ოსნე საიეშტადი
ცნობილი ნორვეგიელი ჟურნალისტი ქალი - ოსნე საიერშტადი ცნობილია საინტერესო რეპორტაჟებით მსოფლიოს ყველაზე ”ცხელი წერტილებიდან”. თუმცა იგი, კონფლიქტის მშრალი და სტატისტიკური აღწერის ნაცვლად, თავად იქ მცხოვრები ადამიანების ბედით ინტერესდება. ამ წიგნში მისი ”მუზა” ავღანეთია - მრავაწლიანი შინა და გარე ომებით ძალაგამოცლილი ისლამიტური ქვეყანა შუა აზიაში, რომელიც ჯერაც საშიშ ადგილადაა მიჩნეული ტერეროზმისა და ფანატიკოსი მუსულმანების სიმრავლის გამო.
ავტორის განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ადმიანის ”შინაგანი ომები” იწვევს - ის, რაც პოტენციურად ფანატიზმისა და ტერორიზმის სათავეც კი შიეძლება იყოს. წიგნის მთავარი პერსონაჟებიც რიგითი ავღანელები არიან, იქნება ეს წიგნებით მოვაჭრე პატრიარქატული ოჯახის უფროსი სულთან ხანი თუ მისივე დიდი ოჯახის წევრები - მამაკაცები და თითქმის უუფლებო ქალები - თავიანთი ფიქრებით, ემოციებით, შინაგანი კონფლიქტებით...








