” – შესძახებს გოგონა, როდესაც მისის კოულტერის დემონი პანტელეიმონს მოიმწყდევს).
ადამიანისა და დემონის დამოუკიდებლად არსებობა წარმოუდგენელია.
‘‘დავხედე თუ არა, კინაღამ გავგიჟდი – დემონი არ ჰყავდა… ეს იგივე იყო, რომ ეთქვა, თავი არ ჰქონდაო. დემონის არყოლის უბრალო გაფიქრებაც კი შემზარავი იყო”.
ლაირა ის ბავშვია, რომელსაც ‘‘დიდი მისია აკისრია, ოღონდ არა ამ სამყაროში, არამედ სადღაც შორს. ამ ბავშვის გარეშე ყველა დავიღუპებით… მაგრამ ამ გოგონამ ისე უნდა აღასრულოს თავისი დავალება, რომ თვითონ ვერაფერს მიხვდეს, რადგან სწორედ მის უცოდინრობაშია ჩვენი ხსნა’’.
ლაირას სამყაროში, ბიბლიაც კი სხვაგვარია. ‘‘ღმერთმა მათ ხილის ჭამა იმიტომ აუკრძალა, რომ თუ შეჭამდნენ, დაიხოცებოდნენ. გაიხსენე, ბაღში ისინი ბავშვებივით იყვნენ, სიშიშვლისა არ ერიდებოდათ, მათი დემონები კი ნებისმიერ ფორმას იღებდნენ, რასაც მოისურვებდნენ.
ამაზე უთხრა გველმა ქალს: ‘‘არა, არ მოკვდებით, რადგან იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ, თქვენი დემონები თავიანთ ნამდვილ ფორმას მიიღებენ და თქვენ ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით’’.
მცირე ინფორმაცია ‘‘ოქროს კომპასის’’ შესახებ:
1995 წელს ბრიტანეთში ფილიპ პულმანის ტრილოგიის ‘‘The Dark Materials’’ პირველი რომანი ‘‘Northen Lights’’ გამოიცა. ამ წიგნს ჩრდილოეთ ამერიკაში ‘‘ოქროს კომპასის’’ სახელწოდებით იცნობენ.
2007 წელს კინოსტუდიამ New Line Cinema წიგნის მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, ნიკოლ კიდმანის, დენიელ კრეიგის, ევა გრინისა და სხვათა მონაწილეობით.
2008 წელს ფილმმა საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის ოსკარი და BAFTA მიიღო.
მე, შიმშილის თამაშების მონაწილე
რამდენიმე დღის წინ ფილმის ტრეილერი ვნახე. აი, იმ კადრზე, ქეთნისი პრიმის ნაცვლად მოხალისედ რომ ჩაეწერება, დამბურძგლა. წავიკითხავ-მეთქი, გავიფიქრე, და facebook-ის გვერდზე კიდევ ერთხელ რომ დაგვისვეს კითხვა, როდის გამოცემთ ”შიმშილის თამაშებსო”, მივხვდი, მე ლოდინი არ მჭირდებოდა.
გამომცემლობაში მუშაობის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ წიგნის წაკითხვის საშუალება მის გამოცემამდე გეძლევა.
ორშაბათ საღამოს საკუთარ ოთახში მყუდროდ მოვკალათდი და პირველი ფრაზებიც ამოვიკითხე: ”დილით ვიღვიძებ და საწოლში ჩემს გვერდით ცივა. ხელს ვაფათურებ, რომ პრიმის თბილი სხეული ვიპოვო, მაგრამ მხოლოდ ლეიბზე გადაკრულ უხეშ ზეწარს ვეხები”.
ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მაგრამ თუ ჩემგან ცუდ მაგალითს აიღებთ და რამდენიმე ღამეს გაათენებთ, ”შიმშილის თამაშების” დახურვა 102-ე გვერდზე მოგიწევთ.
დილით ვიღვიძებ და საწოლში ჩემ გვერდით ცივა. სამსახურში 2 საათის შემდეგ უნდა მივიდე. კბილებს ვიხეხავ და ვკითხულობ. ვსაუზმობ და ვკითხულობ. ვიცვამ და… არა, ჩაცმის დროს ვერ ვკითხულობ. მაკიაჟის გაკეთებაზე უარს ვამბობ. ვკითხულობ კიბეებზეც (დედაჩემის კომენტარი – ”კისერს მოიტეხ!”), ტრანსპორტშიც. სამსახურსაც ოც წუთს მოვპარავ.
ვასრულებ.
მკის დღეა. უამრავ მოზარდს შორის ვდგავარ. ორი ჩვენგანი უნდა ამოირჩიონ. ორი ჩვენგანი ”შიმშილის თამაშებში” მიიღებს მონაწილეობას.
”საათმა ორი ჩამოჰკრა. მერი პოდიუმზე ადის და კითხვას იწყებს. ყოველ წელს ერთი და იგივეა. ის გვიამბობს პანემზე, სახელმწიფოზე, რომელიც ოდინდელი ჩრდილოეთ ამერიკის ფერფლიდან აღსდგა. ის აღწერს კატასტროფებს, გვალვებს, ქარიშხლებს, ხანძრებს, მიწებს, რომლებიც ადიდებულმა ზღვებმა შთანთქეს და მხეცურ ომს, რომელიც დარჩენილი მწირი რესურსების დასაუფლებლად გაიმართა. შედეგად პანემი მივიღეთ, ქვეყანა, რომელმაც მოქალაქეებს მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანა. პანემის ბრწყინვალე დედაქალაქი კაპიტოლიუმი ცამეტი რაიონითაა გარემოცული. შემდეგ პანემსაც დაუდგა “შავბნელი ხანა” – კაპიტოლიუმის წინააღმდეგ რაიონები აჯანყდნენ. კაპიტოლიუმმა თორმეტი რაიონი დაამარცხა, ხოლო მეცამეტე საერთოდ აღგავა პირისაგან მიწისა. საზავო შეთანხმებამ სიმშვიდის შესანარჩუნებლად  ახალი კანონები დაგვიწესა. ხოლო იმის შესახსენებლად, რომ “ბნელი ხანა” აღარ უნდა გამეორდეს “შიმშილის თამაშები” ტარდება”.
და, აი, პრიმს ირჩევენ, 12 წლის გოგონას…
ყოველ კადრს ვხედავ.
ხეზე ვიძინე, კენწეროდან კენწეროზე გადავსკუპდი, მშვილდ-ისრით თევზი მოვინადირე, თავზე ვარდისფერი პარიკიც მოვირგე, გრძელი თმაც დავიწენი, კაჭკაჭჯაფარებთან ერთად ვიმღერე, ყველის ნაჭერიც ავწაპნე მოწინააღმდეგეს, ჩემი ცხედარი ფერადი ყვავილებით მორთეს, მშიერ გოგონას ორი დაბრაწული პური გადავუგდე და კაპასი დედისგან მომხვდა კიდეც, ცისფერი კაბით შევიმოსე, დამჭრეს, მარცხენა ყურით აღარ მესმოდა.
მე ვიყავი ის, ვინც ეკრანზე თვალს შოუს ადევნებდა, ის, ვისაც შუბი ესროლეს, ის, ვინც დანესტრეს, ის ვინც კლავდა და ის, ვისაც მისდევდნენ, მე ვიყავი შიმშილის თამაშების 24 მონაწილე.
ვიცი, მოუთმენლად ელით. ღირს, მერწმუნეთ.
მოკლე ინფორმაცია ”შიმშილის თამაშების’’ შესახებ:
თანამედროვე ამერიკელი მწერლის სიუზენ კოლინზის ”შიმშილის თამაშების ტრილოგიის’’ პირველი წიგნი. მსოფლიო ბესტსელერი, დღემდე 2.9 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. პირველად გამოიცა 2008 წელს.
2012 წლის მარტში გამოვიდა წიგნის ეკრანიზაცია.
„ობოლე აღარასდროს გაისვრის’’
„ჩვენი ერთობა ჩვენ მიცვალებულებშია. ჩვენი სასაფლაო უფრო ცოცხალია, ვიდრე ყველა ერთად აღებული სასაფლაო დედამიწის ზურგზე. როგორც ვხვდები, ეგ კარგია. ერთი მხრივ, სასაფლაო არაფერი არ არის. მეორე მხრივ, იქ ყველაფერია’’.
„obOle’’ მაინც წავიკითხე. და სიამოვნების ნაწილი დავკარგე (ისევ - ალბათ).
ასე იწყება:
ჰენრი: მაგარი იყო ბიჭები, ორმოცდაათი წლისაც რომ შევიიქნე, მაინც მეხსომება.
რობერტი: ჰენრი, დილიჟანსი გადის.
ჰენრი: გადის და გავიდეს… მაგრამ მე ვერ ვიცოცხლებ მაგდენს… ჩათრობა ვერც მოვასწარი…
რობერტი: ჰენრი! წავიდეთ! დროზე!
ჰენრი: ლაპარაკსაც არ დაგაცლიან… მე ასეთ ბიჭებთან ერთად…
რობერტი: გეყოფა, წავედით!
შესანიშნავი ორეულის სცენის გათამაშებამდე, პროფესიით სცენარისტი ირაკლი ვაკედან (განა, თბილისიდან) მურში მიემგზავრება. მური არის „ერთი პატარა ქალაქი, უფრო კი დაბა, რომელიც სულ ხელის გაწვდენაზეა ქვემო სვანეთიდან და ეგრე, ორსაათ-ნახევრის მანქანის სავალზე – ქუთაისიდან’’.
მურში მშობლიური სახლის ჭერი ჩამოქცეულა. მეზობელი ვარლამიე ირაკლის ძმას, ნიკას, სანტა ბარბარაში ურეკავს. ვარლამიესთვის, რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივი იქნებოდა ირაკლისთან დაკავშირება, მაგრამ უფროსად ნიკას მიიჩნევს, „ზაგრანიცა ჭრის’’.
მურში ორიოდე დღით ჩამოვედიო, მატყუებს პერსონაჟი. მგონი, სიცოცხლის გაწირვაზეც იმიტომ არის თანახმა, აქ რომ დარჩეს, საკუთარ წარსულთან, საფლავებთან, ყველაფერთან.
ირაკლი პასიურად იკვლევს ოჯახის ისტორიას. იხსენებს ან მეზობლებსა თუ ნათესავებს ეკითხება ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებზე.
თითქოს სხვა თაობისთვის დაიწერა ეს წიგნი. მათთვის, ვისაც თვალი უდევნებიათ სერიალითვის „სანტა ბარბარა’’, ყოველი ნივთი შავ ცელოფანში გაუხვევიათ, ახსოვთ ყავის სიყვარულის გამო ვაკელების გაქილიკება. მათთვის, ვინც ბირჟასთან ჩავლამდე ინგლისურის რვეულს საგულდაგულოდ მალავდნენ, ნოტების რვეულის გადამალვა კი უჭირდათ.
ან, იქნებ, ამ სასიამოვნო მოსაუბრეს ჩვენი გამოჭერაც სურდა, ჩვენი, ბავშვები რომ აღარ ვართ და უფროსებს აღარ ვუსმენთ, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამშობლოზე გვესაუბრებიან. ჩვენ ხომ სოფლებისკენ მიმავალი გზები დავივიწყეთ, ნათელიკეს და ვარლამიეს არ ვიცნობთ, შიშველი, კაშკაშა ნათურები,  რომლებსაც ღამის პეპლები ეხლებიან, ჩვენში ემოციებს არ აღვიძებს.
„obOle’’ იმ იმედით გადავფურცლეთ, რომ კიდევ ერთი „პლეხანოვური’’ გარჩევის მოწმედ ვიქცეოდით, ან სანტა ესპერანსაში მივეფიცხებოდით მწველ მზეს. მაგრამ არა. დღეს სხვა განწყობა აქვს მწერალს. შორიდან იწყებს.
’’საერთოდ, მგონი ქართველების იმიტომ არ ესმით მსოფლიოში, რომ ჩვენ ძალიან შორიდან ვიწყებთ ლაპარაკს. პირდაპირაც და ირიბადაც. შორი ხალხი ვართ, და აბა იმათ არ უყვართ ეგ სიშორე, მგონი აბრაზებთ კიდეც. ჩვენ კი, როგორც წეღანაც მოგახსენეთ, გვგონია, რომ თუ შორიდან არ დავიწყეთ ლაპარაკი, ვერავის ვერაფერს გავაგებინებთ. იმათ კიდევ, მსმენელებს, ეგ შორიდან ლაპარაკი აბნევთ და აშინებთ და საერთოდ, ვიღას უყვარს შორიდან ლაპარაკი? დღეს და ახლა, როგორც ”ბურგერ კინგი” მენიუ’’.
მეც მაშინებს. მეც ”ბურგერ კინგის” მენიუს ვითხოვ! მერე კი, ამ გრძელ, მიხვეულ-მოხვეულ გზას მივყვები, ვწყდები თბილისს, რადგან თბილისიც გორის ტრასას ჰგავს. გორის ტრასა გრძელია და ბოლო არ უჩანს. თითქოს არც თავი ჰქონდეს და არც ბოლო. არც წარსული და არც მომავალი. „საერთოდ, მგონი ეგ არის საქართველო, მიხვეულ მოხვეულობა’’… დიახ. მიხვეულ-მოხვეულ გზებზე წარსულს ეჩეხები. „თუ ბაბუაშენის მამა არ იცი, გორის ტრასაღა რჩება’’. და კიდევ ორმაგი ჩიზბურგერის გასწვრივ მითითებული ფასი.
ობოლე კი თოფია, სირცხვილისგან ლოყებშეფაკლული პრინცესა დაიანასავით თოფი. მაგრამ ამ ისტორიას თავად გაეცანით.
ნადირობა მურაკამის მხარდამხარ
ექვსი წიგნი
ჰარუკი მურაკამის მხარდამხარ 6 წიგნის წინ, 2011 წლის აგვისტოში დავიწყე ნადირობა. უშუალო აღმოჩნდა იაპონელი მწერალი, ჩემთან ერთად დონატებით პირს იტკბარუნებდა, კატას ეფერებოდა, მეუღლის კაბა ქიმწმენდაში მიჰქონდა, სადილად ტოფუსა და ყვავილოვან კომბოსტოს ამზადებდა, საყვარელი ქალისგან მიტოვებული პერანგებს აუთოებდა, გრძელ წერილებს კითხულობდა ან ისმენდა „ფიგაროს ქორწინებას”.
უშუალო აღმოჩნდა და ახირებული. ოთხ წიგნს ერთსა და იმავე პერსონაჟებზე ქმნის და ბევრ მათგანს სახელსაც არ უწოდებს. ეს პერსონაჟები, შენც, როგორც მიტოვებულ ქმარს, ხელჩასაჭიდად ღამის პერანგსაც არ გიტოვებენ.
მურაკამის თხრობის მანერა არასტანდარტულია – ისტორიის ნაწილს წერილები ან ამონარიდები გაზეთებიდან გვამცნობენ, მთხრობელები ერთმანეთს ენაცვლებიან, პერსონაჟები გაუგებარ, ტეხილ, უხეშ მოძრაობებს ასრულებენ. წრე კითხვის დასრულების შემდეგ იკვრება – ცეკვავდნენ, თურმე.
მურაკამის გმირები არც კიმონოთი იმოსებიან,  მათ მაგიდაზე არც  მხოლოდ სუში და საკე ხვდება. ანიმიზმში ფესვგადგმულები, ბრიტანულ მუსიკას ისმენენ და გატაცებით კითხულობენ ამერიკულ ლიტერატურას.
მურაკამის მთავარი პერსონაჟები ის, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ადამიანები არიან (სკოლის მოსწავლე, სტუდენტი ან სარეკლამო აგენტი), რომელთა ცხოვრება მოულოდნელად რადიკალურად იცვლება. მათ რუტინულ ყოფას იდუმალი არსებების გამოჩენა არღვევს.
წიგნი მეშვიდე
„ვირთხის ტრილოგია” 1979-1982 წლებში გამოიცა. ტრილოგიის მთხრობელმა კიდევ ერთი ისტორია მოგვიანებით, 1988 წელს გაგვანდო წიგნში „Dance, Dance, Dance”.
იაპონელმა მკითხველმა „ვირთხის ტრილოგიის” მესამე წიგნი „ნადირობა ცხვარზე” 1982 წელს მოიხელთა, ინგლისურენოვნებმა – 1989 წელს, საქართველოში 2008 წელს მოთავსდა წიგნის თაროებზე, მე კი რამდენიმე დღის წინ გადავფურცლე.
მოლოდინი სხვაგვარი იყო. მურაკამის მომდევნო წლებში შექმნილმა ნაწარმოებებმა თავდაყირა დგომას მიმაჩვიეს, აქ კი ყოველი ნაბიჯი მოზომილია (სხვაგვარად ვერცხლისფერვარკვლავიანი ცხვარი დაფრთხება), თხრობა – თანმიმდევრული.
მთავარი უსახელო პერსონაჟი, ასევე უსახელო, ჯადოსნურყურებიან საყვარელ ქალთან ერთად, ზებუნებრივი ძალების მქონე ცხვარზე სანადიროდ ტოკიოდან ჰოკაიდოზე მიემგზავრება. წყვილი ცხვრის პროფესორსაც გადაეყრება და ადამიან-ცხვარსაც…
ნიკო ფიროსმანაშვილი. 100 კვადრატი – პრეზენტაცია ეროვნულ გალერეაში
22 დეკემბერს, საქართველოს სურათების ეროვნულ გალერეაში ვახტანგ რურუას მიერ შედგენილი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. „ნიკო ფიროსმანაშვილი. 100 კვადრატი“ საზოგადოებას „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორმა, ქალბატონმა თინა მამულაშვილმა წარუდგინა.
“ფიროსმანის გენიალურობაში დარწმუნებული თაყვანისმცემლები, საკუთარი რწმენის გასამხნევებლად, მის ნახატებში მაინც ეძებდნენ მარგალიტებს, და თუ ვერ პოულობდნენ, ზოგჯერ თვითონვე თხზავდნენ ხოლმე…
ჩვენი ალბომიც ფიროსმანის სურათებში გაფანტული მარგალიტების (დეტალების) ძიებაა. იმ მარგალიტების, მთელი თვე, რომ ეძიო, ან, თუნდაც, მთელი წელიწადი – თურმე მართლაც არ ილევა… კვადრატი კი მხოლოდ მარჯვე ინსტრუმენტად არის შერჩეული. იგი მარტივი, სრულად მოწესრიგებული ფორმატის ჩარჩო–ვიზირია და სხვა არაფერი. პითაგორას და მალევიჩის “კვადრატებთან” ამ კვადრატს მხოლოდ გეომეტრიული მსგავსება აკავშირებს”
ვახტანგ რურუა
პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრეს დავით ლორთქიფანიძემ, გოგი ხოშტარიამ, თამაზ ხუციშვილმა, ზურაბ კიკნაძემ და გივი შაჰნაზარმა.
ფიროსმანის “100 კვადრატი” 39 ლარი ღირს და უკვე იყიდება წიგნის მაღაზიებში.
პრეზენტაციისა და წიგნის შესახებ “24 საათში” გამოქვეყნებული სტატია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.
“ავღანური დღიურები” და “Laterna Magica” კულტურის სამინისტროში
15 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ორი შვედური წიგნის თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა. შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩის დიანა იანსეს „ავღანური დღიურები“ და ცნობილი შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის „Laterna Magica” საზოგადოებას ბაკურ სულაკაურმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბატონმა ნიკოლოზ რურუამ, შვედეთის ელჩმა დიანა იანსემ და ორივე წიგნის მთარგმნელმა ლიკა ჩაფიძემ წარუდგინა.
მარცხნიდან: ბაკურ სულაკაური, ნიკოლოზ რურუა, დიანა იანსე, ლიკა ჩაფიძე
დიანა იანსე – 2010 წლიდან შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლამდე, 2004-2006 წლებში, შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლად მუშაობდა ქაბულში. სწორედ ავღანეთში გატარებულ წლებს ეხება მისი წიგნი “ავღანური დღიურები”, რომელიც 2010 წლის იანვარში გამოიცა შვედეთში და ავტორს დიდი აღიარებაც მოუტანა.
კულტურის მინისტრმა და ბაკურ სულაკაურმა “ავღანური დღიურებისა” და “Laterna Magica-ს” გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ კუნძულ ფოროს ფოტოები, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა ცნობილმა რეჟისორმა. პრეზენტაციის ბოლოს მოეწყო ინტერვიუს ჩვენება ინგმარ ბერგმანთან.
21-ე საუკუნის ქართული მოთხრობის პრეზენტაცია და kung Fu Junkie კლუბ 33 ა–ში
21–ე საუკუნის ქართული მოთხრობა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ერთ–ერთი ბოლო პროექტია. წიგნი 21–ე საუკუნის პირველ ათწლედში ლიტერატურულ პერიოდიკასა და “15 საუკეთესოში” შესულ მოთხრობებს აერთიანებს, ავტორების და მოთხრობების რაოდენობაც ისეა შერჩეული, რომ მკითხველს სრულყოფილად წარმოუდგება თანამედროვე სივრცეში ქართული მოთხრობის განვითარების გზა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამომცემლობა მსგავსი ტიპის წიგნის გამოცემას საუკუნის მეორე ათწლეულის დასასრულსაც აპირებს.
21–ე საუკუნის ქართული მოთხრობა, ყდაზე გამოყენებულია ეთერი ჭკადუას ნახატი “თამადა”
წიგნის პრეზენტაცია ზაფხულის ცხელი დღის დასასრულს, 12 ივლისს სიგრილეში, კარგი მუსიკის და ღვინის თანხლებით გაიმართა. გამომცემლობა არაჩვეულებრივი სივრცის დათმობისთვის ძალიან დიდ მადლობას უხდის კლუბ 33 ა–ს , პრეზენტაცია, რომელსაც ჩვენდა სასიხარულოდ ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო,  გამომცემლობის დირექტორმა ქალბატონმა თინა მამულაშვილმა გახსნა, მასთან ერთად წიგნზე და მისი გამოცემის ისტორიასა თუ მნიშვნელობაზე ისაუბრა ბაკურ სულაკაურმაც, შემდეგ კი საღამოს შედარებით სახალისო და სასიამოვნო ნაწილი დაიწყო.
კონკურსი  რამდენად კარგად იცნობენ მწერლები და მკითხველები თანამედროვე ქართულ ლიტერატურას თანაბრად საინტერესო აღმოჩნდა ყველასთვის. კონკურსის არსი ასეთი იყო, დამსწრეებს უნდა გამოეცნოთ წიგნში შესული მოთხრობებიდან ამოგლეჯილი ფრაზები და ციტატები. აღმოჩნდა, რომ მწერლებიც და უბრალო მკითხველებიც საკმაოდ კარგად იცნობენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და ფეხდაფეხ მიყვებიან მისი განვითარების გზას, რაც ორმაგად სასიხარულოა
მაკა მიქელაძემ უკვე მოიგო წიგნი და შემდეგ ციტატას კითხულობს
მირიან ტორონჯაძემ, იგივე ყვავამ გამოიცნო ნაწყვეტი ნინო ტეფნაძის მოთხრობიდან "კოქტო მინკუსი"
დათო გაბუნია და თინა მამულაშვილი
გამარჯვებულებს კი საჩუქრად სტიგ ლარსონის მსოფლიო ბესტსელერის ქართული თარგმანი “გოგონა დრაკონის ტატუთი” გადასცა გამომცემლობამ.
კითხულობს ციტატას
ბესო ხვდელიძე ერთადერთი მწერალია, რომლის მოთხრობები ყოველ წელს ხვდება "15 საუკეთესოში"
ანა კორძაია–სამადაშვილი
კონკურსის დასასრულს კი სტუმრებისთვის  Kung Fu Junkie-მ დაუკრა, კონცერტს სამწუხაროდ წვიმამ მოუსწრო, თუმცა ამას ხელი არც მუსიკოსებისთვის შეუშლია და  არც მათი მსმენელებისთვის
წვიმას შეფარებული მუსიკოსები და მსმენელები
დანარჩენი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფეისბუქზე, უფრო ვრცლად წიგნის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს საიტზე და ასევე გაზეთ 24 საათში . Kung Fu Junkie-ზე უფრო მეტი კი შეგიძლიათ გაიგოთ მათი გვერდიდან ფეისბუქზე
ჩემი პირველი პოსტი
ჩემ ბლოგზე პირველი პოსტის დაწერას სხვანაირად ვაპირებდი, მაგრამ აი ამ ბლოგზე საინტერესო კონკურსს წავაწყდი და გადავწყვიტე ჩემი პირველი პოსტი ბლოგოსფეროში საკონკურსოდ დავწერო სათაურით ”100 სიტყვა ერთი წიგნის შესახებ”. მით უმეტეს, რომ კონკურსში გამარჯვებულს თურმე საჩუქრად ჩემ მიერვე გამოცემული წიგნ(ებ)ი ელის.
აი, ეს 100 სიტყვაც:
ნორვეგიელი მწერალი ქალის, ნობელის პრემიის ლაურეატის, სიგრიდ უნსეტის ”ვიკინგებს” სიამოვნებით წაიკითხავს ყველა, ვისაც აინტერესებს უბრალოდ და გასაგებად დაწერილი ამბავი.
ერთი უცნაური სიყვარულის ტრაგიკული ისტორია ყოველგვარი ტვინის ჭყლეტვის და ზიზილ-პიპილოების გარეშეა მოთხრობილი. თხრობის მანერა ისეთივე სადაა, როგორც ისლანდიურ საგებში, ხოლო რომანში გათამაშებული ვნებები – მძაფრი და ღრმა, როგორც ნორვეგიული პეიზაჟი.
ყველაფერი – სისხლიანი ორთაბრძოლები, სიყვარული, ეგზოტიკური რაინდული თავგადასავლები – მარტივად და ცივადაა მოთხრობილი, მაგრამ გატაცებით იკითხება. ასეთი წიგნის კითხვა თუ დაიწყე, ვეღარ შეწყვეტ – ბოლომდე უნდა ჩაიყვანო.
”ვიკინგების” წაკითხვას ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში მაინცადამაინც არ გირჩევთ – უმჯობესია, განმარტოვდეთ და ორიოდე საათი მშვიდ კითხვას დაუთმოთ. მომცრო წიგნია და წინ ჭეშმარიტი სიამოვნება გელით.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა დაარსდა 1999 წელს. თავდაპირველად ის თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებების გამოცემაზე იყო ორიენტირებული.დროთა განმავლობაში ბაკურ სულაკაურის  გამომცემლობის საგამომცემლო პრიორიტეტები გაფართოვდა და პატარა ოჯახური  ტიპის გამომცემლობიდან საქართველოს წამყვან გამომცემლობად იქცა, რომელმაც  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგამომცემლო საქმიანობის განვითარებაში   საქართველოში.ამჟამად ჩვენი ძირითადი საგამომცემლო  პრიორიტეტებია: თანამედროვე ქართული და უცხოური პროზა, საბავშვო და  საყმაწვილო ლიტერატურა, სასკოლო სახელმძღვანელოები და დარგობრივი  ლიტერატურა.