ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ნიკო ფიროსმანაშვილი. 100 კვადრატი – პრეზენტაცია ეროვნულ გალერეაში

22 დეკემბერს, საქართველოს სურათების ეროვნულ გალერეაში ვახტანგ რურუას მიერ შედგენილი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. „ნიკო ფიროსმანაშვილი. 100 კვადრატი“ საზოგადოებას „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორმა, ქალბატონმა თინა მამულაშვილმა წარუდგინა. Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

“ავღანური დღიურები” და “Laterna Magica” კულტურის სამინისტროში

15 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ორი შვედური წიგნის თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა. შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩის დიანა იანსეს „ავღანური დღიურები“ და ცნობილი შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის „Laterna Magica” საზოგადოებას ბაკურ სულაკაურმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბატონმა ნიკოლოზ რურუამ, შვედეთის ელჩმა დიანა იანსემ და ორივე წიგნის მთარგმნელმა ლიკა ჩაფიძემ წარუდგინა. Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

21-ე საუკუნის ქართული მოთხრობის პრეზენტაცია და kung Fu Junkie კლუბ 33 ა–ში

21–ე საუკუნის ქართული მოთხრობა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ერთ–ერთი ბოლო პროექტია. წიგნი 21–ე საუკუნის პირველ ათწლედში ლიტერატურულ პერიოდიკასა და “15 საუკეთესოში” შესულ მოთხრობებს აერთიანებს, ავტორების და მოთხრობების რაოდენობაც ისეა შერჩეული, რომ მკითხველს სრულყოფილად წარმოუდგება თანამედროვე სივრცეში ქართული მოთხრობის განვითარების გზა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამომცემლობა მსგავსი ტიპის წიგნის გამოცემას საუკუნის მეორე ათწლეულის დასასრულსაც აპირებს. Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

ჩემი პირველი პოსტი

ჩემ ბლოგზე პირველი პოსტის დაწერას სხვანაირად ვაპირებდი, მაგრამ აი ამ ბლოგზე საინტერესო კონკურსს წავაწყდი და გადავწყვიტე ჩემი პირველი პოსტი ბლოგოსფეროში საკონკურსოდ დავწერო სათაურით ”100 სიტყვა ერთი წიგნის შესახებ”. მით უმეტეს, რომ კონკურსში გამარჯვებულს თურმე საჩუქრად ჩემ მიერვე გამოცემული წიგნ(ებ)ი ელის.

აი, ეს 100 სიტყვაც:

ნორვეგიელი მწერალი ქალის, ნობელის პრემიის ლაურეატის, სიგრიდ უნსეტის ”ვიკინგებს” სიამოვნებით წაიკითხავს ყველა, ვისაც აინტერესებს უბრალოდ და გასაგებად დაწერილი ამბავი.

ერთი უცნაური სიყვარულის ტრაგიკული ისტორია ყოველგვარი ტვინის ჭყლეტვის და ზიზილ-პიპილოების გარეშეა მოთხრობილი. თხრობის მანერა ისეთივე სადაა, როგორც ისლანდიურ საგებში, ხოლო რომანში გათამაშებული ვნებები – მძაფრი და ღრმა, როგორც ნორვეგიული პეიზაჟი.

ყველაფერი – სისხლიანი ორთაბრძოლები, სიყვარული, ეგზოტიკური რაინდული თავგადასავლები – მარტივად და ცივადაა მოთხრობილი, მაგრამ გატაცებით იკითხება. ასეთი წიგნის კითხვა თუ დაიწყე, ვეღარ შეწყვეტ – ბოლომდე უნდა ჩაიყვანო.

”ვიკინგების” წაკითხვას ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში მაინცადამაინც არ გირჩევთ – უმჯობესია, განმარტოვდეთ და ორიოდე საათი მშვიდ კითხვას დაუთმოთ. მომცრო წიგნია და წინ ჭეშმარიტი სიამოვნება გელით.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , | 1 Comment

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა დაარსდა 1999 წელს. თავდაპირველად ის თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებების გამოცემაზე იყო ორიენტირებული.დროთა განმავლობაში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საგამომცემლო პრიორიტეტები გაფართოვდა და პატარა ოჯახური ტიპის გამომცემლობიდან საქართველოს წამყვან გამომცემლობად იქცა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგამომცემლო საქმიანობის განვითარებაში  საქართველოში.ამჟამად ჩვენი ძირითადი საგამომცემლო პრიორიტეტებია: თანამედროვე ქართული და უცხოური პროზა, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, სასკოლო სახელმძღვანელოები და დარგობრივი ლიტერატურა.

Posted in Uncategorized | 6 Comments

Test Post

საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული. Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment