ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გოგა ჩანადირი

დაიბადა 1975 წლის 11 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსასცენარო ფაკულტეტი. 

1990-იან წლებში მუUშაობდა ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში. 

2000 წლიდან დაიწყო ფოტოგრაფობა. მოწყობილი აქვს მრავალი ფოტოგამოფენა სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, ბათუმში, სტამბოლში, ასტანაში, სტრასბურგში, იენაში, ამსტერდამში, კიევში... არის რამდენიმე სერიის, მათ შორის, 100 წელს გადაცილებულ ადამიანთა პორტრეტების ავტორი.

მისი ჰობია კითხვა და მოგზაურობა. შემოვლილი აქვს საქართველოს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დასახლება და ღირს­შესანიშნაობა. უმოგზაურია მსოფლიოს 5-ვე დასახლებულ კონტინენტზე უამრავ ქვეყანაში.

ავტორის წიგნები